გამოგონებარეკორდებისამხედრო

ჩვენი სამყაროს გარეთ… რაკეტა

6b2d096350a7

რაკეტა, როგორც საბრძოლო იარაღი პირველად ჩინეთში გამიგონეს
ef9d2d939172
ეს ადრეული ჩინური “ცეცხლოვანი ისრები” მოგვიანებით ევროპის ჯარებმა არტილერიაში გამოიყენა. რაკეტის კოსმოსში გაშვების იდეა დაახლოებით 1926 წლისთვის დაიბადა. ამერიკელი გამომგონებელი რობერტ გოდარდი ოცნებობდა მართული რაკეტის მთვარეზე გაშვებაზე, მაგრამ მის მიერ შექმნილი რაკეტები საწვავის სოლიდურ რაოდენობას საჭიროებდნენ და არ გააჩნდათ საკმარისი სიმძლავრე, მათი მართვა და კონტროლი საკმაოდ რთული იყო. ამგვარად , მან გამოიგონა პირველი “თხევადსაწვავიანი” რაკეტის ძრავა, რის გამოც მას ამერიკაში დასცინეს.

b1885dc76dee

სამაგიეროდ რობერტმა გერმანელების ყურადღება მიიქცია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებმა გოდარდის დიზაინი გამოიყენეს შორეული მოქმედების რეაქტიული ჭურვის V-2-ის დასამზადებლად. ომის დამთავრების შემდეგ , რუსები და ამერიკელები, კოსმოსში გასაღწევად საჭირო “ვოსტოკისა” და “რედსტოუნის” ტიპის რაკეტების დასამზადებლად V-2-ს იყენებდნენ.

როგორც ყველა რაკეტას “ვოსტოკსაც” ჰქონდა დიდი წონის პრობლემა. მისი წონის 95% ზე მეტს შეადგენდა საწვავი , სისწრაფის ასაჩქარებლად.პრობლემა გადაიჭრა რაკეტის 3 სექციად აგების, რომელთაგან თითოეული გადაგდებული იქნებოდა მათი გამოყენების შემდეგ. კაფსულა და კოსმონავტი იური გაგარინი შევიდა კოსმოსში და დაბრუნდა უკან.

რაკეტის შექმნის ქრონოლოგია
1045 წელი.
ჩინური საბრძოლო რაკეტები.

ჩინეთის ჯარები ცეცხლმოკიდებული ისრებისა და ხელყუმბარების
მტრისთვის დასაშენად ფეთქებად ტყვია-წამალს იყენებდნენ.

1944 წელი რაკეტა V-2

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა ნაცისტებმა 2900 ფეთქებადი რაკეტა V-2 დაუშინეს ლონდონსა და სხვა ქალაქებს

b01b9ab5644c

1961 წელი “ვოსტოკ 1”
ვოსტოკ 1-მა 1961 წლის 12 აპრილს ისტორიაში პირველად
გაიყვანა ადამიანი კოსმოსში..

57754fec9917
(იური გაგარინი)

62b05943c119

1981 წელი კოსმოსური “შატლი”

მრავალჯერადად გამოსაყენებელი “შატლი” დაპროექტდა კოსმოსური ფრენის გაიაფებისა და რეგულარობის უზრუნველსაყოფად. შატლი ახორციელებს მანევრებს ორბიტაზე როგორც კოსმოსური ხომალდი და ბრუნდება დედამიწაზე როგორც თვითმფრინავი. სულ ააგეს 5 მსგავსი კოსმოსური ხომალდი.

39677828a6be

2004 წელი კოსმოსური საფრენი აპარატი SpaceShipone

კოსმოსური საფრენი აპარატი SpaceShipone კერძო კომპანიის მიერ აგებული პირველი კოსმოსური ხომალდია.

SpaceShipone
5bdf5d29bd7b

მას მოჰყვება SpaceShipTwo რომელიც კოსმოსში მგზავრებს გაიყვანს.

SpaceShipTwo
9ad68576bcce

რაკეტის აფრენის შემდეგ განხორციელებული “დაშლის” თანმიმდევრობა:

1) ჰაერში ასვლა.

d0e4c1c7aa7f

2)სასტარტო რაკეტების მოცილება

3)რაკეტის აქტიური ზონის კორპუსის მოცილება

4)რეტრო რაკეტის მოცილება

31428dea1a68

რეტრო რაკეტის გარეშე

5)ორბიტაზე გასვლა

6)”გაგარინის” კატაპულტირება

c295f07babac

მსგავსი ამბები

Back to top button