კულტურა

არქეოლოგებმა მონა ლიზას ნეშტი იპოვეს

9210ca3ff507

იტალიელმა არქეოლოგებმა ფლორენციაში წმინდა ურსულას სახელობის ქალთა მონასტრის ტერიტორიაზე აკლდამა აღმოაჩინეს, სადაც, მეცნიერთა აზრით, ლიზა ჯერარდინი დელ ჯოკონდაა დაკრძალული. სწორედ ეს ქალია გამოსახული ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ნახატზე. სპეციალისტებმა მიწის ზედაპირზე უკვე ორი დაზიანებული სასახლე ამოიტანეს და დარწმუნებულნი არიან, რომ ერთ-ერთ მათგანში მონა ლიზას ნეშტია.

ამჟამად იტალიის ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის სპეციალისტები ნეშტს სწავლობენ.

ნაპოვნი სამარხი რომ ნამდვილად 1542 წელს, 63 წლის ასაკში გარდაცვლილ ლიზა ჯერარდინის ეკუთვნის, ამის შესახებ მონაზვნების შედგენილი დოკუმენტები მოწმობს.

მეცნიერები ძვლებიდან აღებულ დნმ-ს ლიზა ჯერარდინის შვილების დნმ-ის სტრუქტურას შეადარებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცნობილი ფლორენციელი ქალბატონის სამარხის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება დადასტურდება.

წარმატების შემთხვევაში, მათ იმედი აქვთ, რომ თავის ქალის მიხედვით ლიზას სახესაც აღადგენენ და ამგვარად ბოლოს მოუღებენ მრავალწლიან დავას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ნახატზე.

წყარო : AMBEBI.GE

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button