არქივი

ტარაკანი

cmwkr

საინტერესო ცნობები ამ ფრიად არასასიამოვნო არსების შესახებ, რომლის დანიშნულებაც პირადად ჩემთვის, კოღოსი არ იყოს, გაურკვეველია.

78ei7
იატაკზე და საწოლზე მოსიარულე ტარაკანზე უარესი მხოლოდ მფრინავი ტარაკანი თუ იქნება. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ვერ დაფრინავს, თუმცა სურათზე გამოსახული გიგანტური სახეობის, “Megaloblatta longipennis”-ის გაშლილი ფრთების სიგრძე 185 მმ-ია, ანუ 18.5 სმ. კარგია, რომ ცენტრალურ ან სამხრეთ ამერიკაში არ ვცხოვრობთ.

l1elu
სიკვდილის შემდეგ ტარაკნები აგრძელებენ სხეულიდან მეთანის გამოყოფას 18 საათის განმავლობაში. გლობალური მასშტაბით, გამოყოფილი მეთანის 20% ტარაკნებზე მოდის. ეს კი ამ არსებებს აქცევს გლობალური დათბობის ერთ-ერთ ყველაზე ხელშემწყობ ფაქტორად. სხვა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტერმიტები და ძროხები.

0wm87
ველურ ბუნებაში მცხოვრები ტარაკნების უმეტესობა ჩიტების ან რაიმე ცხოველის მუცელში ასრულებს სიცოცხლეს. მაგრამ სახლში მობინადრე ტარაკანი ხშირად იმიტომ კვდება, რომ ზურგზე დაცემის შემდეგ უბრალოდ ამობრუნებას ვეღარ ახერხებს. ბუნებაში არის ფოთლები და ხის ნაფოტები, ამიტომ მას აქვს რაიმე, რაზეც შეუძლია იმოძრავოს და მოეჭიდოს. სახლში კი, გაპრიალებულ იატაკზე ეს არ გამოსდის. მწერების საწინააღმდეგო ზოგიერთი ნივთიერებები სწორედ ამ გზით მოქმედებენ – იწვევენ მასში კუნთების სპაზმს და უკარგავენ კოორდინაციის უნარს, რის შედეგადაც ტარაკანი ზურგზე ეცემა.

1un9g
მიჩნეულია, რომ მადაგასკარის შიშინა ტარაკანი არის ერთადერთი მწერი, რომელიც ჩვეულებრივ, ხმას გამოსცემს უკნიდან (იმ ადგილით ). სხვები, როგორც წესი, სხეულის სხვადასხვა ადგილების ხახუნით გამოსცემენ ხმას. ამ ჯიშს ორი სხვადასხვა ბგერის გამოცემა შეუძლია. ერთს მაშინ გამოსცემს, როცა მოწყენილია, მეორეს მაშინ, როცა ორი მამრი პირისპირ ხვდება ერთმანეთს. არიან საკმაოდ დიდები (5-8 სმ) და უფრთოები, ამიტომ პოპულარულები არიან და ხშირად სახლში ზრდიან.

dc0ib
გავრცელებული ამბავია, რომ ტარაკნებს გარკვეული პერიოდით სიცოცხლისთვის თავი არ სჭირდებათ. შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება თავი ძირითადი ფუნქციებისთვის: გვაქვს პირი და ცხვირი სასუნთქად, ვიკვებებით პირის მეშვეობით და რა თქმა უნდა, გვაქვს ტვინი სააზროვნოდ (თუმცა ამ ბოლო ფუნქციის საკითხში გამონაკლისებიც არსებობს). ტარაკანი კი სუნთქავს ტრაქეით, რომელიც თავთან არაა კავშირში, არც ტვინი აკონტროლებს ამ ფუნქციას. ხოლო თუკი ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ერთი გაძღომა შეიძლება 1 თვეს თავისუფლად ეყოს. მათ ასევე არ ემართებათ სისხლდენით სიკვდილი თავის მოკვეთის შემდეგ, ჩვენნაირი ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით.

v6ypv
ალერგია ტარაკანზე პირველად აღწერეს 50 წლის წინ. ეს რეალური და საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. გართულების შემთხვევაში ალერგია გადადის მწვავე ფაზაში და იწყება ასთმა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული შემთხვევების ბრალი ისაა, რომ ქალაქელი ბავშვები უმეტესწილად სახლში თამაშობენ და შესაბამისად, ალერგენებთან აქვთ შეხება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ქალაქში მდებარე სახლში საშუალოდ 900-დან 330,000-მდე მწერი ბინადრობს. სეზონური ალერგიისგან განსხვავებით, ტარაკანზე ალერგია მთელი წელი გრძელდება.

ca1n8
ჩვეულებრივი გერმანული ტარაკანი სიის სათავეში მყოფი ჯიშის ბიძაშვილია. ის ერთ-ერთი ყველაზე მომაბეზრებელი პარაზიტია. ცოცხლობენ 6 თვე და ამ პერიოდში მდედრი შეიძლება 8-ჯერ განაყოფიერდეს, რის შემდეგაც 30-40 კვერცხს დებს, რაც მთლიანობაში 240-320 შვილს უდრის. მათგან მხოლოდ 10-მა მდედრმა რომ გაიაროს იგივე გზა, რამდენიმე წელიწადში ათასობით იქნებიან. რეალურად კი 10-ზე მეტი იმეორებს განაყოფიერების გზას.

hthc1
დაკვირვებები აჩვენებს, რომ ტარაკნები საკმაოდ სწრაფებიც არიან. დაფიქსირებულია ამერიკული ტარაკნის (სურათზე) შედეგი – 2 მილი საათში. რა თქმა უნდა, ამით დიდ ცხოველებს ვერ შეედრებიან, მაგრამ სხეულის ზომის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა რომ გადავიყვანოთ ავაზის ზომაში, 50 მილი/სთ-მდე (80 კმ/სთ) ავა, რითაც ხმელეთის უსწრაფეს არსებას მაინც ჩამორჩება.

1kg1o
ხშირად ამბობენ, რომ ტარაკანი უძლებს რადიაციას და თუკი ადამიანები ერთმანეთს გაანადგურებენ ატომური ბომბებით ომში, დედამიწას ტარაკნები დაიპყრობენ. მათ მართლაც შეუძლიათ რადიაციის დიდი დოზით ატანა, ტარაკნების სასიკვდილო დოზა ადამიანებისაზე 6-15-ჯერ მეტია. თუმცა ჩემპიონები ნამდვილად არ არიან, მათ ხილის ბუზები (დროზოფილები) ჯობნიან. ტარაკნების უჯრედები გაცილებით უფრო ნელა იყოფა, ამიტომაც რადიაცია ნაკლებად მოქმედებს. ჩვენი, ადამიანებისა კი მუდმივ განახლებაშია. “დისქავერის” გადაცემა “Mythbusters”-ში ჩაატარეს ცდა, სადაც ტარაკანმა ადამიანის ზომაზე 10-ჯერ მეტ რადიაციას გაუძლო, მაგრამ ორივეს (გვ)აჯობა ფქვილის ხოჭომ – მან 100-ჯერ მეტი აიტანა.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button