საკითხავისასარგებლო

ვუდი გატრი

1e6f48e7158e
“მე გამოვდივარ რათა ვიმღერო სიმღერები რომლებიც ამტკიცებენ რომ ეს სამყარო შენია,და თუ სამყარომ გავნო ან გული გაგიტეხა არაერთხელ-ეს არაფერია.არა აქვს მნიშვნელობა შენს კანის ფერს,ეროვნებას,იმას თუ რამდენად რთული პიროვნება ხარ-მე გამოვდივარ რათა ვიმღერო სიმღერები რომელიც აგავსებს სიამაყით საკუთარი თავისა და საკუთარი შრომის გამო”… თქვენ წაიკითხეთ ნაწყვეტი ლეგენდარული და გენიალური მომღერლის ვუდი გატრის განაცხადისა,რომელიც ითვლება ანდერძად ფოლკის შემსრულებლებისათვის.

ეს სტატია ეძღვნება ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკ შემსრულებელსა და სიმღერების ავტორს ვუდი გატრის.აქ თქვენ გაეცნობით მისი ცხოვრების შესახებ დეტალებს,ხოლო მის მუსიკალურ მხარეზე ის ლეგენდარული კომპოზიციები ისაუბრებენ რომელთაც გზადაგზა შეხვდებით ამ სტატიის თვალიერებისას.

c5eaa5565654

ვუდრო ვილსონ “ვუდი” გატრი დაიბადა 1912 წლის 14 ივლისს ოკლაჰომას შტატის პატარა ქალაქ ოკიმაში.აღსანიშნავია,რომ ეს ტერიტორია სამოქალაქო ომის შემდეგ წაართვეს ინდიელებს და მის შემდეგ არაერთი ადამიანი დასახლდა “ბედის საძიებლად”.ასეთი ბედის მაძიებელი აღმოჩნდა გატრების ოჯახი.ჩარლი და ნორა გატრები ოკიმაში 1907 წელს დასახლდნენ.ჩარლი პოლიტიკაში საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო და დემოკრატიული პარტიის მომხრეს წარმოადგენდა,სწორედ ამიტომაც 1912 წელს ახალდაბადებულ ბავშვს აშშ_ს მომავალი პრეზიდენტის(1913-1921 წ.წ.) ვუდრო ვილსონის საპატივცემულოდ დაარქვა სახელი.გარდა პოლიტიკური აქტივობისა ჩარლი ბიზნესშიც აქტიურად იყო ჩაბმული.რაც შეეხება ვუდის დედას ნორას,ის საკმაოდ განათლებული იყო და დიდ ყურადღებას უთმობდა რელიგიას,მუსიკაში საკმაოდ გათვითცობიერებული იყო და მისი დამსახურებაა ვუდი გატრის მუსიკით დაინტერესება.თუმცა ნორას ერთი გარდა დადებითი მხარეებისა ჰქონდა ერთი “მაგრამ”,რომელიც შემდგომ წლებში ოჯახს არაერთ პრობლემას შეუქმნის.მან მემკვიდრეობით მიიღო მწვავე ნერვული უკურნებელი დაავადება “ჰანტინგტონის სენი”.

პატარა ვუდროს ამ სახელით დედა მიმართავდა,მისი და კლარა მას ვუდლის ეძახოდა,ხოლო სხვები უბრალოდ ვუდის.სწორედ ეს სახელი შერჩა ბოლომდე მას.ცნობილი ამერიკელი პროზაიკოსი,ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ჯონ სტეინბეკი ვუდი გატრის შესახებ შემდეგს წერს:

“ვუდი მხოლოდ ვუდია.ათასობით ადამიანმა არც კი იცის მას აქვს თუ არა სხვა სახელი.ის არის მხოლოდ ხმა და გიტარა.ის მღერის ეროვნულ სიმღერებს და მე ვთვლი,რომ სწორედ ის წარმოადგენს ამ ერს.მას აქვს ის ყველაფერი რასაც ჩვენ ამერიკულ სულს ვუწოდებთ”.

ცხოვრება ოკიმაში ხანმოკლე აღმოჩნდა,სახლი ხანძარმა იმსხვერპლა.ამის შემდეგ ოჯახმა არაერთი მისამართი შეიცვალა,მათ მომთაბარეებიც კი შეიძლება ვუწოდოთ.
20_იან წლებში სიტუაცია გართულდა,ნორას მდგომარეობა გამწვავდა.ამოქმედდა “ჰანტინგტონის სენი”.მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა.ნორას ხშირი კონფლიქტი მოსდიოდა ვუდის უფროს დასთან კლარასთა.ერთ დღესაც მან კლარა სკოლაში არ გაუშვა,რაზეც კლარამ პროტესტი გამოთქვა და კაბის კალთაზე ქვანახშირის ზეთი გადაისხა და ცეცხლი წაუკიდა.ცეცხლი მალევე მას მთელ სხეულზე მოედო… ნორას ცეცხლის პანიკური შიში ჰქონდა(ეს “ჰანტინგტონის სენით” იყო გამოწვეული),ის შვილის წამებას შორიდან აკვირდებოდა და ვერ ეხმარებოდა…

ვუდი ამ დროს მხოლოდ 7 წლის იყო და მას ამ შემთხვევამ მის ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა.შემდეგ წლებში ვუდი საკუთარი დის მდგომარეობას იხსენებს:

-“მე შევედი ოთახში და დავინახე მწოლიარე კლარა.მას ყველაზე ბედნიერი სახე ჰქონდა.დამიძახა და მომესალმა—გამარჯობა მისტერ ვუდლი.
-მეც მივესალმე.
-ყველა ტირის ვუდლი.შენ კი დამპირდი,რომ არ იტირებ.ტირილი ვერ დაგეხმარება,ამით თავს მხოლოდ ავნებ…
-მე დავპირდი რომ არ ვიტირებდი.
-მე მალე გამოვჯანმრთელდები,ეს მხოლოდ დამწვრობაა,არაფერია.
-მე ჩამოვჯექი საწოლის კუთხეში და დავაკვირდი მის დამწვარ სხეულს,მის სახეს… ამ დროს მივხვდი,რომ რაღაც მტოვებს… მე მას ხელზე შევეხე და ვუთხარი: ნუ გეშინია მალე გამოჯანმრთელდები… ”
მალე კლარა გარდაიცვალა… მისმა სიკვდილი ოჯახური იდილიის დასასრული იყო.ამავე პერიოდში ჩარლიმ მიიღო მძიმე დარტყმა ფინანსური კუთხიდანაც,ის პრაქტიკულად გაკოტრდა.

ამ წარუმატებლობამ არ გატეხა ჩარლი და პოლიტიკაში სცადა წარმატების მიღწევა,კენჭი იყარა შტატის არჩევნებში და ამისათვის ბოლო გროშებიც დახარჯა.თუმცა “ცდა ბედის მონახევრე” არ აღმოჩნდა და აქაც კრახი განიცადა ჩარლი გატრიმ.ის უკვე სრულიად გაკოტრდა.მას უნდა ერჩინა საკმაოდ დიდი ოჯახი,სადაც მორიგი მატება იყო რადგან 1922 წელს დაიბადა მერი ჯო.პატარა მერის დაბადების შემდეგ ჩარლის იმედი გაუჩნდა,რომ ნორა გამოსწორდებოდა და ნერვული აშლილობა ჩაცხრებოდა,თუმცა მწარედ შეცდა.

ნორა გატრის მდგომარეობდა დღითი დღე უკან მიდიოდა,ის დიდ დროს ატარებდა კინოთეატრებში სრულ სიბნელეში.მის თვალსწინ იშლებოდა იმდროინდელი კინემატოგრაფი ჩარლი ჩაპლინისა და სხვათა სახით,მათ ცქერაში გადიოდა დღეები.ჩარლი ჩაპლინის კინო წარმოდგენებს არაერთხელ დაესწრო ვუდი გატრიც და მასზე დიდი გავლენა მოახდინა ჩაპლინმა.უნდა აღინიშნოს,რომ ვუდი ბევრი რამით წააგავდა ჩაპლინის გმირებს,მისი მეგობარი აღმოჩნდა მარტოობა…

288856dc1993

http://www.youtube.com/watch?v=aQLzZ1zlkGo&feature=related

სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა ვუდის ქუჩა-ქუჩა ხეტიალი.თუმცა ეს მხოლოდ “სიყვარულის” ბრალი არ იყო,ადვილი წარმოსადგენია თუ რამდენად დამრთგუნველი სიტუაცია ხვდებოდა მას სახლში.ის ქუჩაში ხეტიალისას ტოვებდა წარწერებს.ვუდი გატრი შემდეგ იხსენებს – “მე ყველგან სადაც კი შეიძლებოდა დაწერა ვწერდი, რომ მე ის ვარ ვისაც თქვენ საკუთარი ქალაქის შვილს უწოდებთ.ვტოვედი ჩემს ინიციალებს:“W.G.Okemah Boy. Born 1912”.ეს ინიციალები დღესაც შემორჩენილია ოკიმას არაერთ ქუჩაზე.

f079d0ad2653

ასევე ცნობილია,რომ ვუდი ხეტიალისას ნაგავშიც კი დაეძებდა სხვადასხვა საგნებს.არსებობს ლეგენდა თითქოს პირველი ტუჩის ჰარმონიკა სანაგვეში იპოვა,თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა.სხვა ვერსიით საკრავი მას აჩუქა მეტისმა მოზარდმა.მას აქამდეც ჰქონდა შეხება ჰარმონიკასთან და დაკვრა არ გასჭირვებია,იდგა საათობით ბაზრის შესავლელში და გამვლელებს სიამოვნებას ჰგვრიდა საკრავის ჰარმონიული ხმიანობით.ამ პერიოდში მან არაერთი ადამიანი გაიცნო და მათთან ერთად ატარებდა დროს,ხოლო სახლში შუაღამით ბრუნდებოდა და მაშინვე იძინებდა.დედ-მამას მისთვის არ ეცალათ და ვუდის ამ ვოიაჟებში წინააღმდეგობას არავინ უწევდა.

92ce29702c0e

მცირე ხნის შემდეგ ნორამ ისევ “გამოყო კლანჭები”.ის უკვე საშიში იყო ოჯახისათვის.ერთ დღესაც ნორამ საკუთარ მეუღლეს ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა,ჩარლი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს.ამ ფაქტის შემდეგ ნორა ფსიქიატრულ კლინიკაში დააწვინეს,ხოლო ჩარლი და პატარა მარი ჯო საცხოვრებლად გადავიდნენ ტეხასში,ქალაქ პემპაში.ხოლო 15 წლის ვუდი და მისი 21 წლის ძმა ლი როი არსად წასვლას არ აპირებდნენ,სწორედ ამ პერიოდში იწყება მათი დამოუკიდებელი ცხოვრება…
თუმცა ვუდის მაინც ენატრებოდა ოჯახი,განსაკუთრებით დედა და ერთხელაც გადაწყიტა მისი მონახულება კლინიკაში.კლინიკაში ვუდის მძიმე სურათი დახვდა-კივილი,კვნესა… მან ინახულა დედა,მაგრამ ის უკვე ვეღარ იყო ნორმალური,მან ვერც იცნო საკუთარი შვილი.ვუდის და ნორას ეს(ბოლო) შეხვედრა 1929 წლით თარიღდება.

ამის შემდეგ ვუდი გატრის ცხოვრებაში იწყება ხეტიალის ახალი ტალღა აშშ_ის გარშემო.ის ფულს შოულობდა სიმღერით,ცეკვითა და კლოუნადით.ამ დროს ის მხოლოდ 17 წლის იყო.ხეტიალმა მცირე ხანს გასტანა და ის ოჯახს დაუბრუნდა ქალაქ პემპაში.სწორედ აქ გაიკვალა ვუდიმ მუსიკალური გზა.გარდა მუსიკალური ნიჭისა მისი ტალანტი სხვა ხელოვნების სხვა სფეროებსაც მოიცავდა,მან საკუთარი წიგნიც კი დაწერა,ასევე საკმაოდ კარგადაც ხატავდა.ქალაქ პემპაში ისწავლა მან გიტარაზე და ბანჯოზე დაკვრა პროფესიონალურ დონეზე.ამ პერიოდში ვუდი ხდება წევრი ჯგუფისა “Corn Cob Trio”.ეს იყო პირველი ნაბიჯები.

1935 წელს აშშ_ს ზოგიერთ შტატს(მათ შორის ოკლაჰომასა და ტეხასაც) თავს დაატყდა ქარიშხლები,რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას და თან ახლდა მოსახლეობის მიგრაცია შტატიტან შტატში.ტეხასის დატოვება გატრების ოჯახსაც მოუწია და ისინი კალიფორნიაში გადასახლდნენ.ამ ქარიშხალს და მასობრივ მიგრაციას ვუდიმ თავისი ერთ-ერთი პირველი ბალადა “So Long (It’s Been Good To Know Yuh)” მიუძღვნა.

30_იანი წლების ბოლოს ვუდი გატრი უკვე ყალიბდება ნამდვილი “ფოკლსინგერად” და აქედან იწყება მისი განვითარება.ამ პერიოდში ის წერს და შემდეგ მღერის არაერთ მუსიკალურ შედევრს პოლიტიკური თუ სოციალური სარჩულით.ადამიანთა ფართო მასებში ის ხდება პოპულარული და ხალხის სიყვარული მას უფრო და უფრო მეტ ძალას ჰმატებს.

1943 წელს ვუდიმ ავტოგრაფიული წიგნი “Bound for Glory”,რომელიც 1976 წელს ჰელ ეშბიმ ფილმად აქცია.წიგნმა დიდ დაინტერესება გამოიწვია და მალევე ვუდიმ დაიწყო მუშაობა ახალ წიგნზე.800 ფურცლამდე დაწერილი ჰქონდა,მაგრამ გამომცემლებმა დაიწუნეს და განაცხადეს,რომ ნამუშევარი მრავლად შეიცავს ცხოვრების გულახდილ სცენებს და ვერ დაბეჭდავდნენ.ამან ვუდი გატრიზე უარყოფით ზემოქმედება მოახდინა და დაიწყო უცნაურობათა სერია.საბოლოოდ ვუდი ციხეში აღმოჩნდა,მას წელიწადნახევარი მიუსაჯეს.ამ ფაქტით კმაყოფილი იყო ის,რადგან მიაჩნდა რომ ციხეში საკუთარ თავთან მარტო აღმოჩნდებოდა და ახალ ნამუშევრებსაც შექმნიდა.მან ციხეში რამდენიმე კვირა გაატარა და შემდეგ გაათავისუფლეს.

9618daa95969

1950 წელს ვუდის უცნაურობები განახლდა,გაკვირვებული იყო ყველა მეუღლის ჩათვლით(მისი მეუღლე იყო მერჯორი,რომელზედაც 30_იან წლებში იქორწინა).მან ისევ ბავშვობა გაიხსენა,ეწვია ოკიმას,გამოეწყო ბომჟივით,დაემსგავსა ჰიპის და დაიწყო ქუჩა-ქუჩა ხეტიალი.შეიმჩნეოდა ფსიქიკური აშლილობის ნიშნები,ეს იქნებ მან მემკვიდრეობით მიიღო დედისგან.მას ავიწყდებოდა სიმღერის ტექსტები,ცუდად უკრავდა…თითქოს სულ სხვა პიროვნება იყო და არა ის ვუდი გატრი…

69812da3c526

d227a8d2c452

1952 წელს ის დააწვინეს საავადმყოფოში,როგორც შემდეგ დადგინდა მას “ჰანტინგტონის სენის” ნიშნები ჰქონდა.ვუდის არ სჯეროდა,რომ ის ამ მძიმე სენით იყო ავად და გაიქცა საავადმყფოდან.რამდენიმე თვის შემდეგ კი ლოს ანჯელესში აღმოჩნდა მეგობრებთან,სადაც გაიცნო 20 წლის ანეკ ვან კირკი და მათ შორის დაიწყო ურთიერთობა რაც საბოლოოდ სიყვარულში გადაიზარდა.მათ საცხოვრებლად აირჩიეს ფლორიდაში მდებარე პატარა სოფელი.ამ ფაქტმა ვუდიზე იმდენად დადებითი გავლენა იქონია,რომ დაავდებამ უკან დაიხია და ისივ ძველი ვუდი იხილა საზოგადოებამ,მან დაიწყო სიმღერების ქმნა,ხატვა და ფიქრობდა ევროპულ ტურნზეც კი.

თუმცა ამ იმდებს განხორციელება არ ეწერა.ის თავი იჩინა მძიმე სენმა,ნერვულმა აშლილობა ისევ გამოვლინდა და საბოლოოდ ვუდი გატრი კლინიკაში დააწვინეს.აქ მოუწია მას არაერთი წლის გატარება.ბოლო წლებში მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო,რომ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი “კი” ან “არა”_ზე რეაგირებდა,ხოლო მისი გარეგნობა იმდენად შეიცვალა,რომ ახლობლებს მისი ცნობა უჭირდათ.1967 წლის 3 ოქტომბერს 13 წლიანი წვალების შემდეგ ვუდი გატრი გარდაიცვალა.რამდენიმე დღის შემდეგ მისი გვამი კრემირებულ იქნა და კუნი აილენდის სანაპიროზე მიმოიბნა.ალბათ სწორი იყო ვუდი როცა ერთ დროს თქვა:

“მე შექმნილი ვარ ამ მტვრისა და ნიავისაგან”…

bf26d5a41cc3

მას დარჩა 8 შვილი სამ სხვადასხვა მეუღლისგან და ათასობით სიმღერა და ტექსტი.

დასასრულს ვუდი გატრის რამდენიმე ციტატას გთავაზობთ:

“გთხოვთ,გთხოვთ,გთხოვთ ჩემს სიმღერებსა და ტექსტებს ნუ წაიკითხავთ,ნუ მოსუმენთ როგორც სასწავლო პარაგრაფს.დაე ისინი იქცნენ მინიატურულ გასაღებებად რომლებიც გაგათავისუფლებთ და დაგეხმარებათ შინაგანი ბარიერების დაძლევაში.”

“მე ვერ ვიტან სიმღერას რომელიც თავს გახვევს აზრს საკუთარი არარაობის შესახებ.ვერ ვიტან სიმღერას,რომელიც გიმტკიცებს რომ დაბადებული ხარ უიღბლობისთვის,განწირული ხარ მარცხისათვის,არავის ჭირდები,გამოუსადეგარი ხარ-რადგან ხარ ზედმეტად მოხუცი ან ახალგაზრდა,ზედმეტად მსუქანი ან გამხდარი,ძალზედ არაესთეტიური.ვერ ვიტან სიმღებს რომელიც გაკრიტიკებს ან დაგცინის შენი უიღბლობისა და გაჭირვების გამო…

მე მივდივარ იქ, სადაც წყალს ღვინის გემო აქვს…

008f992c13f7

084d1e86a052

82271ae6fa50

2b8e0cd74efc

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button