გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ვალენტინობაზე

საინტერესო ფაქტები დღევანდელი დღის შესახებ. ^^

  • საშუალოდ, წმინდა ვალენტინის დღეს კაცებს ორჯერ მეტი ეხარჯებათ, ვიდრე ქალებს.
  • კაცების 1/3 და ქალების 1/5 ამჯობინებს, ამ დღეს საჩუქარი არ მიიღოს.
  • დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამ დღეს ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის.
  • ამერიკელი ქალების 15% საკუთარ თავს უგზავნის ყვავილებს.
  • ორსულობის დასადგენი ტესტები ყველაზე მეტი მარტში იყიდება, სხვა თვეებთან შედარებით.
  • პენიცილინი, რომელიც შველის ვენერიულ დაავადება სიფილისს, საზოგადოებას წარუდგინეს 1929 წლის 14 თებერვალს.
  • პრეზერვატივების კომპანია “დურექსის” სტატისტიკით, მათი პროდუქცია ამ დღეს უფრო მეტი იყიდება – საშუალოდ 20-30%-ით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ.
  • ვალენტინის მისალოცი ბარათების 50% დღესასწაულამდე 6 დღით ადრე იყიდება.
  • მსოფლიოში ამ დღეს მილიარდამდე ბარათს გზავნიან და ჩუქნიან, რაც შობის შემდეგ რიგით მეორე ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულს ხდის მას. ბარათების დაახლოებით 85%-ს ქალები იღებენ.
  • იაპონიაში ვალენტინის დღეს ქალები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ ტრადიციის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებს მიუძღვით. კაცები სამაგიეროს უბრუნებენ 14 მარტს, რომელსაც თეთრ დღეს ეძახიან.
  • ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ: ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი, მეგ რაიანი და დენის ქუიდი, პამელა ანდერსონი და ტომი ლი.
  • 1779 წლის 14 თებერვალს ჰავაის აბორიგენებმა დიდი ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური, ჯეიმს კუკი მოკლეს.
  • ვალენტინობის დღესასწაულზე და წინა ორ დღეს დაახლოებით 110 მილიონი ვარდი იყიდება, უმეტესად წითელი ფერის.
  • ვალენტინობის დღესასწაულზე გულის ფორმის 35 მილიონ შოკოლადს გზავნიან საჩუქრად.
  • კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში სამი წმინდანი არსებობს ვალენტინის სახელით, აქედან ნებისმიერი შეიძლება იყოს დღესასწაულთან კავშირში.
  • შუასაუკუნეებში მანდილოსნებს სჯეროდათ, რომ რომელ მამაკაცსაც დაინახავდნენ პირველად ამ დღეს, მომავალში მათი ქმარი გახდებოდა.
  • 14 თებერვალს ბევრი ჩიტი წყვილდება. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ დღესასწაულს სათავე მათგან მიეცა.
  • ძველი ცრურწმენით, თუკი ვალენტინობის დღესასწაულზე გაუთხოვარ ქალს გულწითელა გადაუფრენს თავზე, მეზღვაურს გაჰყვება ცოლად. ბეღურა ღარიბი კაცის, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების ანალოგია, ჩიტბატონა კი მდიდარი ქმრის.
  • ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე ყოველ წელს 1000-მდე ვალენტინის ბარათი იგზავნება.
  • ბარათების მწარმოებელი ამერიკული ფირმა “ჰოლმარკი” 1330 სახის განსხვავებულ ბარათს აწარმოებს ვალენტინის დღესასწაულისთვის.
  • ვიქტორიანულ ეპოქაში ვალენტინის ბარათზე ხელის მოწერა უიღბლობის მომტანად ითვლებოდა.
  • აშშ-ის პრეზიდენტს პირველად ფოტო 1849 წლის 14 თებერვალს გადაუღეს. ფოტოგრაფი იყო მეთიუ ბრეიდი, პრეზიდენტი კი ჯეიმს პოლკი.
  • გული სიყვარულისა და ვალენტინობის სიმბოლოა. ანტიკურ კულტურაში ის სულის სამყოფელად მიიჩნეოდა, სხვების აზრით, ემოციებისა და აზროვნების წყარო იყო, კაცებისთვის – ძლიერების, კეთილშობილებისა და სამართლიანობის მიმცემი. გული სიყვარულთან ასოცირდებოდა, რადგან ბერძნული ეროსისა და რომაული კუპიდონის სამიზნე იყო. მათი ნასროლი ისარი სამუდამო სიყვარულს ბადებდა ადამიანში.
  • ყველაზე ძველი ბარათი ამ დღეს, როგორც ცნობილია, 1415 წელს გაიგზავნა ორლეანის ჰერცოგის მიერ მისი ფრანგი ცოლის მისამართით. ამჟამად ეს ბარათი ლონდონის მუზეუმში ინახება.
  • თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close