გართობა

ლიონელ მესი: ტოპ 10 საინტერესო ფაქტი ლიონელ მესიზე

ფეხბურთის სფეროში არსებობს ფიგურა, რომლის უნარები ეწინააღმდეგება გრავიტაციის კანონებს – ლიონელ მესი. ამ ბლოგში, ჩვენ გადავხედავთ ლიონელ მესის ცხოვრებისა და კარიერის საინტერესო დეტალებს და აღმოვაჩენთ ტოპ 10 ყველაზე დამაინტრიგებელ ფაქტს, რომლებმაც ის ლეგენდარულ ფიგურად ჩამოაყალიბეს. დაწყებული ბარსელონაში მისი თავმდაბალი კარიერიდან, დამთავრებული რეკორდული ტრიუმფებით კამპ ნოუს მოედნებზე. თითოეული ეს ფაქტი ამ ფეხბურთის ვირტუოზის იდუმალი პერსონის უნიკალურ ხედვას გვთავაზობს.

0 GettyImages 1450108295

1.”ბარსელონას” კონტრაქტი ხელსახოცზე:

მესის თავგადასავალი FC Barcelona-სთან უჩვეულოდ დაიწყო. 2000 წელს, როდესაც ის სულ რაღაც 13 წლის იყო, მის ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, მათ გაუჭირდათ ლიონელისთვის ზრდის ჰორმონის ყიდვა, რომელიც სჭირდებოდა ზრდის შეფერხების მკურნალობისათვის. “ბარსელონას” მაშინდელი სპორტული დირექტორი, კარლეს რექსაჩი იმდენად აღფრთოვანებული იყო მესის ნიჭით, რომ უბრალო ხელსახოცზე კონტრაქტი შესთავაზა. ეს ლეგენდარული ხელსახოცის კონტრაქტი უზრუნველყოფდა მესის საჭირო სამედიცინო მკურნალობას კლუბის მიერ. თავად ფეხბურთელი კი დაიწყებდა მის შესანიშნავ კარიერას “ბარსელონაში”.

2.ლიონელ მესი-თაღლითობის საქმე:

2016 წელს მესის იურიდიული პრობლემები შეექმნა, როდესაც ის და მისი მამა, ხორხე მესი, დამნაშავედ ცნეს ესპანეთში გადასახადების თაღლითობისათვის კანონის სამ პუნქტში. ამის გამო, მესის მიესაჯა 21 თვიანი თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით პირველი დანაშაულისთვის ორ წელზე ნაკლების მიღების შემთხვევაში, სასჯელი მსუბუქდება . მან სასჯელი მოიხადა პირობითად და გადაიხადა სოლიდური ჯარიმა.

3.გულუხვი ფილანტროპია:

ფეხბურთის უნარის გარდა, მესი ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. 2007 წელს მან დააარსა ლეო მესის ფონდი, რომელიც ორიენტირებულია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ფონდი მხარს უჭერს უამრავ საქველმოქმედო პროექტს არგენტინასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. გარდა ამისა, მესი მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო მატჩებში, რათა მოეპოვებინა თანხები.

4.რესტორნების ბიზნესი:

ლიონელ მესი ოჯახთან ერთად ფლობს არგენტინული რესტორნების ძვირადღირებულ ქსელს სახელწოდებით “Bellavista del Jardín del Norte”. პირველი რესტორანი ბარსელონაში 2016 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სხვა ადგილებშიც გაფართოვდა და სტუმრებს ტრადიციულ არგენტინულ სამზარეულოს სთავაზობს.

messi family dccf1384c5d74dc89e3bf2ea6f5417a9

5.უვადო კონტრაქტი Adidas-თან:

მესის გავლენა მოედანს სცდება. 2017 წელს მან ხელი მოაწერა უვადო კონტრაქტს სპორტული ტანსაცმლის გიგანტ Adidas-თან, რითაც განმტკიცდა მისი სტატუსი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენი მსოფლიოში.

6.ოქროს ბურთის რეკორდული მოგება:

ლიონელ მესიმ მოიგო მრავალი ოქროს ბურთი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. მისი რეკორდული მიღწევა დაფიქსირდა 2019 წელს, როდესაც მან მოიგო თავისი მეექვსე ოქროს ბურთი, რითაც აჯობა თავის დიდი ხნის მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს. ამ მიღწევამ გააძლიერა მისი, როგორც ფეხბურთელის სტატუსი, რომელსაც ყველაზე მეტი ოქროს ბურთი აქვს მოგებული ფეხბურთის ისტორიაში. დღესდღეობით, 2023 წელს უკვე შვიდი ოქროს ბურთით ლიდერობს.

Lionel20Messi20Ballon20d27Or20Trophies20100922

7.საჯარიმო დარტყმების ოსტატი:

მიუხედავად იმისა, რომ მესი ძირითადად ცნობილია დრიბლინგის უნარებითა და გოლის გატანის უნარით, ის ასევე საჯარიმო დარტყმების ოსტატია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელისთვის შედარებით დაბალია, მან არაერთხელ აჩვენა თავისი სიზუსტე და ძალა საჯარიმო დარტყმის სიტუაციებში, გაიტანა მრავალი გადამწყვეტი გოლი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში.

8.10 ნომრიანი მაისური:

მე-10 ნომრის მაისური ხშირად ასოცირდება მოედანზე ყველაზე დახელოვნებულ მოთამაშეებთან. საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში მესი გაჰყვა კლუბის ლეგენდების კვალს, როგორიცაა რონალდინიო და რივალდო და ეცვა საკულტო 10 ნომრიანი მაისური. მან ასევე მემკვიდრეობით მიიღო არგენტინის ნაკრების მე-10 ნომრის მაისური სხვა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელისგან, ხუან რომან რიკელმესგან.

9.ბარსელონას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლიგაში გოლი გაიტანა:

მესის არაჩვეულებრივი ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა. 2005 წლის 1 მაისს, 17 წლისა და 10 თვის ასაკში, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის გოლი გაიტანა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში”. (წყარო: internationalchampionscup.com)მან გაიტანა გამარჯვების გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” , რითაც დაიწყო მისი წარმატებული დღეები. ამ გამარჯვებით ბარსა, ფრენკ რაიკარდის ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში არასტაბილურობის შემდეგ დაბრუნდა გზაზე და დაასრულა ლა ლიგა პირველი ტიტულით შვიდი წლის შემდეგ.

a47ea289 cd32 49d1 9240 b4d658a23df8w1600

10.არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:

საერთაშორისო ასპარეზზე მესის გოლის გატანის უნარი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი საკლუბო რეკორდი. ის გახდა არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, გადააჭარბა გაბრიელ ბატისტუტას მრავალწლიან რეკორდს. ეს ეტაპი ხაზს უსვამს მის გავლენას ეროვნულ გუნდზე და მის თავდადებას წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, საფეხბურთო ისტორიაში.

დამატებითი ფაქტი: იცოდით, რომ ფეხბურთის სიდიადე მესის გენეტიკაში აქვს? ლიონელის ორი უფროსი ძმა, როდრიგო და მატიასი ასევე თამაშობდნენ პროფესიონალურ ფეხბურთს. მატიასი წარმოადგენდა კლუბებს, როგორიცაა ბარსელონას ახალგაზრდული გუნდი და სხვადასხვა კლუბები არგენტინაში, ხოლო როდრიგო თამაშობდა არგენტინის კლუბ ატლეტიკო ინდეპენდიენტეში.

როდესაც ვკითხულობთ ტოპ 10 ფაქტს ამ ლეგენდის შესახებ პირდაპირ ვეშვებით საფეხუბრთო საგაში. მესის თავგადასავალი მოწმობს ბიჭის დაუოკებელ სულისკვეთებაზე, რომელმაც უარი თქვა წარუმატებლობაზე. მესი უამრავი ადამიანის მიზეზი გახდა საფეხბურთო კარიერის დაწყებისა და ვინ იცის მათგან რამდენი ახალგაზრდა გახდება კიდევ წარმატებული ფეხბურთელი?

423d7c1d 10cb 4455 8e55 8bba7ead3e5f

Ucnauri

მსგავსი ამბები

Back to top button