გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე გიჟური ტატუ

1eef9b0fab89
ეს კაცი მემგონი ნამდვილად არ ზრუნავს გვარის გაგრძელებაზე, გერმანელმა Andreas Mueller-მა პენისზე ტატუ გაიკეთა მანქანის მოსაგებად. ერთ-ერთი რადიო შოუ მინი კუპერს ათამაშებდა, გამარჯვებული კი ყველაზე იდეინი უნდა ყოფილიყო. ანდრეასმა გადაწყვიტა ყველაზე მწვავე ხერხისთვის მიემართა და სანაცვლოდ ხელში ჩაეგდო სანატრელი მანქანა. ეს მაინც არაფერში მარგიაო ჩაიბუტბუტა და გაემართა სალონისკენ, სადაც პენისზე ,,მინი” დაიწერა. რადიოს მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ საბრალო კაცის ოხვრა-კვნესითა და ღრიალით ტატუს გაკეთების პროცესში. ჟიურიმ კი ეს ამბავი დაუფასა მას და გამარჯვებულადაც გამოაცხადა.
ანდრეასი თვლის, რომ ტკივილი მალე გაუვლის, სამაგიეროდ მანქანით ტკბობა კარგა ხანს შეეძლება.

845716fcaedf

50 წლის კიმ მორდუემ, რომელსაც ახალგაზრდა შვილი ნარკოტიკების წყალობით დაეღუპა, გადაწყვიტა ტატუ შვილის ფერფლით გაეკეთებინა მისი სულის საპატივსაცემოდ. საღებავს ერევა გარდაცვლილის ფერფლი და მიღებული ნარევით ხდება ტანის მოხატვა. კიმი თვლის, რომ მისი შვილი ახლა მუდამ დედასთან იქნება. ოჯახის წევრებიც და ნათესავებიც სიხარულით შეხვდნენ ახალ ამბავს.
გარდაცვლილი ბიჭი მხოლოდ 24 წლის იყო. კიმი თვლის, რომ ეს სვირინგი ხალხს ნარკოტიკებისგან წამოსულ დიდ საფრთხესაც დაანახებს.
,,ნარკოტიკების გამო შვილის დაკარგვა ყველაზე საშინელი სიზმარია მშობლისთვის”- ამბობს დედა.

b024f464cce3
15 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდგომ ალან ჯენკინსმა გადაწყვიტა საყვარელი ცოლისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, დაემტკიცებინა მისი სიყვარული და უზარმაზარი ტატუ გაეკეთებინა. ასეც მოიქცა, მან ზურგზე ცოლისა და ორი შვილის სახე დაიხატა. მტკივნეული პროცედურა 20 საათი გაგრძელდა და 870 £ დაჯდა.
ალბათ გეგონათ გახარებული ცოლი კისერზე ჩამოეკიდებოდა და სულ მოსულ სტუმრებთან ზურგმოშიშვლებულ ქმარს სპეციალურად გამოანარნარებდა? სულაც არა.. 36 წლის ლისამ (ცოლი) მალე ფეხი დაჰკრა და ვიღაც 25 წლის ლატვიელ საყვარელთან გაიქცა. ეს ბიჭი თურმე ფიტნეს ინსტრუქტორი იყო და სავარჯიშოდ მისულმა ლისამ სპორტდარბაზში გაიცნო, თუმცა როგორც ჩანს წყვილი ვარჯიშს მშვენივრად უნაცვლებდა თვალების ჟუჟუნს.

,,მე არ ვგეგმავდი ამ ადამიანის შეყვარებას, მაგრამ ასე მოხდა,- აცხადებს ლისა, – და თანაც სულაც არ მინდოდა ალანს ზურგი ჩემი გამოსახულებით დაემშვენებინა.”

გულდამწვარი ქმარი კი სვირინგის წაშლას მაინც არ გეგმავს და ამბობს, რომ ლისა მართალია წავიდა, მაგრამ მის უკან სამუდამოდ იქნება, და თუ რამეა მომავალში მხრებზე საკმაო ადგილი მაქვს დარჩენილიო : )))

5b492ddcafb5
ეს ლისა და მისი საყვარელი (გემოვნება კი ჰქონია)

b90baf2dbfc2
ბილი ჯიბი
ამ ბიჭს თავისი ზედმეტსახელიც აქვს – ,,ადამიანი ბილბორდი”. ის საკუტარი სხეულის ნაწილს ყიდის ცნობილ თუ არაცნობილ ინტერნეტ საიტებზე და ზედ მათ მისამართს იწერს. მისი პირველი ტატუ სულაც არ უკავშირდება ინტერნეტ საიტების ბიზნესს, თავდაპირველად თურმე ერთ–ერთი საავტომობილო კომპანიის ემბლემა ამოიტვიფრა, რომელიც ძალიან მოსწონდა. შემდგომ კი დაიწყო მისი, როგორც ადამიანი ბილბორდის ისტორია, პირველად goldenpalace.com – ინტერნეტ-კაზინოს მისამართი დაიწერა მთელ ზურგზე. სხვათაშორის ამ კაზინოსთვის ბილი პირველი არ იყო, ვინც ამგვარი ბიზნესით დაინტერესდა. კაზინომ 10 000 გადაუხადა ერთ ქალს, რომელმაც შუბლზე დაიწერა მათი მისამართი.
a4090312c390

მოკლედ ბილმა დაიწყო და დაიწყო, მან უკვე 26 ტატუ გაიკეთა სხვადასხვა კომპანიისთვის რეკლამის გასაწევად, გინესის რეკორდებშიც აპირებს შესვლას. ახლახან კი სიახლეც შესთავაზა ხალხს, სახელი და გვარი ოფიციალურად შეიცვალა და Hostgator Dotcom დაირქვა, რომელიც ერთ–ერთი ვებ ჰოსტინგის კომპანიას წარმოადგენს.
იგი მზადაა კვლავ მოემსახუროს ინტერნეტ საიტებს, თანაც ნებისმიერ საიტს, მათ შორის პორნო საიტებსაც.

cde62fc28eca

ერთ-ერთმა ევროპულმა საროსკიპომ,რომელიც თავისი დიდი მასშტაბებითაა ცნობილი, ახალი წამახალისებელი რამ შესთავაზა კლიენტებს. ის ვინც ხელზე დიდად გაიკეთებდა ბორდელის სახელის ტატუს, მას რიგ საკითხებში უფასოდ მოემსახურებოდნენ. კერძოდ კი, სასმელი უფასო იქნებოდა მათთვის და კიდევ რამდენიმე მომსახურეობა, ასევე ისარგებლებდნენ ფასდაკლებით.

სხვათაშორის ბორდელი ასეთ დიდ გამოხმაურებას არ ელოდა. ტატუ უკვე გაიკეთა 60-ზე მეტმა კაცმა და კვლავ ბევრი აპირებს.

bf113ab86aa3
3 წლის გოგონა პატარა ასაკის მიუხედავად აქედანვე ემზადება ტატუს სპეციალისტობისათვის. ამაში მამაც ბატონი ბლეინ დიკინსონიც უწყობს ხელს. მან სპეციალურად ამერიკიდან გამოიწერა ტატუს ისეთი აპარატი, რომელიც პატარა ხელებისთვისაა განკუთვნილი.

ბავშვი პრაქტიკას მამის სხეულზე გადის, რომელიც დარწმუნებულია შვილის შესაძლებლობებში და ამბობს, რომ თავად უკვე სხეულის 70% სვირინგით აქვს დაფარული და სულაც არ ინაღვლებს თუ დანარჩენ ნაწილზე თავისი შვილი წაითამაშებს, ან რაიმე ნახატი არც ისე კარგად გამოუვა.
3f4b96037ece

810e19279e34

ალბათ ყველას გაუკვირდება ჩვენთან 101 წლის ქალმა ტატუს გაკეთება რომ აიხიროს : ) მიმი როზენთჰალი 1909 წელს დაიბადა, ნებრასკაში დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა კიდეც და საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი. გათხოვილიცაა და შვილიშვილებიც ჰყავს, ასევე შვილთაშვილებიც. 85 წლის ასაკში ქალს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ქიმიოთერაპიის წყალობით სიკვდილს გადაურჩა.
დღესდღეობით შვილთან ცხოვრობს და თავს გაზეთების კითხვითა და ფეისბუქზე თამაშით ირთობს. 99 წლის ასაკში მიმიმ გადაწყვიტა პირველი ტატუ გაეკეთებინა, აისრულა კიდეც ოცნება და პეპელა დაიხატა, მაგრამ შემდეგ წუწუნებდა, რომ ტატუ საკმაოდ პატარა იყო ზომაში. 100 წლისას კვლავ მოუარა სურვილმა და ამჯერად ყვავილი დაიხატა ფეხზე, თუმცა ამ ტატუს გამოჩენა არც ისე ადვილი იყო, რადგანაც ფეხის აწევა უხდებოდა, რაც 100 წლის ასაკში არც ისე მოსახერხებელია.
ამიტომაც 101 წლის როცა გახდა, იფიქრა ახლა უკვე მკლავზე სჯობს მესამე სვირინგის გაკეთებაო და მზესუმზირის ყვავილი დაიხატა.
როგორც მისი შვილიშვილი ამბობს ბებიას ყურადღება სიამოვნებს და ამას ამიტომაც აკეთებს, უყვარდ როცა ამბობენ, შეხედეთ 101 წლისაა და ტატუ აქვსო.
და ბოლოს, როდესაც ბებოს ჰკითხეს, სად გაიკეთებთ შემდეგ ტატუსო? მან უპასუხა:
,,ალბათ ტრაკზე, კარგით ხომ, ვხუმრობო” დაუმატა თან, თუმცა არაა გამორიცხული მისი ხუმრობა რეალობად იქცეს : ))

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close