კრეატივისაკითხავისასარგებლო

არქიტექტურული საოცრებანი-“სამოთხე გუმბათის ქვეშ”

3a38310381f4

წარმოგიდგენთ სამხრეთ-კორეულ პროექტს სახელად "Ecorium Project",სამოთხე გუმბათის ქვეშ...
ბოტანიკუტი ბაღების მშენებლობა დღეს ისე პოპულარულია,როგორც არასდროს.მსგავს
ბაღებს აპროექტებენ სამხრეთ კორეაში,ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურში და ა.შ.
ხოლო დიდი ბრიტანეთში უკვე არსებობს მოქმედი გიგანტური ორანჟერეა
სახელწოდებით "Eden Project".

2c47f68a323b
("Eden Project",დიდი ბრიტანეთი,კორნუოლი.)
მსგავსი ყურადღება საკმაოდ გამართლებულია,რადგან ბუნების დღევანდელი მდგომარეობა
სერიოზულ საშიშროებას ქმნის ეკოლოგების თვალში.რასაკვირველია,მსოფლიო ეკოსისტემის
განადგურებაზ ჯერ საუბარი არ არის,მაგრამ ადამიანის საქმიანობა,რომ ცუდ ზეგავლენას
ახდენს გარესამყაროზე ეს ნათელია ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების უმეტესობა
ჩაფიქრებულია ბუნების დაცვის პოპულარიზებისთვის ეკოსისტემის მოდელის აშენებით,ერთ
ჭერ ქვეშ სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მცხოვრები ფლორი წარმომადგენლების
გაერთიანებით ადამიანები შეძლებენ არა მარტო მცენარეებზე დაკვირვებას,
არამედ დატკბებიან ბუნებასთან სიახლოვით,მაოიპოვებენ სულირ და გონებრივ სიმშვიდეს.
რა თქმა უნდა მსგავსი "მწვანე ბედნიერების კუნძულთა" აშენებით მსოფლიო ვერ გადაჭრის
გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებს,მაგრამ გადაშენებისგან იხსნის ფლორის
უიშვიათეს წარმომადგენლებს.
რაც შეეხება სამხრეთ-კორეულ ბოტანიკურ ბაღს,ბევრმა იგი უკვე მონათლა ბრიტანული
პროექტი ტყუპისცალად,რომელიც 2001 წელს გაიხსნა.მიუხედავად იმისა,რომ ამ ორ
კონსტრუქციას ბევრი აქვ საერთო,ისინი მაინც შესამჩნევად განსხვავდებიან,მაგრამ იდეა
ორივეს ერთი აქვს-კაცობრიობი ყურადღების გამახვილება ბუნების დაცვაზე
და ტურისტების მოზიდვა.
5bce6ee3dbab
"Ecorium Project"-ში იგეგმება სხვადასხვა ეკოსისტემების შექმნა,რომლებშიც შევა ის მცენარეები
რომლებიც სამხრეთ კორეის კლიმატურ პირობებეში ხარობს და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონებიდან მოტანილი ფლორის წარმომადგენლები,რომლებისთვისაც სპეციალური კლიმატური
პირობები შეიქმნება უზარმაზარი გუმბათების ქვეშ.
გუმბათებს კონუსის მსგავსი ფორმა ექნება.ძირითად სამშენებლო მასალებად გამოიყენებენ რკინას
და "ორგმინას"(სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული მინა).სამსენებლო მასალების მხრივ
აღმოსავლური პროექტი განსხვადება დასავლურისგან,რადგან ბრიტანული პროექტის მშენებლობისას
მინის ნაცვლად პოლიმერული,სინათლე გამტარი მასალა "ETFE" გამოიყენეს.იგი მინაზე გაცილებით
იაფია დ მისი მონტაჟი სიმსუბუქის გამო დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს,ასევე მნიშვნელოვანია,
რომ "ETFE უკეთესად ატარებს ულტრა-იისფერ სხივებს,რითაც მეტი სინათლე ეძლევა მცენარეებს
ფოტოსინთეზი საწარმოებლად.მაგრამ მიუხედავად ამისა სამხრეთ კორეელ არქიტექტორებს
სერიოზული მიზეზები აქვ ამ მასალის უარსაყოფად.ჯერ ერთი "ETFE" იმდენად მსუბუქია,
რომ ქარი მას ადვილად დააზიანებს,როც კონუსის მაგავარ კონსტრუქციაზე დაამონტაჟებენ,
მეორე ის, რომ ამ მასალით სარგებლობის ვადა 25 წელ არ აღემატება.
"Ecorium Project"-ის მსენებლობას ახორციელებს სამხრეთ კორეული კომპანია
"Samoo Architecture","Grimshow Architect"_თან  თანამშრომლობით.კონსტრუქციის
ფართობი 33 000 კვმ.ბაღი ენერგომომარაგებისთვის არქიტექტორები მზის ენერგიას
გამოიყენებენ,დაიდგმება სპეციალური დანადგარები რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნის
ელექტრო ენერგიად.გუმბათების შიგნით დამონტაჟდება ავტონომიურ სისტემა,რომელიც
მიკროკლიმატის რეგულირებას უზრუნველყოფს მშენებლობისთვის გამოყოფილია 113 მილიონი
დოლარი,რაც არც ისე ბევრია,თუ გავითვალისწინებთ რა ჯდება
თანამედროვე ცათამბრჯენები,რომლებსაც ბუნებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ.

f2a20b2bd31d

757bfefb50b3

კაცობრიობა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ბუნებრივი სიმდიდრის დაცვის საქმეს და
არ დასჭირდებ ამ სიმდიდრის აღდგენა ხელოვნური გზით.

"ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას."
                                       (ლეონარდო და ვინჩი)

მსგავსი ამბები

Back to top button