მისტიკასაკითხავიუცნაური

უცნაური სასტუმროები

არავითარი ფეშენებელური აუზები და ძვირადღირებული სამზარეულო, ეს სასტუმროები სულ სხვა რამითაა ცნობილი.

5. სასტუმრო „პროვინციალი“

ნიუ–ორლეანი მისტიური ქალაქია. ფრანგულ კვარტალში სეირნობისას უცნაური, ავისმომასწავლებელი შეგრძნება გეუფლებათ. ამბობენ, ამ უბნის არქიტექტურა ვუდუს თოჯინების „ჩანაფიქრიაო“. ერთ–ერთი შენობა, რომელსაც იმქვეყნიური „მასპინძლებით“ შეუძლია დაიკვეხნოს, არის სასტუმრო „პროვინციალი“.

1722 წელს ამ სასტუმროს ადგილას მდებარეობდა სამხედრო ჰოსპიტალი, 1831 წელს იქვე ააშენეს მეორეც. 1874 წელს საშინელმა ხანძარმა გაანადგურა ორივე შენობა და ავადმყოფი ჯარისკაცებიც ცოცხლად დაიწვნენ.

თანამედროვე დამსვენებლები ამბობენ, რომ გარკვევით ესმით კლასიკური მოჩვენებისეული ხმები: კარების გახება –დახურვის, ვიღაცის სიარულისა და ლაპარაკისაც კი. სპეციალური სეანსებისა და ჩამწერი აპარატურის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მთლიანად მოჩვენებისა და მისი ხმის ჩაწერაც.  ჩანაწერი ზუსტად ემთხვეოდა ერთ–ერთი ყოფილი დამსვენებლის ჩვენებას, რომლის მიხედვით მან იხილა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი მოჩვენება, რომელმაც თავზიანდ თხოვა;“გადაეცით დიანას, რომ უნდა წავიდე“ და ჰაერში გაუჩინარდა. მეორე დამსვენებელთან ასეთი თავაზიანი არ ყოფილა – შუაღამისას მძინარე ქალბატონი უბოდიშოდ გადმოაგდო ლოგინიდან და კარგა ხანს დაათრევდა ოთახში.

თუკი ამ სასტუმროში გადაწყვეტთ დასვენებას, მოჩვენების ნახვის არა, მაგრამ საკმაოდ შეშინების გარანტიას ნამდვილად აძლევენ სტუმრებს.

4. ახალი მთვარის სასტუმრო

 

ისტორიული ახალი მთვარის სასტუმრო არკანზასში, ეურეკა სპრინგსში აშენდა 1866 წელს. ეს იყო პირველი სპა სასტუმრო, სადაც სტუმრებს ნამდვილ სიმდიდრესა და ფუფუნებაში შეეძლოთ ცხოვრება. ქალაქი საერთოდ ცნობილი იყო მოჩვენებებით, მაგრამ ზემოხსენებული სასტუმრო მათი საყვარელი თავშეყრის ადგილი ყოფილა.

თუ ამ სასტუმროში მოგიწევთ გაჩერება, მოერიდეთ 218–ე  ნომერს. სასტუმროს მშენებლობისას გადმოვარდნილი უზარმაზარი სვეტი სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა 218–ე ნომერია, დასცემია ერთ–ერთ კალატოზს სახელად მაიკლს. მას შემდეგ მაიკლი არ ტოვებს ამ ოთახს. თუმცა სხვა ნომრებშიც უყვარს სტუმრობა. ძირითადად სააბაზანო სარკიდან მოულოდნელად „გამოფრინდება“, ან მძინარე სტუმრის თავზე ჭერში გამოფარფატდება და იწყებს ხმამაღლა სიმღერას. ჰოლში მიმავალს, მაიკლის გარდა, შეიძლება შეგხვდეთ მოთეთრო გამჭვირვალე ექთანი, რომელიც ასევე გამჭვირვალე ავადმყოფს სადღაც ჰაერში მიაცურებს. დამსვენებლებს თავიანთი ტანსაცმელი ხშირად ხვდებათ კარადებიდან გადმოყრილი და არეულ–დარეული. მართალია, შემთხვევის ადგილას არ დაუნახავთ, მაგრამ ამასაც მაიკლს მიაწერენ.

მიუხედავად ასეთი „ხულიგნური“ გამოხდომებისა, სასტუმრო ძალიან პოპულარულია ექსცენტრიულ დამსვენებლებს შორის.

3. ბორდენების სახლი

ამ სახლში 1892 წლის 4 აგვისტოს დილას, ანდრიუ და ები ბორდენები მოკლეს ნაჯახის 29 (ზოგიერთი ვერსიით –81)დარტყმით.  სახლში მხოლოდ მათი ერთადერთი ქალიშვილი–32 წლის ლიზი და დამლაგებელი ქალი იმყოფებოდნენ. ერთი კვირის შემდეგ ლიზი დაკავებულ იქნა, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. თუმცა სამხილების, მოტივისა და მკვლელობის იარაღის არქონის გამო იგი გაამართლეს და გაანთავისუფლეს.

ეს ამბავი ძალიან გახმაურდა და , როგორც მოსალოდნელი იყო, სახლიც საკმაოდ პოპულარული გახდა. იგი გადაკეთდა საოჯახო სასტუმროდ, სადაც დამსვენებელს შეუძლია დაიძინოს ლიზის მშობლების ოთახში, მიირთვან ზუსტად ის საუზმე, რომელსაც ლიზის მშობლები შეექცეოდნენ იმ ავადსასხსენებლ დილას. 1500$–ად შეგიძლიათ მთელი სახლიც იქირაოთ და აქვე დაქორწინდეთ კიდეც.

2. მარიბელ ქეივს სასტუმრო

ეს სასტუმრო ოფიციალურად კარგა ხანია არარ ფუნქციონირებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს, რომლებიც არალეგალურად ათევენ  ღამეს მის დაშლილ კედლებში. პოპულარობას ხელს უწყობს მისი მეტსახელიც –ჯოჯოხეთის სასტუმრო. ბევრი მითქმა–მოთქმაა მის ისტორიასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე სკეპტიკოსი და გულგრილი ადამიანებიც კი დაზაფრულები გამოდიან შენობიდან. თუ იტყვით, რომ ნომერში სურათზე გამოსახული გოგონა ზის, არავის გაუკვირდება და უსიტყვოდ გამოგიცვლიან ოთახს.

აი, ძირითადად რას ამბობენ სასტუმროს შესახებ;

შენობა სამჯერ დაიწვა ერთი და იმავე რიცხვში და სავსე მთვარის დროს ღამ–ღამობით ანათებს.

მესამე სართულზე თუ ვინმე ააღწევს, უამრავი ჩონჩხი დახვდება.

ერთ–ერთმა მისმა დამსვენებლმა მოკლა სასტუმროს ყველა მაცხოვრებელი და შემდეგ თავი მოიკლა.

შავი მაგიის ჯადოქრებმა გახსნეს ჯოჯოხეთის ჩასასვლელი უკანა ეზოს ფანტანთან. იქედან ამოსული ბნელი ძალები დიდხანს დათარეშობდნენ სასტუმროში, სანამ თეთრმა ანგელოზებმა კვლავ არ ჩაკეტეს ჩასასვლელი

სასტუმროს ქვემოთ უამრავი მიწისქვეშა გვირაბია

აქ იმალებოდა ალ კაპონე

რათქმაუნდა, ზემოდჩამოთვლილები ძირითადად მითებია. სასტუმრო მართლაც დაიწვა, ოღონდ ერთხელ, არავითარი ჩონჩხები და გვირაბები აქ არ არის, ალ კაპონეს კი მართლაც შეეძლო აქ დამალვა, თუმცა არაფერი მისტიური ამაში არ არის. მარიბელის გამოქვაბული მართლაც აქვე ახლოსაა, მაგრამ ეს უბრალოდ ბუნების ღირშესანიშნაობაა.

თუმცა ფაქტია, რომ იქ მოხვედრილი ადამიანები მთლად სრულ ჭკუაზე ვერ ბრუნდებიან.

1.ჰოლმსის „მკვლელობათა სასახლე“

ჰოლმსი ერთი  ჩიკაგოელი გაიძვერა ყალთაბანდი, მატყუარა და აფერისტი გახლდათ. მან გაირა სამედიცინო კურსები თავისი გენიალური აფიორის ჩასატარებლად.  სვხადსხვა სადაზღვევო კომპანიებში დიდ თანხაზე დაზღვეულ კლიენტებს, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდნენ, ისე „აფორმებდა“, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლს ემსგავსებოდნენ. შემდეგ კი „ჭირისუფალთან“ ერთად იღებდა „მომსახურების“ საფასურს.

1839 წლის სახელგანთქმული გამოფენის წინ, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა, მან გახსნა  60 ოთახიანი სასტუმრო და როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი დამსვენბელიც გამოუჩნდა.განათლებით არქიტექტორმა თავის სასტუმროში ბევრი უცნაურობა მოაწყო: კარები, რომელთა უკანაც კედელი იყო, უფანჯრო ოთახები, ლაბირინთი–დერეფნები, ოთახის კარები, რომლებიც მხოლოდ გარედან იღებოდა და სხვა.

თუმცა სტუმრებმა ძალიან თავისებური დასვენება მიიღეს. სასტუმროს მეპატრონე დამსვენბელებს(და სასტუმროს პერსონალსაც) ოთახებში ატყვევებდა, აწამებდა და კლავდა. იგი ამერიკის პირველი  სერიული მკვლელია. ოფიციალური მონაცენებით, მან 29 მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა ეს რიცვხი, სინამდვილეში, გაცილებით დიდია. ფანტაზიის უნარი  კი ჰოლმსს მართლაც დიდი ჰქონდა. ზოგიერთ ოთახში იგი მხუთავ აირს უშვებდა. ზოგ ნომერში კი იატაკზე რკინის ფირფიტები იყო დაგებული, რომლებიც უთოსავით ცხელდებოდა და ნელ–ნელა წვავდა მსხვერპლს. მას დაყენებული ჰქონდა სიგნალიზაციები, რათა არავინ გაქცეულიყო.

„სასტუმროს“ სარდაფში მოწყობილი ჰქონდა ქირურგიული ოთახი, საოპერაციო მაგიდით, ათასგვარი ხელსაწყოებით, მჟავებითა და საწამლავებით. მოგვიანებით, გამოძიებისას, სარდაფში კრემატორიუმიც კი იპოვეს.

გამოძიება კი, არა მკვლელობების და დაკარგული ხალხის, არამედ ერთ–ერთი სადაზღვევო კომპანიის საქმის შესწავლისას დაიწყო. მხოლოდ ამის შემდეგ იპოვეს ის თავის „სასახლეში“.

ჰოლმსმა განაცხადა, რომ ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი და  სულაც არ ნანობდა ამას. იგი ჩამოახრჩვეს, ხოლო სასტუმრო გადაწვეს. მის ადგილას ახლა ფოსტის შენობაა.

 

 

 

 

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close