საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური სამეცნიერო კვლევები

როგორი იქნებოდა სამყარო სამეცნიერო კვლევების გარეშე? ცხადია, გვექნებოდა ნაკლები ინფორმაცია და გაცილებით უკან ვიქნებოდით. თუმცა ზოგჯერ ადგილი აქვს უცნაურ და ერთი შეხედვით, არასაჭირო კვლევებს. პოსტში სწორედ მათზე ვისაუბრებთ.


შესწავლის საკითხი: ცნობენ თუ არა საკუთარ თავს სპილოები.
ნიუ-იორკის ბიოლოგთა საზოგადოების, WCS-ის წევრებმა აარჩიეს სამი აზიური სპილო, სახელად Happy (ბედნიერი), Maxine (მაქსინი) და Patty (ღვეზელი). მათ გადაწყვიტეს გაეგოთ, შეძლებდნენ თუ არა ისინი სარკეში საკუთარი თავის ამოცნობას. Happy-ის თვალთან თეთრი X დაახატეს, მეორე მხარეს კი სურნელოვანი, უფერო მელანი წაუსვეს. რამდენჯერაც ის სარკეში ჩაიხედებოდა, მაღლა სწევდა ხორთუმს და X-ს ეხებოდა, რაც კვლევის მთავარ ამოცანაზე დადებითი პასუხის ტოლფასი იყო. სხვა სპილოებიც მსგავს მოძრაობებს ასრულებდნენ. მაქსინი კი ხორთუმის წვერს პირში იდებდა და შემდეგ ყურადღებით აკვირდებოდა, თითქოს სწავლობდა საკუთარ თავს. დღესდღეობით ასევე ცნობილია, რომ ადამიანისა და სპილოს გარდა, საკუთარ თავს სცნობენ მაიმუნები და დელფინებიც.


შესწავლის საკითხი: არჩევენ თუ არა სახეებს ცხვრები.
სამხრეთ კემბრიჯში მდებარე ბაბრაამის ინსტიტუტი იკვლევდა, აქვთ თუ არა უნარი ცხვრებს, დაიმახსოვრონ და გაარჩიონ სხვა ცხვრების ან ადამიანის სახეები. კვლევაში ჩართეს 20 ცხვარი, მათ აჩვენებდნენ 25 სხვადასხვა ფოტოს, სადაც ცხვრების წყვილები იყვნენ აღბეჭდილნი. საბოლოოდ, დაასკვნეს, რომ ცხვრებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ 50 სხვადასხვა სახე, თან ისე, რომ პროფილშიც იცნონ. ასევე შეუძლიათ ადამიანის სახის დამახსოვრებაც. მსგავსი ტიპის მახსოვრობა კი 2 წლით უნარჩუნდებათ.


შესწავლის საკითხი: ემსგავსება თუ არა ერთმანეთს ცოლ-ქმარი დაქორწინების შემდგომ.
მიჩიგანის უნივერსიტეტმა ამ კვლევისთვის 110 ადამიანი აარჩია და მისცა ფოტოები. 24 მათგანზე იყვნენ ახლად დაქორწინებული ადამიანები, 24-ზე კი ქორწინებიდან 25 წლის შემდგომ. ამასთან, არცერთ სურათზე არ იყვნენ ერთად. მონაწილეებს მათი დაწყვილება ევალებოდათ გარეგნული მსგავსების მიხედვით. გასაკვირია, მაგრამ შედარებით ხნიერი ცოლ-ქმარი უფრო მეტმა დააჯგუფა სწორად, ვიდრე ახალგაზრდები. ამას რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვს. პირველი ესაა კვება: ცოლ-ქმარი უმეტესად ერთნაირად იკვებება, რაც გარკვეულწილად ახდენს გარეგნობაზე გავლენას. სხვა ფაქტორი შეიძლება გარემო იყოს, მაგალითად მზის გამოსხივება, რაც კანზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანი მიზეზი ასევე არის ერთგვარი მიბაძვა – წლობით თანაცხოვრების განმავლობაში ცოლ-ქმარი ერთმანეთს ემსგავსება ემოციების გამოხატვასა და მიმიკებში.


შესწავლის საკითხი:მიმზიდველი თეძოებისა და ინტელექტის კავშირი.
კალიფორნიის უნივერსიტეტმა შედეგბის მისაღებად 16 000 ქალზე ჩაატარა დაკვირვება. შედეგი ასეთი იყო: ქალებს, რომელთა წელიც შეადგენს თეძოების გარშემოწერილობის 70%-ს, ინტელექტუალურ ტესტებში უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც წელისა და თეძოების შეფარდების (WHR) უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ასევე, შედარებით დაბალი WHR-ის მქონე ქალები და მათი შვილები ვერბალურ ტესტებში უფრო მაღალ შედეგებს იღებდნენ.


შესწავლის საკითხი: არიან თუ არა ქალები უფრო მიმზიდველნი წითელში.
როჩესტერის უნივერსიტეტში გადაწყვიტეს, შეესწავლათ, განსხვავდება თუ არა მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ ტანისამოსის ფერის მიხედვით. ფსიქოლოგები ასეთ კითხვას სვამდნენ: “ხართ ამ ქალბატონთან ერთად და გაქვთ $100. რამდენს დახარჯავდით მისთვის?” ამის შემდეგ აჩვენებდნენ ერთი და იგივე ქალბატონს სხვადასხვა ფერებში. როგორც აღმოჩნდა, როცა ქალს წითელი აცვია, იმ დროს ყველაზე “ძვირადღირებულია”. ასევე ჩანდნენ უფრო მიმზიდველები და ლამაზები წითელში, ვიდრე სხვა ფერებში.


შესწავლის საკითხი: რატომ ყვირიან მდედრი მაიმუნები სექსის დროს.
ეს ამოცანა რომ გადაეჭრათ, გერმანიის პრიმატების ცენტრის პრიმატოლოგები გაეშურნენ გიბრალტარში 2 წლით. მათ დაადგინეს, რომ მდედრები ყვიროდნენ სექსუალური აქტებიდან 86%-ის დროს. დამატებითმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტს ყვიროდა მდედრი, მით უფრო ენერგიული და შესაბამისად, ნაყოფიერი სექსი ჰქონდათ მაიმუნებს. ასე რომ მდედრის ყვირილი მამრისთვის სტიმულის მიმცემი ყოფილა. ამ ყვირილის გარეშე მამრი მაკაკები თითქმის ვერასდროს ახერხებდნენ საქმის ბოლომდე მიყვანას.


შესწავლის საკითხი: ტერფის ზომისა და სასქესო ორგანოს ზომის კავშირი ერთმანეთთან.
ლონდონის უნივერსიტეტში ეს უცნაური იდეა მოუვიდათ, რისთვისაც 104 მამაკაცს გაუზომეს ტერფი და მამაკაცური ღირსება. საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ ამ ორ ადგილს შორის რაიმე სახის დამოკიდებულება ან კავშირი არ არსებობს. კიდევ ერთი მსგავსი კვლევა ბერძნებმა ჩაატარეს. მათ შეაჯამეს სიმაღლე, წონა, წელის გარშემოწერილობა, თითების ზომა და სასქესო ორგანოს ზომა 52 მამაკაცისა, რომელთა ასაკი 19-დან 38-მდე მერყეობდა. მათ ასევე დაადგინეს, რომ სხეულის პროპორციებსა და ასაკს ამ საკითხში არა აქვს მნიშვნელობა. გამონაკლისია საჩვენებელი თითი, რომელიც მიახლოებით უტოლდება მას. დამატებითმა კვლევამ 1500 კაცზე იგივე შედეგი აჩვენა.

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close