გასართობივიდეოები

უაზრო ჰოლივუდი #13 (კიმელი წღ. დეიმონი)

6687dc24fa1a

ოთხ თვიანი შუალედის შემდეგ “უაზრო ჰოლივუდი” დაბრუნდა!!!

რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ პოსტის კითხვას!

c81ee2146f5e

ჯიმი კიმელი (Jimmy Kimmel) – ამერიკელი შოუმენი და “ღამის შოუ ჯიმი კიმელთან” წამყვანი.

b759cf504815

სარა სილვერმანი (Sarah Silverman) – ამერიკელი კომიკოსი, ჯიმი კიმელის მეგობარი გოგონა.

62a9ecbdd4e8

მეტ დეიმონი (Matt Damon) – ამერიკელი მსახიობი.

2ae50d68d930

ბენ აფლეკი (Ben Affleck) – ამერიკელი მსახიობი.

მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი ბავშვობის მეგობრები არიან, მათ ერთად მიაღწიეს წარმატებას ჰოლივუდში, მათ ერთად აიღეს მათი პირველი ოსკარი ფილმ “ნიჭიერი მისტერ რიპლი”-ის სცენარისთვის, ისინი ფაქტიურად ერთ ოჯახად თვლიან თავს.

მეტ დეიმონის და ჯიმი კიმელის დაპრისპირება, ამ უკანასკნელის შოუთი დაიწყო, ერთერთი სეზონის განმავლობაში ყველა გადაცემას კიმელი ასე ამთავრებდა: “ბოდიშს ვუხდი მეტ დეიმონს რადგან ჩვენ დრო აღარ გვაქვს მასთან საუბრისთვის”, თუმცა სინამდვილეში მეტ დეიმონი მოწვეულიც არ ყოფილა, უამრავი გადაცემის შემდეგ როგორც იქნა თვითონ დეიმონიც მოიწვია…

მას შემდეგ ეს ორი “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” გადაეკიდნენ ერთმანეთს. კიმელი ხშირად ხუმრობდა მასზე… (ეს სიმპატიური რეპორტიორი არის კიმელის შოუს ნაწილი და ხშირად იღებს მონაწილეობას შოუში)

თუმცა დეიმონიც არ ჩამორჩენია კიმელს, მან როგორღაც დაითანხმა სარა სილვერმანი გადაეღოთ ეს ვიდეო და სარას წარადგენინა მაშინ როცა ჯიმიმ ის გადაცემაში მიიწვია…

ახლა უკვე კიმელის ჯერი იყო და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა…

ალბათ ყველა მიხვდებოდით რომ ეს უბრალოდ მეგობრული ხუმრობებია და მეტი არაფერი, კიმელი და დეიმონი სინამდვილეში კარგი მეგობრები არიან.

კიდევ ერთი ვიდეო ამ სტილში…

ბონუსი

აბა, რამდენ თქვენგანს მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის რომ აქ მეტ დეიმონია?

ბონუს ბონუსი

კიდევ ერთი მაგარი ვიდეო კიმელის შოუდან..

FIN

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close