გასართობისაკითხავი

Apple

ცოტა რამ “apple”-ზე

ლონდონში, Christie’s-ს აუქციონზე კომპანია Apple-ის მიერ 1976 წელს გამოშვებული პირველი კომპიუტერი 210 ათას დოლარად გაიყიდა.

” Apple-1″-ის მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი და კოლექციონერი მარკო ბოლნეა. ორგანიზატორები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ Apple-1 160-240 ათას დოლარად გაიყიდებოდა.

კომპიუტერი, სანომრე ნიშნით 82, გამოფენაზე ორიგინალური შეფუთვითა და რეკლამით წარმოადგინეს.

“ეფლის” პირველი პროდუქტი კომპანიის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა შექმნა. Apple-1-ის გაყიდვა 1976 წლიდან დაიწყო. მისი ღირებულება 666.66 დოლარი იყო.

თავის დროზე 200 ცალი Apple-1-ი გამოუშვეს. კომპიუტერს MOS 6502 პროცესორი და 4 კბ. ოპერატიული მეხსიერება Hქონდა. მას მეხსიერების 48 კბ-მდე გაძლიერების შესაძლებლობაც გააჩნდა.


კორპორაცია “ეფლს” რეკორდული კვარტალი ჰქონდა. მხოლოდ წინასაახალწლო კვარტალში კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 16 მლნ “აიფონის” და 7 მლნ “აიპადის” გაყიდვა მოახერხა.

“აიფონის” გაყიდვების სიხშირე 2009 წლისას 86%-ით აჭარბებს. კომპანიის სუფთა მოგებამ 32 მლრდ დოლარი შეადგინა. წლის მანძილზე ეს მაჩვენებლები 78 %-ით გაიზარდა. შედარებისთვის, შარშან ამავე პერიოდში კომპანიამ დაახლოებით 3.4 მლრდ დოლარი გამოიმუშავა.


ვატიკანმა მორწმუნეებს iPhone-ის პროგრამის გამოყენება აუკრძალა, რომლის სახელწოდებაცაა “აღსარება: რომაულ-კათოლიკური დანართი” (Confession: A Roman Catholic App).

ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ფედერიკო ლომბარდის თქმით, “მორწმუნეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ აღსარება აღმსარებელსა და სასულიერო პირს შორის უშუალო ურთიერთობას გულისხმობს”.
ლომბარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მორწმუნეებს, ყოველგვარი პირობის მიუხედავად, iPhone-ით აღსარების ჩაბარება ეკრძალებათ”.

“აღსარება: რომაულ-კათოლიკური დანართი” კომპანია Little iApps-მა შექმნა, რომლის შტაბბინაც ინდიანას შტატში მდებარეობს. დანართის შექმნელთა თქმით, პროგრამის შექმნისას მათ აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის წარმომადგენელი სასულიერო პირები და სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრები ეხმარებოდნენ.
პროგრამის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ის განსაკუთრებით მათთვის იქნება სასარგებლო, ვინც ეკლესიის წიაღში დაბრუნება გადაწყვიტა და მღვდელმსახურთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება.

პროგრამის შექმნის მიზანი იმ მორწმუნეთა დახმარება იყო, რომლებიც აღსარებისთვის ემზადებიან. მომხმარებელს იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება მისი აღსარება წმინდა წერილის ნორმებს, მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პროგრამა ლოცვის ტექსტებსაც შეიცავს.

თუ მოგეწონათ დაწერეთ კომენტარებში და უფრო მეტს დავდებ :)

წყარო: ambebi.ge და palitratv.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close