არქივი

10 საუკეთესო სპორტსმენი

46482650ee8c
ამ პოსტში შემოგთავაზებთ 10 სპორტსმენს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს და კვლავაც ტოვებენ ისტორიაში.

1)პელე-ბრაზილიელი ფეხბურთელი,დაიბადა 1940 წელს.
36e253fa6372
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, ბავშვობის მეგობრებმა ფეხბურთის თამაშის დროს “პელე” შეარქვეს. პელემ თავის პირველივე გუნდში, “ნოროესტეში” ისეთი ბრჭყინვალე მონაცემები გამოამჟღავნა, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდში, “სანტოსში” გადაიყვანეს, 16 წლის კი უკვე ბრაზილიის ნაკრების წევრი იყო. ერთი წლის შემდეგ 1958 წელს მსოფილოს თასის ფინალურ შეხვედრაზე პელემ ორი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ხანგძლივი კარიერის განმავლობაში, რომელმაც 1977 წლამდე გასტანა, პელე თაყვანისცემლებისთვის სრულყოფიერების განსახიერება იყო, სწრაფი თამაშის, ბურთის დამორჩილების, მძლავრი იერიშისა და ზუსტი დარტყმის დიდოსტატი. 1971 წელს, სანამ “სანტოსიდან” ნიუ-იორკის “კოსმოსში”გადავიდოდა, 1254 მატჩში 1216 გოლი ჰქონდა გატანილი.ბრაზილიის ნაკრებში 110 მატჩი ითაამაშა და 1958 და 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონის მფლობელი გახდა.

2)მარტინა ნავრატილოვა-ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი,დაიბადა 1956 წელს.
c8c38531c881
მარტინა ნავრატილოვა ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა,მაგრამ 1975 წელს ამერიკაში გადავიდა და ჩოგბურთელის წარმატებული კარიერა შეიქმნა. 1981 წელს აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, მომდევნო წელს კი პირველი პროფესიონალი ქალი მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონში მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ნავრატილოვას საყვარელი ჩემპიონატი უიმბლდონია, სადაც ცხრა ფინალი აქვს მოგებული,რითაც თანამემამულის, ამერიკელი Hელენ უილზ მუდის რეკორდი მოხსნა. 80-იან წლებში იგი საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ითვლებოდა.

3)იმრან ხანი-პაკისტანის კრიკეტის გუნდის კაპიტანი,დაიბადა 1952 წელს.
f153f60e5bda
(სურათზე იმრან ხანი არაა)
პაკისტანის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა.მან თავისი ქვეყნისთვის 75-ჯერ ითამაშა და მსოფლიოს მხოლოდ მესამე მოთამასეა, რომელმაც 3000 ქულაზე მეტი დააგროვა და 300კარი აიღო. 1983წელს კი მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში ასეული გააკეთა და 10 კარი აიღო. მაღალი ლიგის კრიკეტში მან 16 000 ქულა დააგროვა და 1200 კარი აიღო.

4)მაიკლს ჯორდანი-ამერიკელი კალათბურთელი,დაიბადა 1963 წელს.
dbde8f581bd4
მაიკლ ჯორდანი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსტიტეტის საკალათბურთო გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო. მისი თაბრუდამხვევი კარიერა “ჩიკაგო ბულზ”-თან ერთად დაუწყო და 1988 წელს NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.1992 წელს “ჩიკაგო ბულზ”-ში თამაშისას 589 მატჩში საშუალო რეკორდული 32,3 ქულა მოაგროვა. 1992 წელს ჯორდანი ბარსელონის ოლიმპიადის დროს “ოცნების გუნდში” თამაშობდა, რომელიც ჩვეულებრივი მოყვარულების ნაცვლად, მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალი მოთამაშეებისგან შედგებოდა. გუნდმა ოლიმპიური ოქროს მედალი ძალიან ადვილად მოიგო. ჯორდანი აქტიური კალათბურთიდან 2003 წელს წავიდა.

5)ელდრიკ “თაიგერ” ვუდსი-გოლფის ამერიკელი მოთამაშე,დაიბადა 1971 წელს.
c2760cb13677
ვუდსი გოლფის კლუბში ლამის დაბადებისთანავე მოხვდა. 3 წლისა გოლფის გადაჭრილი ჯოხით ცხრანომრიან მოედანზე თამაშობდა.
ჯერ ისევ მოყვარულმა მოთამაშემ, აშშ-ის ექვსი სამოყვარულო შეჯიბრი მოიგო, 1996 წელს კი პროფესიონალი გახდა და თავისპირველ სეზონზე 25 სახეობიდან ექვსი მოიგო.
21 წლის ასაკში, ვუდსმა აშშ-ის ოსტატთა ტურნირი, გოლფის სამი მნიშვნელოვანი შეჯიბრიდან ერთერთი მოიგო.
2000 წელს ვუდსმა “დიდი მუზარადის” ოთხიდან სამი სახეობა მოიგო და გოლფის ყველაზე მარალანაზღაურებაადი მოთამაშე გახდა. 2001 წელს აშშ-ის ოსტატთა ტურნირში კვლავ გაიმარჯვა და გოლფის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც “დიდი უზარადის” ოთხივე თურნირში ერთდროულად გაიმარჯვა.

6)მუჰამედ ალი-ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი,დაიბადა 1942 წელს.
6d659427a55f
კენტუკიში,სუისვილში დაბადებულმა კასიუს კლეიმ,1959 და 1960 წელს “ოქროს ხელთათმანების” სამოყვარულო ჩემპიონატში გაიმარჯვა,ხოლო იმავე 1960 წელს მძიმეწონიანთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
კასიუს კლესი თავს ყვეელაზე დიდ მოკრივედ აცხადებდა და პრეტენზიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ, ვიდრე ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა არ დაამტკიცა.ოლიმპიური წარმატების შემდეგ, პროფესიონალი გახდა, 5 წლის შემდეგ კი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო.
1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა.
რელიგიური შეხედულებების გამო, ამერიკის არმიაში სამსახური არ ისურვა და ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე უარი თქვა.საკუთარი ქვეყნის სამსაზურზე უარის თქმის გამო, ალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და კრივს 1967 წლიდან 1970 წლამდე ჩამოაშორეს.
ალი რინგზე 70-იან წლებში დაბრრუნდა.მიუხედავად იმისა,რომ ტიტული ორჯერ დაკარგა,1974 წელს კვლავ დაიბრუნა ჯორჯ ფორმანთან ორთაბრძოლაში, რომელსაც “აურზაური ჯინგლებში” უწოდეს. 1978 წელს კი ლეონ სფინქსთან გამართულ მატჩში. ამგვარად, პირველი მძიმეწონიანი მოკრივე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა.
ალიმ 56 ბრძოლა მოიგო, აქედან 47 ნოკაუტით დაამთავრა.
“ისეთი სწრაფი ვარ,წუხელ სასტუმროში შუქი რომ გამოვრთე, სანამ ჩაქრებოდა, საწოლში ვიწექი”. (სწრაფი კი არ იყო სიბნელის ეშინოდა :D)
მუჰამედ ალი.

7)კარლ ლიუისი-ამერიკელი მძლეოსანი, დაიბადა 1961 წელს.
edf4d899b060
კარლ ლიუისი სპორტულ ოჯახში დაიბადა.მამამისი მჭვრთნელია,დედა და და, საერთაშორის დონის მძლეოსნები არიან, ძმა ფეხბურთელია. სიუისს მძლეოსნობის ისოტირაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერა აქვს. მას არახოლოდ რეკორდი აქვს დამყარებული სიგრძეზე ხტომაში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერიცაა.
1983 წელს ჰელსინკში, მსოფლიო ჩემპიონატში სამი გამარჯვება მოიპოვა.მერე, 1984 წლის ოლიმპიადაზე ჯესი ოუენისის რეკორდს-ოთხ ოქროს მედალს-მიარწია. მისი მაჩვენებლები საუკეთესო იყო 100 და 200 მეტრიან დინსტანციაზე, სიგრძეზე ხტომასა და 4X100 მეტრიან ესტაფეტაში. 100 მეტრიან დინსტანციასა და სიგრძეზე ხტომაში ოქროს მედლები მან სეულის ოლიმპიადაზეც შეინარჩუნა.
კარლმა სიგრძეში ხტომაში ზედიზედ 65 შეჯიბრშია გამარჯვებული.

8)მაიკლ ჯონსონი-ამერიკელი მძლეოსანი,დაიბადა 1967 წელს.
9a760cb93a49
მაიკლ ჯონსონმა წელგამართული სირბილის მანერით სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. ეს უჩვეულო ტექნიკა მისთვის გამართლებული გამოდგა და ჯონსონი რამდენიმე წლის განმავლობაში რეკორდს რეკორდზე ხსნიდა.
ჯონსონმა 5 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა-ორი 400 მეტრიან დინსტანციაზე, ორი 4X400 მეტრიან ესტაფეტაში და ერთიც 200 მეტრიან დინსტანციაზე. ამ სახეობაში მსოფლიო რეკორდები ჯერჯერობიტ არ მოხსნილა.მან ოქროს მედლები ცხრა ჩემპიონატზე მოიპოვა. ჯონსონმა მძლეოსნობას თავი 2001 წელს დაანება და 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე მოპოვებული ორი ოქროს მედლით სპორტიდან ტრიუმფით წავიდა.

9)მიხაელ შუმახერი-გერმანელი ავტომრბოლელი,დაიბადა 1969 წელს.
1b37f562acb4
მიხაილ შუმაზერი ჩქაროსნულმა სპორტმა 4 წლის ასაკში გაიტაცა, როცა შინნაკეთი ძრავიანი მანქანით სიარულს გაუგო გემო. 1984 წელს თავი გერმანელ იუნიორ მრბოლელთა შორის გამოიჩინა. პირველად “ფორმულა 1”-ში მონაწილეობა 1991 წელს მიიღო.მართალია ფინიშამდე არ მიუღწევია,მაგრამ “ბენტონის” გუნდი მისი ნიჭიერებით აღფრთოვანდა და მომდევნო წელს შუმახერმა პირველი რბოლა მათ შემადGენლობაში მიიღო. საბოლოოდ, “ფერარის” გუნდში დარჩა და ჩემპიონატებში შვიდგზის გამატჯვების, მთლიანობაში 91 მოგებისა და პოულ-პოზიციიდან რბოლის 68 ჯერ დაწყების შემდეგ, სპორტის ისტორიაში “ფორმულა 1”-ის საუკეთესო მრბოლელად შევიდა. სპორტიდან 2006 წელს ბრაზილიური გრან-პრუს შემდეგ წავიდა.

10)ლენს არმსტრონგი-ამერიკელი ველოსიპედისტი,დაიბადა 1971 წელს.

7e43a52ee5e4

ლენს არმსტრონგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი და პატივსაცემი სპორტსმენია. იგი აშშ-ში, ტეხასში დაიბადა. სპორტი ბავშვობიდან უყვარდა.ლენსმა ჯერ სამჭიდში-სირბილი,ცურვა ველოსპორტი0 დაიწყო მონაწილეობა, მაგრამ მოგვიანებით ველოსპორტზე შეჩერდა. 1991 წელს მან აშშ-ის მოყვარულთა ეროვნულ ჩემპიონატში გაიმარჯვა, შემდეგ კი პროდესიონალი გახდა.იმავეწლის ოქტომბერში ლენს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს,სიმსივნის კერები ფილტვებსა და ტვინში აღმოჩნდა.გადარჩენის შანსი მცირე იყო, მაგრამ ლენსი დანებებას არ აპირებდა და ყველას გასაკვირად სენი დასძლია.
თუმცა ველოსპორტში დაბრუნება მაინც ეჭვქვეშ იდგა. ჯერ რომ ფორმაში არ იყო, 1998 წელს პარიზი-ნიცის რბოლის დროსაც დადასტურდა, როცა შეჯიბრს გამოეთისა. ჯანმრთელობის და ნდობის აღდგენიისკენ ლენსი ნელი და მტკიცე ნაბიჯით მიიწევდა და 1999 წელს “ტურ დე ფრანსში” მონაწილეობისას გამარჯვების ძლიერი ჟინი გამოამჟღავნა. არც ამაზე შეჩერებულა-სანამ 2005 წელს სპორტიდან წავიდოდა, მომდევნო 6 “ტურ დე ფრანსი” მან მოიგო.

სულ ეს იყო, შემდეგში კიდევ გავაგრძელებ ასეთი პოსთების დადებას, იმის მიუხედავად მოგეწონებათ თუ არაა :P:P:P (ეს ისე ხუმრობით)

წყარო:”ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია” და ჩემი 7 თითი!!!
050813cfe2d5

მსგავსი ამბები

Back to top button