არქივი

გოეთეს აფორიზმები

e54136d8623d

წარმოდგენილი აფორიზმები ეკუთვნის ძველ კლასიკოსს-გოეთეს.

1. ვისაც აქვს რაიმე ქონება , ხმალიც ხელთ უნდა ეპყრას.

2. დაფნის გვირგვინი უფრო ნიშანია წამების, ვიდრე ბედნიერების.

3. მხოლოდ ჭეშმარიტებაშია სიბრძნე.

4. უვარგისი სიცოცხლე ადრეული სიკვდილია.

5. ახალგაზრდობას უფრო წაქეზება უყვარს, ვიდრე სწავლა და დარიგება.

6. გონება სასტიკია , გული სჯობია გონებას.

7. მხდალიც იმუქრება , როდესაც შიში არაფრისა აქვს.

8. მოედრეკინე , მაგრამ ნუ დაემტვრევინები.

9. ძლიერია კანონი, ხოლო გაჭირვება კანონზედ უძლიერესია.

10. ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.

11. ჯერ არცერთი ცოდვა არ შემხვედრია , რომ შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო.

12. ზეშთაგონება წილი არ არის, რომ რამდენსამე წილით დარბილებული იქმნას.

13. პირველი ნიშანი გენიოსობისა ის არის , რომ იგი ჭეშმარიტებას არ გადასცდეს.

14. როდესაც ადამიანი გულით არის რასმე მოწადინებული თავის გასამართლებელ მიზეზს ადვილად მოიგონებს.

15. რაც უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს , მაინც ადამიანი ყველაფრით ღირსეული არსებაა ამ ქვეყნად.

მსგავსი ამბები

Back to top button