საკითხავისასარგებლოსაქართველო

ამირანის მითი

489f3f39f8ea

გაგრძელებაში იხილავთ ქართველი გმირთაგმირის, ამირანის ეპოსის მცირე ნაწილს და მის შედარებას ბერძენ გმირთან პრომეთეოსთან.

მონაცემები უძველესი ქართული ეპოსის ამირანის შესახებ ქრისტეშობამდე III-II ათასწლეულით თარიღდება. მოტივებს ამირანზე ვხვდებით თრიალეთის სამარხში არმოჩენილ ვერცხლის თასზე, სტეფანწმინდაში აღმოჩენილ მცირე ქანდაკებებზე და სხვა.

ამირანის ეპოსი მოგვითხრობს კეთილი გმირთაგმირის ამირანის ბრძოლაზე ბოროტ არსებებთან და ამირანის მიერ მათ დამარცხებაზე. გმირთაგმირი ამირანი ნახევრად ღმერთია და ნახევრად ადამიანი. მისი მამა ადამიანი იყო, ხოლო დედა კი ღვთაება -ნადირობის ქალღმერთი –დალი. ბოროტ სულებთან ამირანის ბრძოლის მოტივის გარდა , ეპოსში დიდი ადგილი უკავია ამირანის მიერ “ღრუბელთ მეუფის” -როგორც ჩანს , ცის, ჭექა-ქუხილის ღვთაების -ქალის, მზეთუნახავ ყამარის მოტაცების ამბავს: ყამარის მამა თავისი ღვთიური ლაშქრით დაედევნება ამირანს, მაგრამ მარცხდება ამ ბრძოლაში. გამარჯვებას ამირანი თვით ყამარის დახმარებით აღწევს. ღმერთი ამირანს სჯის და კავკასიონის კლდეზე მიაჯაჭვებს, იმიტომ რომ თავისი ძალითა და გამარჯვებით გაამაყებულმა ამირანმა მასთან შებრძოლებაც კი მოინდომა.

საყოველთაოდ ცნობილია ბერძნული მითი გმირი პრომეთეოსის შესახებ, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი ანუ ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლო მოსტაცა და ადამიანებს მიუტანა. ამის გამო ბერძენთა უზენაესი ღმერთი ზევსი მას სჯის და კავკასიონის კლდეზე მიაჯაჭვებს, სადაც ის მარადიულად იტანჯება. უდავოა პრომეთეოსის მსგავსება ამირანთან, მაგრამ რადგანაც ამირანის მითი გაცილებით ძველია, ვიდრე პრომეთეოსის მითის შემქმნელი ხალხი, ანუ ბერძნები, არის მოსაზრება, რომ პრომეთეოსის მითი ამირანის გავლენით არის შექმნილი.

სულ ეს არის რაც მინდოდა რომ მეთქვა ქართველი გმირთაგმირის ეპოსის მცირე ნაწილის შესახებ და უნდა ვეცადოთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველებსაც გვაქვს შესანიშნავი მითები.

წყარო: მე და ენციკლოპედია “ჩემი საქართველო”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close