არქივი

გამორჩეული (რეკორდსმენი) ცხოველები

4ojsw

ცხოველები, რომლებიც თანამოძმეებისგან გამოირჩევიან ძალით, სისწრაფით, მოქნილობით და ა.შ.


აფრიკული სპილო. ათასწლეულების მანძილზე ადამიანი იყენებდა მის არაჩვეულებრივ ძალასა და გამძლეობას ტვირთის გადაზიდვისა და ტრანსპორტირებისთვის დიდ მანძილზე. აფრიკული სპილოს ტანი 100 000 კუნთს მოიცავს და 270 კგ-მდე წონის ტვირთის აწევა შეუძლია.

lcieh
მარტორქა ხოჭო. სპილოსთან შედარებით არარაობად ჩანს, არა? მაგრამ სხეულის პროპორციები რომ გავითვალისწინოთ, ეს მწერი სპილოზე გაცილებით ძლიერია. თავზე გამოზრდილი რქის მეშვეობით მას შეუძლია აწიოს თავის სხეულზე 850-ჯერ (!) მძიმე ტვირთი. ადამიანს რომ იგივე შესაძლებლობა ჰქონდეს, სადღაც 65 ტონას აწევდა, რაც საბრძოლო მძიმე ტანკის წონას უდრის, მაგალითად მერკავასი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს პოსტი.

4ojsw
ნერწყვის ხოჭო. ეს არსება სიაში მოხვდა ხტუნვის განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო. სხეულის სიგრძე 6 მმ-ს აღწევს, მაგრამ შეუძლია საკუთარი თავი ჰაერში “გასტყორცნოს” 70 სმ-ის სიმაღლეზე. ადამიანურ მონაცემებში რომ გადავიყვანოთ, 210 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის სახურავზე შეძლებდით მოსკუპებას.

aqgc6
იმპალა. იმპალა აფრიკული ანტილოპაა, რომელსაც გრძელი, წერწეტა ფეხები და დაკუნთული ბარძაყები აქვს, რაც სირბილისა და ხტუნვისას დიდ დახმარებას უწევს. როცა შეშინებულია, შეიძლება 33 ფუტის (10 მ) სიგრძეზე გადახტეს, სიმაღლეში კი ნახტომმა 3 მეტრს მიაღწიოს. ხშირად იმპალები უბრალოდ, გასართობადაც დანავარდობენ.

6a72w
პატარა ლია. 2007 წელს პატარა ლიებმა რეკორდი მოხსნეს – მათ შეასრულეს ყველაზე ხანგრძლივი გადაფრენა დასვენების გარეშე – 9 დღეში 11,500 კმ-იანი მაჩვენებლით მშობლიური ალიასკიდან ახალ ზელანდიამდე. გზაში კი არც სასმელზე და არც საკვებზე არ გაჩერებულან. ამ ყველაფერმა სხეულის მასის 50%-ის დაკარგვა გამოიწვია.

sp46w
გამურული ქარიშხალა. მისი გადაფრენა ღირსეულ კონკურენციას უწევს პატარა ლიისას. ამ ფრინველთა მარშრუტი 64,000 კმ-ს შეადგენს, ახალი ზელანდიიდან ჩრდილოეთ ნახევარსფერომდე. თუმცა ცხადია, შესვენებებიც აქვთ, რომ დაისვენონ და დანაყრდნენ.

l5b8c
დიდი თეთრი ზვიგენი. 2005 წელს ამ ზვიგენმაც შეაბიჯა რეკორდების სამყაროში. ზვიგენმა, რომელსაც მკვლევარებმა ნიკოლი უწოდეს, 9 თვეში 20,000 კმ-იანი მარათონი დაფარა აფრიკიდან ავსტრალიამდე.

nqbfo
აფროსანი. ოფიციალურად ყველაზე სწრაფი თევზია. მისი სიჩქარე ხანმოკლე პერიოდებში საათში 68 მილს (109 კმ/სთ) აღწევს. ხშირად ნადირობენ ჯგუფურად, იყენებენ თავიანთ სისწრაფეს სარდინებსა და ქაფშიებზე სანადიროდ.

3hady
ავაზა. მას ეკუთვნის პირველობა სისწრაფეში ხმელეთზე მობინადრე ცხოველებს შორის. ხშირად მისი სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს და სიჩქარის მაქსიმუმამდე 3 წამში ადის. ამხელა მონაცემებს მოქნილი სხეულისა და გრძელი, დაკუნთული ფეხების საშუალებით ავითარებს. მაგრამ სირბილისას ენერგიის დიდ რაოდენობას კარგავენ, ამიტომ დაახლოებით 900 ფუტის (274 მ) შემდეგ ჩერდებიან. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს პოსტი.

3n7h8
ტირანოზავრი რექსი. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში დავობდნენ ამ პრეისტორიული გიგანტის სისწრაფესა და სიმარჯვეზე. ზოგი მიიჩნევდა, რომ მას მხოლოდ მსუბუქად ძუნძული შეეძლო, თუმცა ნამარხების გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6 ტონიან მტაცებელს შეეძლო განევითარებინა 18 მილი საათში (29 კმ/სთ), რითაც თანამედროვე ოლიმპიურ მორბენლებს გაასწრებდა.

nzbqa
შევარდენი. შევარდენს ცხოველთა სამყაროში ყველაზე სწრაფი ფრინველის სტატუსი აქვს. თუკი შეამჩნევს საკბილოს, მაგალითად მტრედს, მთელი ძალით ეშვება და მისი სისწრაფე საათში 200 მილს (322 კმ/სთ) სცდება, ეჭიდება მსხვერპლს კლანჭებით და ეშვება მიწაზე, რის შემდეგაც მშვიდად მიირთმევს მას.

დასასრული.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button