არქივი

პირველი მობილური ტელეფონები

p08wd

დღესდღეობით ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიოში და მითუმეტეს საქართველოში ადამიანი ვისაც მობილური ტელეფონი არ ქონდეს. ბევრი მათგანი ყოველდღიურად საათობით ლაპარაკობს და ასობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის. ეს ყოველივე ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად იქცა. თუმცა მაინც საინტერესო უნდა იყოს ვინ გამოიგონა მობილური ტელეფონი და როგორ განვითარდა ფიჭური ქსელი. შევეცდები ამ პოსტში მოკლედ გადმოგცეთ მისი შექმნის ისტორია.

პირველი ზარი მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მანქანაში დამონტაჟებული ტელეფონიდან 1948 წლის 17 ივნისს სტ. ლუისში, მისური, აშშ, მაგრამ აღნიშნული სისტემა დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან არაპრაქტიკული ჩანდა. მომსახურება თვეში 30 აშშ დოლარი ჯდებოდა პლუს ზარის ღირებულება 30-40 ცენტი ლოკალურ ქსელებზე.

მარტინ კუპერი (Martin Cooper), მოტოროლას მკვლევარი, ითვლება პრაქტიკული მობილური ტელეფონების გამომგონებლად. ახლა უკვე ტელეფონის მანქანაში ჩამონტაჟება აღარ იყო საჭირო და ადამიანებს მისი ტარება ხელით შეეძლოთ. მარტინ კუპერმა პირველი ზარი მობილური ტელეფონით 1973 წლის 3 აპრილს განახორციელა, აჯობა რა მის მთავარი კონკურენტს დოქტორ ჯოელ ს. ენგელს (Joel S. Engel) ბელ ლებიდან (Bell Labs)

პირველი კომერციული ფიჭური ქსელი (the 1G generation) გაშვებულ იქნა იაპონიაში NTT-ს მიერ 1979 წელს, დასაწყისისთვის ტოკიოს მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე. 5 წლის განმავლობაში, NTT ქსელმა დაფარა მთელი იაპონიის მოსახლება. 1981 წელს გაშვებულ იქნა Nordic Mobile Telephone (NMT) სისტემა დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ერთდროულად. NMT იყო პირველი საერთაშორისო ქსელი. პირველი თაობის ქსელი აშშ-ში პირველად ჩართულ იქნა 1983 წელს მოტოროლას DynaTAC მობილური ტელეფონის მეშვეობით. 1980 წლებში მათ მოყვა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და კანადა.

პირველი თანამედროვე 2G ტექნოლოგიები გაშვებულ იქნა Radiolinja-ს მიერ (ახლაElisa Group-ის შემადგენლობაში) 1991 წელს ფინეთში. მეორე თაობის ქსელები მუშაობდნენ და მუშაობენ GSM სტანდარტებზე.

2001 წელს გი მოხდა 3G ტექნოლოგიების გაშვება NTT DoCoMo-ს მიერ იაპონიაში. აღნიშნულ ტექნოლოგიები ახლა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და თავის თავში გულისხმობს სწრაფ ინფორმაციის გადაცემას, ვიდეო ზარებს, ინტერნეტ ტელევიზიას და სხვა ბევრ დღესდღეობით საჭირო ტექნოლოგიას.

წყარო: smartblog.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button