საკითხავისასარგებლოუცნაური

მათემატიკა და არქიტექტურა

4c0779136aa2

მათემატიკა და არქიტექტურა ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია.
წარმოგიდგენთ მათემატიკურად 7 ყველაზე საინტერესო ნაგებობას

1) გიზას დიდი პირამიდა, კაირო, ეგვიპტე

5bd904617ed7

გიზას პირამიდა ერთ-ერთი უდიდესი და უძველესია, შედგება სამი პირამიდისაგან. იგი 3800 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. მის უკან საკმაოდ დიდი მათემატიკა იმალება.

იცოდით, რომ პირამიდის პერიმეტრი შეადგენს 365,24 კუბიტს (ძველი სიგრძის საზომი ერთეული), რიცხვს, რომელიც ასევე არის დღეების რაოდენობა წელიწადში? რომ პირამიდის პერიმეტრს თუ გავყოფთ ორზე, მისი სიმაღლე გაუტოლდება pi_s (3,1416). რომ ფარაონის პალატის ზომები დაფუძნებულია პითაგორას სამკუთხედზე (3, 4, 5)?

2) თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი

13ab166c51dd

af3172a171e3

თაჯ-მაჰალს უცვლელად უჭირავს პირველობა ბევრი ტურისტისათვის სანახაობრივი ადგილების სიაში. მას მნახველები აღტაცებაში მოჰყავს, ყველა ცდილობს გადაიღოს სამახსოვრო ფოტო ამ ლამაზი შენობის წინ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, თქვენ შეამჩნევთ დიდებულ ნამუშევარს ხაზოვანი სიმეტრიისა _ ორი ხაზით, ერთი ვერტიკალურად ქვევით თაჯ-მაჰალის შუა ნაწილისა, და ერთიც წყლის ანარეკლში, რომელიც გვიჩვენებს სამლოცველო კოშკებს წყალში.

3) სამოთხის ბაღი (The Eden Project) ქორნვოლი, დიდი ბრიტანეთი

32f12ac49b6a

18c3c469155e

სამოთხის ბაღი, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, გაიხსნა 2001 წელს და არის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი. იგი წარმოადგენს ბოტანიკურ ბაღს. გეოდეზიური თაღები შედგება ფოლადის მილების კარკასისაგან, რომლებიც ქმნიან ექვსკუთხა ჩარჩოებს თერმოპლასტიკის გარეგანი პანელებისაგან. გამჭირვალე ფოლგის ფირი იწონის შუშის 1 %-ს. ორანჟერეებში დამონტაჟებულია კლიმატის კონტროლის კომპიუტერული სისტემა, რომელიც არეგულირებს ტემპერატურას და ტენიანობას თითოეულ თაღში.

შენობის სტრუქტურაში საკმაოდ დიდი მათემატიკაა ჩადებული, მათემატიკური საფუძველი ძირითადად განკუთვნილია მცენარეების ზრდისათვის.

4) პართენონი, ათენი, საბერძნეთი

4adfd6a4272b

4466ff092319

პართენონი ააგეს ძვ. წ. V საუკუნეში. ძველი ბერძნული ნაგებობა ხასიათდება ჰარმონიული სრულყოფილებითა და საუკეთესო პროპორციებით. სივრცე სვეტებს შორის თანაბარია.

ძველი ბერძნები დახელოვნებულები იყვნენ სილამაზის ძიებაში, მათ იცოდნენ რომ თუ ისინი გააკეთებდნენ სულ პირდაპირ სვეტებს, ოპტიკურ ილუზიას შეეძლო გამოეჩინა სვეტების შუა ნაწილი უფრო წვრილი, ეს პრობლემა მათ სვეტების შუა ნაწილის ოდნავ გაფართოებით გადაჭრეს.

5) გერკინი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

e6f27695d35c

c24c0cb5a671

გერკინი ლონდონის ცათამბჯენია, რომლის სიმაღლეც 180 მეტრია. მეორმოცე (ბოლო) სართულიდან ლონდონის დანახვა 360 გრადუსითაა შესაძლებელი.

ცილინდრულ ფორმას მინიმუმამდე დაყავს ქარიშხლის ძალა, რისი უნარიც ფუძიდანვე გააჩნია. შენობის შუა ნაწილი და შევიწროებული წვერი არ ბლოკავს მზის შუქს. გერკინი იყენებს ენერგიის დაზოგვის მეთოდს და იყენებს ნახევარ ძალას იმისა, რასაც ხარჯავს მსგავსი ტიპის შენობა.

6) ჩიჩენ-იცა, მექსიკა

7d0443d84af5

7a88fc339413

ჩიჩენ-იცა ააშენა მაიას ცივილიზაციამ, რომლებიც ცნობილნი იყვნენე, როგორც ფანტასტიკური მათემატიკოსები. მისი სიმაღლე 78 ფუტია (დაახლოებით 25 მეტრი). ტაძრის სტრუქტურა დაფუძნებულია ასტროლოგიურ სისტემაზე. კიბეები იყოფა თვრამეტ მწკრივად, მაიას 18 თვიანი კალენდრის შესაბამისად, ხოლო ტაძრის საფეხურები ასახავს მზის წელიწადს, სულ 365 საფეხურია, თითო საფეხური _ წელიწადის თითო დღეა.

7) საგრადა ფამილია, ბარსელონა, ესპანეთი

735b78552932

5f5e5acde100

საგრადა ფამილია ერთ-ერთი ტოპ ტურისტული დანიშნულების ადგილია ესპანეთში. ეკლესიას გარს ერტყმის 98-დან 112 მეტრამდე სიმაღლის 12 კოშკი მოციქულთა სახელობის. სახარების ავტორთა პატივსაცემად აგებული ოთხი 120 მეტრიანი კოშკი განლაგებულია იესო ქრისტეს სახელობის 170 მეტრიანი ცენტრალური კოშკის გარშემო, ხოლო ზომებით ოდნავ მცირე სამრეკლო (ღვთისმშობლის სახელობის) აღმართული იქნება აფსიდის თავზე.

საგრადა ფამილიას დიზაინერი იყო ანტონიო გაუდი (აღარ არის) , იგი იყენებდა ჰიპერბოლა-პარაბოლურ სტრუქტურებს…

მსგავსი ამბები

Back to top button