ახალი ამბებისაქართველოსურათები

“ტირანის” შემდეგ “ამაოებას არ ამოება”

a7effd6951fd

ჩემი ერთერთი წინა პოსტი დავდე, ესკიზებზე, რომელებიც შეიძლებოდა გორში სტალინის ძეგლის ნაცვლად დაედგათ. მაგრამ ჩემი ვარაუდები ამასთან დაკავშირებით არ გამართლდა, ჟიურიმ არცერთი ნამუშევარი არ მოიწონა და ახალი კონკურსი დანიშნა სადაც გაიმარჯვა “ამაოებას არ ამოება”

ქალაქ გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, რომელიც ხელისუფლებამ ივნისში აიღო, დაიდგმება ახალი მემორიალი სახელწოდებით “ამაოებას არ ამოება“.

კონკურსში წარმოდგენილი 42 ნამუშევრიდან ამ პროექტის გამარჯვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 8 თებერვალს გამოაცხადა.

კონკურსი სახელწოდებით “2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტი“ ნოემბერში ხელმეორედ გამოცხადდა, რადგან ივნისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მემორიალის ავტორები არიან თამარ კვესიტაძე და პაატა სანაია.

სტალინის ძეგლი ხელისუფლებამ გორის ცენტრალური მოედნიდან 25 ივნისს შუაღამისას აიღო და მისივე მუზეუმში გადაიტანა. ამ ქმედებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, ნაწილი კი მიესალმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ეს ყველაფერი კი დაიწყო ასე…..

ee88a8891246

როგორც ჩანს “ტირანის” გაღვიძება მოინდომეს…. და არამარტო “ტირანის”, ზემოთ როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოების დიდ ნაწილში ამან დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია.

8116e148b700

e988c28d408c

287853e737bb

2ce7a048d013

“სტალინელების” დიდი პროტესტის მიუხედავად, “ტირანი” უკან აღარ დაუბრუნებიათ, ან ვინღა დააბრუნებდა?

საბოლოოდ გორში, ქალაქის ცენტრში-გამგეობის წინ დაიდგმევა მემორიალი სახელწოდებით “ამაოებას არ ამოება”

ea34c391d79b

მე პირადად მემორიალი მომეწონა, მაგრამ არა გარეგნულად არამედ შინაარსობრივად. თამარ კვესიტაძემ თავის ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში მემორიალის ასეთი “დაქუცმაცება” შემდეგნაირად ახსნა: ისევე როგორც ჩვენ ქართველები და საქართველო დროთა განმავლობაში “დავქუცმაცდით” და ბევრი რაღაც დაგვაკლდა, როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად, ასევე ეს მემორიალიც ასე დაქუცმაცდაო!!!(რაღათქმაუნდა ზუსტი სიტყვები არაა ეს,მაგრამ შინაარსობრივად ასე თქვა)

შეფასებები კი თქვენთვის მომინდვია!!!

მსგავსი ამბები

Back to top button