გასართობისაკითხავიუცნაური

მოსიარულე ჩონჩხი

0ac0aeb7d461

გამხდარ ადამიანზე ამბობენ მოსიარულე ჩონჩხიაო.. ძვალზე გადაკრული ტყავია ცარიელიო.. ეგ რომ მოდის, ჯერ ძვლების ჩხრიალი გვესმის და მერე გამოჩნდებაო.. ჯიბეში ქვები უნდა ჩაილაგოს, თორემ ვაიდა ქარი იყოს გარეთ, ხომ წაიღოო… აი მოდის და მეშინია რომ ვუყურებ არ გადატყდესო.. მაგრამ მათ არ უნახავთ, ნამდვილი მოსიარულე ჩონჩხები, თუ მათ არ უნახავთ ჩვენ ვნახოთ აგერ : )

არტურ მოლი

3fdefc993f7c

არტურ მოლი (ზედმეტსახელი არტი ატერტონი) 1890 წლის 30 იანვარს დაინადა მიჩიგანში, დაბადებისას იგი მხოლოდ 2 ფუნტი (1 ფუნტი=0,453 კგ, დაახლოებით) იწონიდა. იგი იმდენად სუსტი იყო, რომ 6 წლამდე ბალიშით დაატარებდნენ. 6-დან 10 წლამდე კი ინვალიდის ეტლით მოძრაობდა, შემდეგ კი 17 წლამდე ყავარჯნებს ხმარობდა.
1909 წლიდან შოუბიზნესშიც გამოჩნდა, არტური ცრიკში ატარებდა წარმოდგენებს, იგი მაყურებელს ,,ჩონჩხ-ბიჭად” წარუდგენდა ხოლმე თავს. მისი პრომოუტერები კი აცხადებდნენ, არტურის წონა არის 38 ფუნტი, მისი ბიცეფსის გარშემოწერილობა 3 ½ ინჩია, 16 ინჩი წელის, 6 ¼ ინჩი თეძოსი, 3 ფეხსაცმელი აცვია და 6 ხელთათმანი უკეთიაო.
როცა საცირკო სეზონი არ იყო, მაშინ არტური ჩიკაგოში გაზეთის ჟურნალისტად მუშაობდა ხოლმე.
მიუხედავად ასეთი სიგამხდრისა, ჯანმრთელობას არ უჩიოდა, ეგ კი არა, 1911 წელს ცოლად ნორმალური ზომის ქალი შეირთო. მას ბლანში ერქვა და გავრცელებული ინფორმაციით ცირკში გველების მომთვინიერებლად მუშაობდა. წყვილს შვილებიც ეყოლა, გოგონა ადელაიდა და ბიჭი – ჰაროლდი. ერთ დღესაც ნიუ-იორკში პატარა კონკურსი მოეწყო ,,ყველაზე ლამაზი ბავშვი, მონაწილეობა ადელაიდამაც მიიღო და სხვათაშორის გამარჯვებულიც გახდა. იმ პერიოდში გავრცელებული გახლდათ აზრი, რომ ბავშვს როგორი მშობლებიც ჰყავს, ზუსტად ისეთი გენები გადმოდის მასზეც და მოკლედ ერთმა დამკვირვებელმა ქალმა ამაყად აღნიშნა, რომ ადელაიდას დედიკო საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურებოდა და ამიტომაც ყავდა ასეთი კარგი შვილი, ,,თუმცა ალბათ მამაც წარმომიდგენია როგორი იქნება, ძალიან მინდა ვნახო, იგი ალბათ სახლივით მაღალი და ხარზე ძლიერია, თავს ვდებ რომ პოლიციელი უნდა იყოს.. ” მაგრამ ქალის სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებად დარჩა, როცა არტური გამოჩანჩალდა, ცოლ-შვილს ხელი ჩაჰკიდა და გასასვლელისკენ გაემართა.. ხალხი კი გაოცებული მისჩერებოდა მას.

d927ba787194

e2f3abbe892f

სამწუხაროდ არტურის ცხოვრება არც ისე ხანგრძლივი აღმჩნდა, იგი მიჩიგანის ერთ-ერთ ქალაქს სტუმრობდა 1920 წელს და იქ ქუჩის გადაკვეთის დროს მანქანამ დაარტყა. სხეულის მრავლობითი დაზიანების გამო მოლი გარდაიცვალა.

დომინიკ კასტანია

6bf3ab673540

დაიბადა 1869 წელს საფრანგეთში, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ იგი ყველანაირად მახინჯი ბავშვი გამოდგა. სახე გამრუდებული ჰქონდა, თვალები გადმოქაჩული, ცხვირი შეკუმშული და ბრტყელი. 2 წლისას დაეწყო წონის კლება.. 12 წელს როცა მიაღწია, მოვლენები უფრო რთულად წარიმართა. ჯერ ერთი რომ წონა დაკარგა და სულ გაძვალტყავდა, მერე მეორეც სიმაღლეში ზრდაც შეუჩერდა. ბიჭი ამ პერიოდში მხოლოდ 50 ფუნტს იწონიდა.
ასეთი გარეგნობის გამო, იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით იყო გართული და მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა და თავს არიდებდა სხვებთან ურთიერთობას, ამ სხვებიდან უმეტესობა კი ისე უყურებდა მას, როგორც რაღაც სასიკვდილო,გადამდები სენის მატარებელს.

თავდაპირველად დომინიკმა სცადა ნორმალური ცხოვრების აწყობა, მაგრამ როგორც ჩანს მისი გარეგნობა წინ სულაც არ უშლიდა კარიერის არჩევის ფართო სპექტრს.

29b50c154337

იგი მონაკოში არქიტექტორის თანაშემწედ მუშაობდა, მისმა თანამშრომელმა ქრაზელმა თავში აზრი ჩააწვეთა, რომ შეეძლო ხალხში გამოსვლებით და სხეულის ჩვენებით კარგი ფული გაეკეთებინა. კასტანიამ იფიქრა და საბოლოოდ გადაწყვიტა მოესინჯა ძალები ამ მხრივ, თანაც ისედაც ყველგან ყურადღების ცენტრში ექცეოდა და თუ ამ პროცესით ფულს გააკეთებდა განა რას დააკლებდა ამით საკუთარ თავს.
ქრაზელი მის აგენტად გადაიქცა, მანვე შეურჩია სახელი ,,კაცი მუმია” და სხვათაშორის ისინი დამეგობრდნენ.

შემდგომ, როცა ქრაზელი დაქორწინდა და ,,შოუების ჩვენება” უკვე მისი საქმე აღარ იყო, ანუ კასტანიასთან ერთად მუშაობას თავი დაანება, ეს დომინიკმა რთულად გადაიტანა და 1905 წელს სასტუმროში იარაღით მოიკლა თავი.

befec5135b1e

როზა ლი ფლემენსი

e0a91a5bbb52

მემფისი, 1893 წლის 30 იანვარი, ნაწყვეტი ყოველკვირეული გაზეთიდან

ქალაქში განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას იწვევს ერთი ადამიანი, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. იგი 19 წლის გოგონაა, ,,ჩონჩხ გოგოს” ეძახიან და მხოლოდ 27 ფუნტს იწონის. როგორც ჩანს ლიზას არც ისე კარგი ბავშვობა აქვს გატარებული. იგი თურმე მუზეუმის მენეჯერებმა მოიტაცეს და შემდეგ მამამისი კარგა ხანს ეძებდა, შემდეგ მიაგნო და სახლშიც დააბრუნა.

2 წლის წინ კი რა მოხდა ახლა გაიგებთ, ოჯახი ჩვეულებრივ ცხოვრობდა თავის 4 შვილთან ერთად. დედა გარდაეცვალა როზას და დარჩნენ ასე საწყლად მამა და შვილები, გაუჭირდათ. ამ დროს გამოჩნდა მუზეუმის მენეჯერი, რომელმაც როზა დაინახა და მამამისს შესთავაზა კარგი ხელფასი, იმის სანაცვლოდ, რომ გოგონას წაიყვანდა, მუზეუმში ექსპონატად გამოფენდა გამოფენის დროს. მუზეუმის პერსონალი ათასგვარ დაპირებებს აძლევდა მამას, რომ როგორც კი ჩავიდოდნენ მაშინვე მიწერდნენ, ბავშვს კარგად მოუვლიდნენ, წერილებს გამოუგზავნიდნენ და აცნობებდნენ მის მდგომარეობას, მაგრამ ეს ყოველივე ტყუილი გამოდგა. ოჯახმა მხოლოდ ორი წერილი მიიღო, შემდეგ კი კვალი დაიკარგა. ყველა შტატში გამოცხადდა ძებნა და საბოლოოდ როზას კვალს მიაგნეს. იგი ერთ-ერთ მუზეუმში აღმოჩნდა, რომელიც თავის მხრივ პროტესტს გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ გოგონაში დიძალი ფული ჰქონდათ გადახდილი. მიუხედავად ამისა მამას წინ ვერაფერი დაუდგა და მოახერხა შვილის წამოყვანა.
გოგონას ლამაზი სახე ჰქონდა, შავი თვალები, შავი თმა. მისი კანი მარმარილოსავით იყო, ისეთი გლუვი და თეთრი გახლდათ, რომ ცვილის ფიგურა გეგონებოდათ. ხელები და ფეხები ნამდვილ ჩონჩხს მიუგავდა, ხორცი თითქოს მეჩხერად ჰქონდა ძვალე შემოკრული, იდაყვებზე და მუხლებზე უფრო კკიდევ შეიძლებოდა შემჩნევა. ის არასოდეს ავადმყოფობდა და ჩვეულებრივად იკვებებოდა დღეში სამჯერ.

შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გაზეთში მონათხრობი არავინ იცის, ეს კია, რომ როზას ცხოვრებაზე, მის გატაცებაზე ხალხში სხვადასხვა ვერსიებია გავრცელებული.
როზა 1873 წელს დაიბადა, ამბობენ იგი მხოლოდ 1 ფუნტს იწონიდაო. ერთ ერთი ვერსიით იგი 19 წლისა გაიტაცა ვიღაცამ შეერთებულ შტატებში და იქ თავს მამად ასაღებდა, წარმოდგენებს მართავდა და ხალხს ეუბნებოდა,რომ ფული სამკურნალოდ სჭირდებოდა. ამ დროს როზა 18 ფუნტს იწონიდა და წელის გარშემოწერილობა მხოლოდ 10 ინჩი ჰქონდაო. ჭამა საკმაოდ უჭირდა და თითქმის პარალიზებულიც იყოო. ეს ფოტო კი,რომელსაც თქვენ ამბის დასაწყისში ხედავთ 1891 წელსაა გადაღებული, რა ბედი ეწია გოგონას ამის შემდგომ, უცნობია..

ისააკ სპრეიგი

976e7ece88ee

ისააკი 1841 წლის 21 მაისს მასაჩუსეტში დაიბადა. იგი თურმე 12 წლამდე ჩვეულებრივი, აქტიური ბავშვი იყო, ვიდრე მოულოდნელად წონის საშინელი კლება არ დაეწყო. იგი აქამდე მამას ეხმარებოდა ხოლმე ოჯახის მაღაზიაში (ფეხსაცმლის სამკერვალო მაღაზია ჰქონდათ , მამას ეგონა, რომ ბავშვის იქ მუშაობამ გამოიწვია წონის კლება, ამიტომაც მაღაზია დაკეტა და საბაყლო გახსნა, სადაც ისააკს მსუბუქი მუშაობა მოუწევდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. შეშინებულმა მშობლებმა ბავშვს აქტიური თამაშობებიც აუკრძალეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, შემდეგ საუკეთესო ექიმები შემოიარეს, თუმცა ვერც იმათ მისცეს იმედი, ასე რომ ბავშვმა საბოლოოდ დაკარგა ჯანსაღი შეხედულება.

1865 წელს ადგილობრივ კარნავალს ეწვია ისააკი და სწორედ იქ შეამჩნია საჭირო კაცმა. მან სამსახურის შეთავაზება მიიღო, ფულს გააკეთებდა ქუჩის წარმოდგენებით, მაგრამ თავდაპირველად ისააკმა იუარა, შემდეგ კი დაფიქრდა და მიხვდა, რომ ეს მისი შანსი იყო, არც ენერგიას მოითხოვდა, უბრალოდ მისი ცქერით დაატკბობდა ხალხს, ამაში კი საკმაო თანხას აიღებდა.
უნდა ითქვას რომ ისააკმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, იგი ,,ცოცხალი ჩონჩხის” სახელით მართავდა წარმოდგენებს ერთ-ერთ მუზეუმში და კვირაში 80$ ჰქონდა ხელფასი. (ეს დიდი თანხა გახლდათ).
კარიერა მოკლე ხანში დაასრულა, რადგან მუზეუმი გადაწვეს და ძლივს გამოასწრო ცოცხალმა, ამიტომაც მცირე ხნით სიტუაციიდან გაცლა ამჯობინა.

8897b05f9706

იგი ორჯერ დაქორწინდა, ერთხელ 1867 წელს თამარ მურზე, რომელიც მასზე 10 წლით იყო უმცროსი. 1868-1872 წლებში მათ სამი ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. შემდგომ სპრეიგის ჯანმრთელობა ნელ-ნელა გაუარესდა. ამ საოცრად ექსცენტრულმა ადამიანმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლას საკუთარი სხეულიც კი მიჰყიდა 1000$-ად. შემდეგ კი მინი ტომპსონს შეხვდა. მინი სილამაზის კონკურსის ერთ-ერთი კონკურსანტი გახლდათ. ამ წარმოდგენას კი ისააკიც ესწრებოდა. როდესაც ჟიურიმ მინი არც პირველი ადგილის და არც მეორის მფლობელად არ დაასახელა, ისააკი წამოხტა და მათ ლანძღვა დაუწყო. მინის გული კი ამ ჟესტმა მიიპყრო და მალე ისინი დაქორწინდნენ.
3 წლის შემდგომ უკვე საკმაოდ ცუდად იყო. ექიმმა მხოლოდ 6 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველა. ისააკმა გამოაცხადა, რომ მისთვის ,,ცოცხალი ჩონჩხი” კი არა უკვე ,,მომაკვდავი ჩონჩხი” უნდა შეერქმიათ. მალე მან ცოლის მკლავებში დალია სული 1887 წელს.

ისააკის სიმაღლე 5 ფუტი და 6 ინჩი იყო, წონა კი 43 ფუნტი. მიუხედავად მრავალი სამედიცინო გამოკვლევისა, მისთვის არასოდეს დაუსვამთ ერთი ზუსტი დიაგნოზი. სავარაუდოდ კუნთების ატროფია სჭირდა. გამუდმებით უნდა ეჭამა, რათა ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩაეგდო. ამას ითვალისწინებდა კიდეც და ამბობენ, რომ მუდამ დატარებდა კისერზე მობმულ რძიან მათარას, საიდანაც დროდადრო სასმელს მიირთმევდა ხოლმე.

40c5a9e38d83

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button