საკითხავისასარგებლო

წმ. ეკატერინეს მონასტერი (სინაი)

66885cc04b9f

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის მართველის კონსტის ასული იყო. მის ხელს ბევრი თხოულბდა მაგრამ მან თქვა, რომ მხოლოდ იმას გაყვებოდა ვინც მასზე დიდგვაროვანი და ბრძენი იქნებოდა. ეკატერინეს დედა ქრისტიანი იყო (ფარულად) რომელმაც შვილს ღვთის სიყვარული ასწავლა.

ერთხელ დედამ შვილი ფარულად გამოქვაბულში მოძღვართან წაიყვანა, მოძღვარმა კი მას რჩევა-დარიგება მისცა და ღვთიშობლის ხატი აჩუქა, რომ ელოცა. ღამე მას ღვთსმშობელი ყრმა იესოთი გამოეცხადა და მას და უფალმა წმინდა ქალწულს ბეჭედი უბოძა. როდესაც გაიღვიზა წმინდანმა მას ხელზე მართლაც ბეჭედი ეკეთა რამაც იგი უფრო დიდი მორწმუნე გახადა.

სწორედ ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმიანე ჩავიდა. ვინც ქრისტეს აღიარებდა ყველას სიკვდილით სჯიდნენ, ხოლო დიდმოწამე ეკატერინემ ხმამაღლა აღიარა თავისი სარწმუნოება. მეფე მოიხიბლა ქალწულის სილამაზით. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის – იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. შემდეგ იმპერატორმა წმინდანი საბყრობილეში გამოამწყვდია. მეორე დღეს იგი ისევ სამსჯავროზე წარადგინეს და მოკვლით დაემუქრნენ მაგრამ წმინდა ქალწულმა არ დათმო თავისი სარწმუნოება. შემდეგ ცოლობა შესთავაზა იმპერატორმა ხოლო ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის – ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 27 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

წმინდა ეკატერინეს მონასტერის სინაის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტეში, სინის მთის ძირას ძნელადმისადგომ ხეობაში მდებარეობს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

01d93b50c186

cb1cefc39c6c

dc2d6befc25c

ff5e76d84727

29c9843b006e

7da6169a2577


მსგავსი ამბები

Back to top button