არქივი

არქიტექტურული საოცრებანი-“წყალქვეშა სასტუმრო”

2b1cc0b54a1e
მოგესალმებით,გთავაზობთ თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებას,წყალქვეშა
სასტუმრო სახელწოდებით "hydropolis"


106b115a6053

ადამიანი ისეა მოწყობილი,რომ სურს შეიცნოს შეუცნობელი,მიაღწიოს ჯერ მიუღწეველს
და დაინახოს ჯერ  არნახული..დიდი ჟიულ ვერნი წერდა "ნაუტიუსზე",წყალქვეშა ნავზე,
რომელიც მრავალფუნქციური საცხოვრებელიც იყო კაპიტანომოსათვის.თანამედროვე
არქიტექტორები კი უფრო შორს წავიდნენ და გადაწყვიტეს შეექმნათ ნამდვილი წყალქვეშა
სამყარო,შესაფერისი ადამიანის საცხოვრებლად...
2005 წელს ჟურნალ "Wall Paper Magazine"_ის მიერ გამოქვეყნებულ არქიტექტურულ
კონკურსში გაიმარჯვა პროექტმ სახელწოდებით "hydra house".მისმა ავტორმა,არქიტექტორმა
ჯენიფერ სიგალმა,შექმნა წყალქვეშა კონსტრუქციიმოდელი,რომელიც გარეგნულად ძალიან გავდა
ჰიდრას.მსგავს სახლებს,ცხოველური პროტოტიპის მსგავსად შეუძლიაერთმანეთს მიუერთდნენ და
შექმნან შენობების კოლონია.სამწუხაროდ კონსტრუქცია ვერ იქნება ბოლომდე
ავტონომიური-ელექტრო ენერგია,ჟანგბადი და ასევე მტკნარი წყალი მას უნდა მიეწოდოს
სპეციალური მილებისაშუალებით წყლის ზედაპირიდან,მაგრამ როდესაც ეს პროექტი მხოლოდ და
მხოლოდ ქაღალდზეა,მეორე მისი მსგავსკონსტრუქცია სახელწოდებით "hydropolis"
 უკვე რეალიზების სტადიაშია.

45f8a9fb71a0

ჰიდროპოლისი(hydropolis)-ეს არის შესანიშნავი,10 ვარსკვლავიანი სასტუმრო,რომლის
მშენებლობა უკვ დაწყებულია სპარსეთის ყურის ფსკერზე,სანაპირო "ჯუმეირას" ახლოს,
გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში.ამ გრანდიოზული პროექტის განმახორციელებელი,
გერმანელი არქიტექტორი იოაჰიმ ჰაუზერია.რამდენიმე წლის
მანძილზე ოცნება წყალქვეშა სასტუმროზე მხოლოდ ოცნებად რჩებოდა,მაგრამ არქიტექტორს
ბედმა გაუღიმა დგაერთიანებულ არაბულ ემირატებში მოიძებნენ ინვესტორები,რომლებმაც
პროექტში ნახევარ მილიარდ დოლარზმეტი ჩადეს.ასეთ ფინანსურ დაბანდებას სასტუმრო
არც ისე სწრაფად ამოიღებს,მიუხედავდა იმისა,რომ განსაზღვრულფასი ერთი ღამის
გასატარებლადამ საოცნებო წყალქვეშა სამყაროში 5500$ შეადგენს.

78ac56b758c6

მშენებლობისთვის მომზადება დაიწყო 2005 წელს,იმის შემდეგ რაც ბოლომდე
გადაწყდა დაფინანსების საკითხი დგამოკვლეულ იქნა წყლის ფსკერი.ჰიდროპოლისის
მშენებლობაში მონაწილეობს მსოფლიოს 150-მდე ორგანიზაცია მიწვეული არიან
სპეციალისტები,რომლებთაც აქვთ წყალქვეშა ნავების და საზღვაო სანავთობო კოშეკების
მშენებლობიგამოცდილება.ჰიდროპოლისის კომპლექსი განლაგდება 20 მეტრის სიღრმეზე,
კონსტრუქციის ნაწილი აშენდება წყლიზედაპირზე და სულ ობიექტი დაიკავებს 260 ჰექტარ
ფართობს.ძირითად სამშენებლო მასალა განსაზღვრულ იქნა: ბეტონი,რკინა-მეტალი და
"ორგმინა"-სპეციალური მინა,რომლისგანაც დაამზადებეფანჯარა-კედლებს.ასეთ მინებს
ამზადებენ სპეციალური ტექნოლოგიით,იგი 41 სმ სისქის იქნება და გაუძლებას
წნევას 20 მ სიღმეზე.
წყალქვეშა კონსტრუქცია მიიღებს უზარმაზარი მედუზას ფორმას,რომლის "მუცელში"
განლაგებულ იქნებ220 აპარტამენტი-ლუქსის კლასის.უზარმაზრი ფანჯრების მეშვეობით
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნეგასაოცარი წყალქვეშა სამყაროს ცქერით,მსგავსი
ვიტრინები განთავსებული იქნება როგორც საწოლ,ისე სააბაზანო ოთახებში.

4de1e04ccfaf

0be928330d3b

8676417e1ca1

წყალქვეშა ნაწილის ფართობი 75000 მკვ. შეადგენს.სტუმრებს დასასვენებელ
ადგილამდე მიიყვანს უხმაურო სწრაფმავალი მატარებელი,გვირაბის მეშვეობით
რომლის სიგრძე 515 მეტრი იქნება ნაპირზე განლაგებული სადგურიდან.
კონსტრუქციის მეორე  ელემენტი იქნება 3000 მკვ. ფართობის მქონე
კონსტრუქცია წყლის ზედაპირზემისი პროექტი მოიცავს ორ გამჭირვალე გუმბათს,
სადაც განლაგებული იქნება საკონცერტო და საბალეტო დარბაზებისაბალეტო
დარბაზის ჟერი გაშლილი ფოთლის მსგავსი იქნება,რომელიც საჭიროების
შემთხვევაში გაიხსნება და დაიხურება ეს  კონცერტების ღია ცის ქვეშ ჩატარების
საშუალებას იძლევა.გამჭირვალე გუმბათები,ღამით გაშუქდება,
უზარმაზარი "პროჟექტორებით"(სამწუხაროდ ქართულად არ ვიცი ეს სიტყვა),
ხოლო დღისით ხელოვნური ღრუბლებირომლებსაც სპეციალური მექანიზმი
 წარმოქმნის,დაიცავს სტუმრებს მზის მწველი სხივებისგან.
ყველაზე შტამბეჭდავი,ობიექტის დაცვის სისტემა იქნება.წყალქვეშა
ნაწილი დაყოფილია დონეებადრომლებიც ხანძრის ან წყლის შეღწევის
შემთხვევაში სპეციალური ჰერმეტული ტიხრებით დაიკეტება.
საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ობიექტი აღჭურვილია რაკეტსაწინააღმდეგო
სისტემით ტერორისტული შეტევითავიდან ასაცილებლად.

52e28c017833

77ba4cae7b8a

ყოველივე ეს ფანტასტიკას გვაგონებს,მაგრამ დუბაი ის ქალაქია,სადაც ყველაზე
დაუჯერებელი პროექტებ რეალობად იქცევა ხოლმე.
"სულში ქაოსის შექმნა გჭირდება,რომ დაბადო ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი".(ფრიდრიხ ნიცშე)

მსგავსი ამბები

Back to top button