საკითხავისასარგებლოუცნაური

ლეოპოლდი და ლიობი

10de14a2c6c9
1950 წელს აშშ_ის ფედერალური დაზვერვის ბიურომ გამოაქვეყნა ბოლო 50 წლის საშიშ დამნაშავეთა ათეული.მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს ნათან ლეოპოლდისა და რიჩარდ ლიობის ტანდემს.მათ მხოლოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლეს,იმსხვერპლეს საკუთარი ჟინის დაკმაყოფილების მიზნით… თუმცა ამ დანაშაულს ისეთი რეზონანსი ახლდა თან,რომ იმ პერიოდში “საუკუნის საქმეც” კი უწოდეს,ხოლო ალფრედ ჰიჩკოკმა ეს ისტორია ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინა ფილმში “თოკი”.მაშ ასე განვიხილოთ საქმე – “ილინოისი ლეოპოლდისა და ლიობის წინააღმდეგ”.

ნათან ლეოპოლდი (დაიბადა 1904 წელს) და რიჩარდ ლიობი (დაიბადა 1905 წელს) ებრაული ოჯახების შვილები იყვნენ.ერთის მამა ერთ-ერთი მსხვილი ქაღალდის ფაბრიკის მფლობელი იყო,ხოლო მეორის კი ტოპ-მენეჯერი სავაჭრო ქსელებისა.მათ ზურგს ფინანსები უმაგრებდათ,მშობლები მათთვის ყველაფერს აკეთებდნენ და თავიდან სათანადოდაც უფასებდნენ.ორივე სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში(სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი) და სასწავლებლის საუკეთესო სტუდენტებად ითვლებოდნენ.ნათანი 5 ენაზე ლაპარაკობდა,ასევე საკმაოდ განსწავლულ ორნიტოლოგს კი უწოდებდა საკუთარ თავს.ხოლო რიჩარდი კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაბარებდამდე მიჩიგანის უნივერსიტეტშიც სწავლობდა და ამ სასწავლებლის ყველაზე ახალგაზრდა კუსდამთავრებულს წარმოადგენდა.ჩიკაგოს უნივერსიტეტში ორივე დაინტერესდა ფილოსოფიით,განსაკუთრებულ ყურადღებას ნიცშეს ნაშრომებს უთმობდნენ და ყოველივე ამით “განდიდებულნი” საკუთარ თავს “ზეადამიანად” მოიხსენიებდნენ.
ნიცშეს ნაშრომში “ასე ამბობდა ზარატუსტრა”, იკვეთება ტერმინი “ზეადამიანი” ანუ ადამიანი,რომელიც თანამედროვე ადამიანს იმდენად აღემატება როგორც “ჰომო საპიენსი” მაიმუნს.ასეთ “ზეადამიანად” ნიცშეს მიერ მოხსენიებულია ალექსანდრე მაკედონელი,იულიუს კეისარი,ნაპოლეონი და ცეზარე ბორჯია.

რიჩარდ ლიობი

b2f6bba323a1

ნათან ლეოპოლდი

44164ea5e266

ალბათ სასაცილოა ლეოპოლდისა და ლიობის აზრი საკუთარ “ზეადამიანობასთან” დაკავშირებით,მაგრამ აქ ნათლად ჩანს მათი გონების მდგომარეობდა და განდიდების მანიის ნიშნები.გარდა განდიდების მანიისა მათ სხვა უცნაურობებიც ახასიათებდათ.ასე მაგალითად;მიუხედავად იმისა,რომ მათ ფინანსური მდგომარეობის გამო არაფერი აკლდათ ბავშვობაში არაერთხელ მოუპარავთ სხვადასხვა საგნები და ფული.ეს მათი გართობის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა.გარდა ამისა მათ გაუკუღმართებული ურთიერთობაც ჰქონდათ და საბოლოოდ უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში საყვარლებადაც იქცნენ.

b931414cd713

ბავშვობა ლიობ-ლეოპოლდისა დასრულდა,მაგრამ არ წყდებოდა მათი გართობა ქურდობა-ყაჩაღობით,არაერთხელ გაქურდეს საკუთარი მეგობრები,მოიპარეს რამდენიმე მანქანა.მაგრამ ეს გართობა მათ აღარ აკმაყოფილებდათ და მიმართეს სხვა ხერხს.საბოლოოდ ეს ხერხი კი მათ გისოსებს მიღმა დატოვებს.

1924 წლის 21 მაისს მათ ახალი იდეა მოუვიდათ თავში და მალევე განახორციელეს.სწორედ 21 მაისს მათ საკუთარ ავტომობილში ჩატენეს 14 წლის ბობი ფრენკსი,რომელიც მდიდარი ბროკერის შვილსა და რიჩარდ ლიობის ნათესავს წარმოადგენდა.მათ უნდოდათ ბობის გატაცება,მაგრამ ბავშვმა წინააღმდეგობა გაუწია,წინააღმდეგობის ამ ბარიერს ლიობმა მკაცრად უპასუხა,ბავშვს 4ჯერ ჩაარტყა თავში,ხოლო შემდეგ ტანდემიდან ერთ-ერთმა ბობის ყელში მიაჭდო ხელები და დაახრჩო.ამ ფაქტმა ისინი არ დააბნია,დაქოქეს მანქანა და ჩიკაგოდან გავიდნენ,შემდეგ ბავშვის სახე დაასახიჩრეს მჟავის ხსნარით და გვამი ხიდის ქვეშ მილში გადამალეს.თუმცა ქალაქიდან გასვლისას “ფეხი დაუცდათ”,რადგან შემდეგ გამოჩნდება მოწმე,რომელიც იტყვის რომ შეამჩნია მანქანა საიდანაც საკმაოდ საეჭვოდ მოჩანდა ადამიანის ფეხები…
ასე იქცა “ზეადამიანთა” ტანდემი სისხლში ხელგასვრილთა დუეტად.

ბობი ფრენკსი

b3ce8218727d

ნათან ლეოპოლდი და მანქანა რითაც გაიტაცეს ბობი ფრენკსი

dfc3e493eec4

გვამის გადამალვის შემდეგ წერილობით დაუკავშირდნენ მსხვერპლის მდიდარ მშობლებს და თავი წარუდგინეს გამტაცებლებად,ისინი მოითხოვდნენ 10 ათასს დოლარს.ბობი ფრენკსის მამა მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა და გადასცა გამტაცებლებისაგან მიღებული წერილი.სამართალდამცველებმა დაიწყეს გამოძიება.მალევე ქალაქის გარეუბანში აღმოაჩინეს საბეჭდი მანქანა,როგორც ექსპერტებმა დაადგინეს სწორედ ამ საბეჭდზე დაიწერა წერილი.მალე დასახიჩრებული გვამიც აღმოაჩინეს,გვამის სიახლოვეს კი სათვალეს წააწყდნენ.როგორც შემდეგ გაირკვა სათვალე ნათან ლეოპოლდს ეკუთვნოდა და გვამის გადამალვისას დაკარგა.

მცირედ გადავუხვევ მთავარი გზიდან და ერთს დავამატებ – როგორც მოგეხსენებათ იმდროინდელი ჩიკაგო დანაშაული “იმპერიის” ცენტრს წარმოადგენდა,აქ “ასპარეზობდნენ” ალ კაპონე და სხვა მსხვილი დამნაშავე,მკვლელობები ყოველდღიურად ხდებოდა,მაგრამ მსგავსი სახის სასტიკი მკვლელობა იმდენად დამთრგუნველი იყო რომ თვით ალ კაპონემ დახმარება აღუთქვა სამართალდამცველებს საქმის გამოძიებაში.

გამოძიებას უკვე საკმაოდ ჰქონდა ხელჩასაჭიდი ფაქტები რათა ბოლომდე მიეყვანა საქმე.ერთ-ერთი ძირითადი ხაზი გადიოდა წერილი შესწავლაზეა,საქმეში ჩაერთნენ კალიგრაფისტები და დაიწყეს წერილის შედარება ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტების ხელნაწერებთან,თუმცა დიდ სირთულებს წააწყდნენ.წერილის ერთი გადაკითხვაც საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად,რომ ის დაწერილი იყო ძალიან განათლებულ ადამიანს.ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სათვალის ფაქტორსაც.როგორც დადგინდა სათვალე საკმაოდ ძვირფასი იყო,წარმოადგენდა ექსკლუზიურ მოდელს და საშუალო ფენის ადამიანი(და მითუმეტეს ღარიბი) მას ვერ შეწვდებოდა.

მკვლელ(ებ)ის შესახებ უკვე არსებობდა მცირედი ინფორმაცია-ის ახლოს იცნობდა ბობი ფრენკსს,იყო მდიდარი,განათლებული და ატარებდა ძვირფას ექსკლუზიური მოდელის სათვალეს.სათვალის ფაქტორმა საბოლოო სიტყვა აქ თქვა და მალევე შეიპყრეს ნათან ლეოპოლდი,ხოლო შემდეგ გავიდნენ რიჩარდ ლიობზეც.

62cede70b8ec

8a878649f011

გადავინაცვლოთ ცოტა უკან და ვნახოთ რას აკეთებდა “სისხლიანი დუეტი” მკვლელობის ჩადენიდან დაპატიმრებამდე.ისინი იმას აკეთებდნენ,რომ თავს ახლობლებთან იწონებდნენ სხვადასხვა ფაქტებით,ასევე რამდენიმე ახლობელს მოუყვნენ კიდეც მკვლელობის შესახებ.ლიობმა კი საერთოდ სინდისი დაკარგა და ერთ-ერთ გაზეთში სტატის განათავსა სადაც აცხადებდა,რომ ბობი ფრენკსის მკვლელობის გამოძიებაში აპირებდა მონაწილეობას.

8b45f5531851

დავუბრუნდეთ ისევ გამოძიებას.მკვლელები დაკავებულნი იყვნენ,მაგრამ მათ ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილთა იარლიყი ჰქონდათ.ამ იარლიყის ცვლა დროის ფაქტორი იყო და სამართალდამცველებმა მალევე გამოტეხეს ლეოპოლდი და ლიობი.მათ სიკვდილით დასჯა ელოდათ.ამ დროს მათი ასაკი 20 წელს არ აჭარბებდა,თუმცა საზოგადოება ერთხმად იყო მომხრე მათი სიკვდილით დასჯისა.თუმცა “ფულმა ჯოჯოხეთი გაანათა” და მკვლელთა ოჯახებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის,რომ სიკვდილით დასჯა შეეცვალათ.ამაში დიდი როლი ითამაშა ცნობილმა ადვოკატმა,სიკვდილის დასჯის მოწინააღმდეგე კლარენს დეროუმ.სწორედ დეროუს დამსახურებაა საბოლოო ვერდიქტი სასამართლოსი.ის 20 საათიანი სიტყვით წარდგა სასამრთლოს წინაშე,მკვლელთა საქციელი მათი ფილოსოფიური განათლებით ახსნა,რა განათლებაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღეს.საბოლოოდ სასამართლომ მიიღო გადაწვეტილება და სიკვდილის დასჯა სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.ეს მოხდა 1924 წლის 21 ივლისს… ადვილი წარმოსადგენია რა ბედი ელოდათ მათ,რომ არა მდიდარი მშობლები და ადვოკატი დეროუ…

f3bedccd1269

კლარენს დეროუ

dcb8f1a763b4

9766187e7b39

27c814d39947

ცხოვრება გისოსებს მიღმა სხვადასხვა გზებით წარიმართა.რიჩარდ ლიობი 1936 წელს მოკლეს საკანში მიაყენეს რა დაახლოებით 56 ჭრილობა, ხოლო ნათან ლეოპოლდი 1958 წელს შეიწყალეს.მას გარეთ ელოდა ქონება რომელიც მემკვიდრეობით ერგო.მან დატოვა ჩიკაგო და საცხოვრებლად პუერტო-რიკოში გადავიდა,სადაც გარდაიცვალა 1971 წელს.ერთ-ერთ ინტერვიუს დროს ნათან ლეოპოლდს შეეკითხნენ ბობი ფრენკსის საქმეზე,მან კი უპასუხა:“ამის გარდა მე სხვა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია,ეს ფიქრები წამლავს ჩემს არსებობას”…

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button