სასარგებლოუცნაური

გენიოსი ბავშვი

boriska, indigo boy Pictures, Images and Photos

ბორის (ბორისკა) კიპრიანოვიჩი 13 წლისაა. იგი დაიბადა 1996 წლის 11 იანვარს. ოთხი თვისამ პირველი სიტყვა წარმოთქვა, შვიდის – ალაპარაკდა. ერთი წლისას დედამ ასოების გარჩევა ასწავლა. 5 წლის ბორისკა ყველას აოცებდა მილიონი წლების წინ არსებული პლანეტა პროზერპინას ამბების მოყოლით. თანაც სიტყვა “პროზერპინა” ახლობლებისგან გაგონილი არ ჰქონდა. ბორისკა ჰყვებოდა: – პროზერპინა ენერგეტიკულმა სხივმა განგმირა და ნაწილებად დაიმსხვრა. პლანეტამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ მისმა მცხოვრებლებმა ტელეპორტირება მეხუთე განზომილებაში მოახერხეს, რომელსაც თქვენ პარალელურ სამყაროს უწოდებთ. ამ პლანეტის დაღუპვას მარსიდან ვადევნებდი თვალსო… კოსმოსური სამკუთხა წვეტისებური ფორმის ხომალდით მთელი მზის სისტემა შემოვლილი მაქვს, ვმონაწილეობდი მეორე მზის პროექტის შექმნაში, რომელიც იუპიტერი უნდა გამხდარიყო. სატურნზეც ვყოფილვარ. ოდესღაც მარსი იუპიტერთან უფრო ახლოს იყო, მაგრამ მისი მდებარეობა მარსელთა რასებს შორის გაჩაღებული ატომური ომის შემდეგ შეიცვალა….

ბიჭის დედა ირწმუნება, რომ ერთხელ დაინახა მისი შვიდი წლის შვილი ფერადი ქაღალდებისგან როგორ აწყობდა დნმ-ის სპირალის მსგავს კონსტრუქციას, თანაც ვიღაც უხილავს ეუბნებოდა, – მე კვლევითი კოსმოსური ხომალდის პილოტი, მეცნიერი ვარ, მაგრამ არასოდეს შევქმნი ადამიანის დნმ-ისა და ქვეწარმავლის ჰიბრიდს, ეს ეწინააღმდეგება ბუნებრვი გადარჩევის წესებს.

ერთხელ კი “დისქავერის” არხზე ნაცრისფერი ჰუმანოიდების შესახებ გადაცემის ყურებისას აღშფოთებულმა წამოიძახა: – ესენი მარსელები არ არიან, ჩვენი შედარება არ შეიძლება, ჩვენ უფრო ლემურელებთან და ატლანტებთან გვაქვს საერთო. ჯერ ერთი ჩვენ ძალიან მაღლები ვართ, ესენი კი ქონდრისკაცები არიან. მეორეც, “ნაცრისფერები” დაუნდობლები არიან და ადამიანებზე ცდებს ატარებენ. ჩვენ მათ ვებრძოდით, როცა ისინი აგრესიულები ხდებოდნენ. ჩვენი რასა მშვიდობისმოყვარე, ინტელექტუალური იყო.

წიგნის “ღმერთების ქალაქის ძიებაში” ილუსტრაციის ნახვისას ბორისკამ თქვა, ჭეშმარიტი ცოდნა დამალულია პირამიდის საფუძველში, რომელიც აქამდე არ არის აღმოჩენილი. ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება სფინქსში შესასვლელს მის ყურთან იპოვნიანო.

ბორისკას დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს დედამიწაზე განსაკუთრებული მისიის შესრულება აქვს დაკისრებული. ამბობს, დიდი კატასტროფების დროს ბიჭი საშინელ ფიზიკურ ტკივილს გრძნობსო.
ასტრონომი ბიჭუნა პირდაპირ მეორე კლასში დასვეს. მაგრამ მალე მასწავლებელს კამათი დაუწყო, ცუდად ასწავლით და სიმართლეს არ გვეუბნებითო. მალე მისი საოცარი მონაცემებით მოსკოვში მეცნიერული წრეები დაინტერესდნენ და დედა-შვილი მოსკოვში გადასახლდა. ბორისმა ექსტერნად დაიწყო სწავლა მოსკოვის განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა სკოლაში. უყვარს კომპიუტერული თამაშები, კითხულობს სამეცნიერო ლიტერატურას და ფანტასტიკას.
ბორისი ამბობს, რომ ახლა დედამიწაზე უცნაური ბავშვები (“ინდიგო ბავშვები”) იბადებიან. ეს დაკავშირებულია იმ უდიდეს ცვლილებებთან, რაც მალე ჩვენს პლანეტაზე მოხდებაო. “დედამიწაზე მოხდება ორი კატასტროფა, სწორედ ამიტომ იბადებიან ასეთი ბავშვები. მათ უდნა უშველონ ხალხს”.

შეეფერება სინამდვილეს ბიჭის ნათქვამი თუ არა ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი უფოლოგები და პარანორმალური მოვლენების მკვლევარები აკვირდებიან “მარსელ ბიჭუნას” და გაოცებულნი არიან მისი ასტრონომიული განათლებით.

მსგავსი ამბები

Back to top button