არქივი

ვოლტერის ბრძნული აზრები

9ddf660e8481

ვინც არ იცის ვინ იყო-ვოლტერი, მისთვის ვიტყვი , რომ იგი ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი იყო. მისი ნამდვილი სახელი კი იყო –ფრანსუა მარი არუე. იგი დაიბადა 21 ნოემბერს, 1694 წლის და გარდაიცვალა. 30 მაისს 1778 წლის.

ახლა გავეცნოთ მის აფორიზმებს.

1) პოეზია მუსიკაა სულისა.

2) თავისუფლება იმაში მდგომარეობს , რომ ადამიანი მარტო კანონისგან იყოს დამოკიდებული.

3) ძალმომრეობას უფრო ადვილად იტანს კაცი, ვიდრე უსამართლობას.

4)გული ადამიანისა ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულია.

5) ზემოქმედება ჩვეულებისა ბუნების მბრძანებლობაზედ უფრო დიდი და ვრცელია.

6) მწუხარებისა და უბედურების ატანა ჭეშმარიტი ვაჟკაცობაა.

7) ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამამართლობას.

8) ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.

9) ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ჰქმნის ერსა ურონოდ.

10) გაჭირვება ყველა მეცნიერებაზე მეტსა ჰმნის.

11) ის რაც უგუნებოდა არის დაწერილი, უვარგისია.

12) პოეტის თარგმნა შეუძლებელია.

13) დიდთა საქმისათვის საჭიროა დაუღალავი ხანიერება.

14) უფრო ბევრი ადამიანი უბედურად გრძნობს თავის თავს მაშინ, როცა საჭიროდ უხდება მოსაზრება რისამე.

15) სხვა არა არის რა ისე ძნელი სათქმელი კაცთათვის , როგორც სამართალი.

16) უმჯობესია კაცი ბიჭი იყო მახვილის კაცისა, ვიდრე მახვილობამდე ბიჭურად.

17) თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის სახელოვნება, ეცადე იმას აჯობო საქმით და მაშინ შენ სამაგიეროს გადაუხდი იმისას, რომ შენ მოსვენება წაგართვა მისმა სიკეთემ .

18) ცუდად შეგნებული სარწმუნოება ციებასა ჰგავს, რომელიც სულ მცირე მიზეზის გამო ცხელებას გარდაიქცევა ხოლმე. ფანატიკოსობას ტვინის სიმხურვალე აქვს თვისებად.

19) სიცრუე დიდი ბიწიერებაა მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტს მოახდენს , ხოლო როცა კეთილს იქმს, მაშინ იგი დიდი სათნოებაა.

20)დრო ხანგრძლივია მისთვის, ვინც კარგადა ხმარობს: ვინც ირჯება , აზროვნებს და ფიქრობს , იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე.

მსგავსი ამბები

Back to top button