არქივი

ტრაგიკული პირველობა

20zh6

“პირველობა” როგორც წესი, საინტერესოსა და მიმზიდველის სინონიმია, რადგან ის ვინც პირველია, უმეტესწილად ნოვატორია რაღაცაში, საშუალებას გვაძლევს, მოვლენა ახალი კუთხით დავინახოთ. მაგრამ ამ სიაში მოხვედრილები მათგან განსხვავდებიან. მათი პირველობა ასოცირებულია უბედურ შემთხვევასთან, ზოგჯერ სიკვდილთანაც.

va6sc
ბრიჯიტ ბიშოპი. პირველი ჯადოქარი, რომელიც სალემში ჩამოახრჩვეს. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სალემში ბრიტანული ამერიკის პერიოდში, 1692-1693 წლებში იმართებოდა ჯადოქართა სასამართლოები, რომლის პირველი მსხვერპლიც ბრიჯიტი იყო. სიკვდილის მომენტში ის 60 წელს იყო მიღწეული.

nrkud
მარკ მეპლსი. პირველი ადამიანი, რომელიც დისნეილენდში დაიღუპა. 1964 წელს 15 წლის მოზარდი ბობსლეის მარხილით მიქროდა და გადმოვარდა. დაცემისას თავის ქალის მრავლობითი დაზიანება მიიღო, ასევე დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში. გონს არასდროს მოსულა და 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

7rzhf
ტომას სელფრიჯი. პირველი ადამიანი, რომელიც თვითმფრინავის ავარიამ იმსხვერპლა. 1908 წელს ვილბურ რაიტთან ერთად მგზავრობისას საფრენმა აპარატმა მარცხი განიცადა და მიწას დაენარცხა. ტომასი ასევე იყო პირველი სამხედრო ოფიცერი, რომელიც თვითმფრინავს მართავდა.


მერი სურატი. პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ სიკვდილით დასაჯა. 1865 წელს მერის ბრალი დასდეს, რომ ის იღებდა მონაწილეობას პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობასთან დაკავშირებულ შეთქმულებაში. ის სხვა მონაწილეებთან ერთად ჩამოახრჩვეს.

1qtvm
ჯანეტ ადკინსი. პირველი ადამიანი აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც თავის მოკვლაში (გავრცელებული გამოთქმით, ევთანაზიაში) კანონიერად დაეხმარა ექიმი. ეს ექიმი იყო წარმოშობით სომეხი პათოლოგისტი ჯეკ კევორქიანი (სურათზე). 54 წლის ქალს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინეს და 1990 წელს სიცოცხლესთან დამშვიდობება არჩია.

npdud
რეი ბრენანი. პირველი ადამიანი, რომელიც დაიღუპა ლეგიონერის დაავადებით. 1976 წლის ივლისში ვეტერანთა კავშირის “ამერიკული ლეგიონის” წევრები სტრეტფორდის სასტუმროში შეიკრიბნენ, რათა ქვეყნის 200 წლისთავი აღენიშნათ. ორი დღის შემდეგ, ყოფილი ჯარისკაცები ერთი მეორის მიყოლებით დაავადნენ. აღირიცხა 221 პაციენტი, მათგან 34 გარდაიცვალა, რომელთაგან პირველი რეი იყო. სენმა შემდგომში მიიღო სახელწოდება “ლეგიონერის დაავადება”.

yyr3i
ჯონ დილინგერი. პირველი ადამიანი, რომელიც FBI-ს ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე გავიდა. ამერიკელმა განგსტერმა და ბანკების მძარცველმა პირველმა მოიპოვა ტიტული “ხალხის N1 მტერი”. საბოლოოდ, სიცოცხლე ჩიკაგოს ქუჩეში დაასრულა – 1934 წელს ის FBI-ს აგენტებმა ჩაცხრილეს.

20zh6
უილიამ ჰენრი ჰარისონი. აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ოფისში გარდაიცვალა. უილიამს პნევმონია და პლევრიტი სჭირდა. ექიმებმა სხვადასხვა ხერხი სცადეს – უამრავი წამალი, ოპიუმი, მცენარეული ზეთები, ბალახეული, მაგრამ საქმე მხოლოდ გაუარესდა. ის გარდაიცვალა ავად გახდომიდან მეცხრე დღეს, 1841 წლის 4 აპრილს, 00 სთ 30 წთ-ზე, საკუთარ ოფისში. ამით იქცა ადამიანად, რომელიც აშშ-ის მთავრობის სათავეში ყველაზე ხანმოკლე პერიოდით იყო – 30 დღე, 12 საათი და 32 წუთი.


ვლადიმირ კომაროვი. პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსური მისიისას დაიღუპა. ეს მოხდა ხომალდ “Союз 1”-ში, ტექნიკური გაუმართაობის გამო ავარიული დაშვებისას ორენბურგის მხარეში. ასევე იყო პირველი საბჭოთა კოსმონავტი, რომელიც კოსმოსში ორჯერ გაფრინდა.


მერი ანა ნიკოლსი. ჯეკ მფატრავის პირველი მსხვერპლი. ლონდონელი მეძავი გარდაცვლილი იპოვეს 1888 წლის 31 აგვისტოს ვაითჩეპელში. ამის შემდეგ ლონდონის საზოგადოებამ კიდევ რამდენიმე მსხვერპლი იხილა, თუმცა დამნაშავის ზუსტი ვინაობა სამუდამოდ გაურკვეველი დარჩა.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button