არქივი

ვინ არიან ილუმინატები!

y6hkk
მოკლედ ეს ილუმინატები ისეთი პოპულარულები არიან, რომ გთავაზობთ მათზე ობიექტურ ინფორმაციას.
(დაიმახსოვრეთ ეს არ არის ილუმინატური სიმბოლო არავინ არ მოგატყუოთ)

„ილუმინატების საზოგადოება“ ჩამოყალიბდა ბავარიაში 1776 წლის 1 მაისს, მისი მამამთავარი იყო ადამ ვეისგაუპტი. ეს იყო რადიკალური ჯგუფი, რომელიც აქტიურდებოდა უფრო და უფრო მეტად 18-ე საუკუნის ბოლოსკენ. ილუმინატების ორდენი აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას დეიზმს და ბევრი პრინციპი „გადმოიღო“ მასონური ორდენიდან, თუმცა განსხვავებით მასონებისგან ამტკიცებდა რომ ადამიანი როგორც ესეთი ცუდი არ არის მაგრამ მასზე უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო და რელიგია. თვითონ ვეისგაუპტი იეზუიტი იყო, ხოლო იმ დროინდელმა რომის პაპმა თავისი ბულით აკგრძალა იეზუიტობა, ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც იყო იმისა, რომ „ილიმინატების ორდენი“ აქტიურად უწევდა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას.ორდენის დაფუძნებიდან წელიწად ნახევრის მერე, როდესაც ვეისგაუპტმა ამოწურა „ადამიანური რესურსების“ მოზიდვის სქემა (მან, როგორც ინგოლშტატის უნივერსიტეტის პროფესორმა, თავის ორდენში ამავე უნივერსიტეტის ყველა პროფესორი, გარდა ორისა, გააერთიანა), იგი წევრიანდება მიუნხენის მასონურ ლოჟაში, საიდანაც (მოგვიანებით კი სხვა ლოჟებიდანაც) ბარონ ფონ ცვაკის დახმარებით, საკმაოდ ბევრი მასონი „გადმოქაჩა“ მის „ილუმინატების ორდენში“.

მოგვიანებით მასონურმა ლოჟამ გაკიცხა ეს ორდენიც და ყველა მისი წევრი, ვინაიდან ორდენის წევრები არა მორალურ და არა ღირსეულ ქმედებებს ჩადიოდნენ, როგორიც იყო ქურდობა, მოტყუება (აფიორები), გარყვნილება (თვითონ ვეისგაუპტს საკუთარ ბიძაშვილთან ქონდა კავშირი, რის შედეგადაც ეს ქალწული დაორსულდა).ოდენი ძლიერდებოდა, თუმცა 1784 წელს გაღვივდა კომლიქტი ხელმძღვანელობაში, კონკრეტულად კი ბარონ ფონ კნიგტესა და ვეისგაუპტის შორის. ბარონი იყო ვეისგაუპტის მარჯვენა ხელი და დიდი წვლილი მიუძღვოდა ორდენის გაძლიერებაში. ამავე წელს ბარონი ტოვებს ორდენს და მის წინააღმდეგ იწყებს გამოსვლებს. ამის ფონზე, 1787 წელს ბავარიის ხელისუფლება აცხადებს ბრძოლას ორდენის წინააღმდეგ, აცხადებს მას კანონ გარეშე და მასში გაწევრიანების მსურველებს თავის მოკვეთით ემუქრება. რამოდენიმე დაპატიმრებისა და დარბევის შემდგომ, ორდენი კარგავს საკუთარ სიძლიერეს და იშლება, თუმცა რათქმაუნდა მტკიცებულება იმისა, რომ ორდენი სრულად დაიშალა და არ წავიდა მიწისქვეშეთში არ არის.

1830 წელს ბეისგაუპტი გარდაიცვალა ემიგრაციაში. 1896 წელს ორდენი აღდგა დრეზდენში, დღეს კი არსებობს რამოდენიმე განშტოება, რომელიც „იბრალებს“ რომ „მარტო ის და მხოლოდ ის“ წარმოადგენს ვეისგაუპტის მიერ დაფუძნებული ორდენის სამართალ მემკვიდრეს.ორდენმა გადმოიღო მასონური იერარქიაც, რიგი ტრადიციები და რიტუალები. ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო არეოპაგი, რომელიც „თორმეტეულში“ შედიოდა. ეს რიცხვის არ იყო მხოლოდ ჰაერიდან მოტანილი ციფრი, ის ასახავდა თორმეტ მოციქულს. ყველა ინიცირებულ წევრს ქონდა საკუთარი ფსევდონიმე, მაგალითად ვეისგაუპტი იყო „სპარტაკი“. ორდენს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ყავდა წარმომადგენელი, თუმცა საერთო რაოდენობა ორი ათას წევრზე მეტი არასოდეს არ ყოფილა.

აქედან გამომდინარე მე პირადად ვთვლი და ეს ესეც არის, რომ ილუმინატთა ორდენი მხოლოდ კარგად შეფუთული ბრენდია, რომელსაც რეალურად მასონობასთან კავშირი არ აქვს და იყიდება ფართო მასებზე კარგად სხვადასხვა კინოფილმისა და პუბლიკაციის მეშვეობით.

მსგავსი ამბები

Back to top button