არქივი

პარადოქსული რეაქციები

hzekd

პარადოქსული ქმედებები, რომლებიც არაადეკვატურ რეაქციებსა და ქცევებში გამოიხატება, მილიონობით ადამიანს ახასიათებს. ამის გამოსასწორებლად ხშირად საჭიროა ფსიქოთერაპია, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს.

  • სტოკჰოლმის სინდრომი
  • 4onkl
    ეს სინდრომი ემართებათ ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებს. მათ უჩნდებათ სიმპათია იმ დამნაშავის მიმართ, რომელმაც დაატყვევა, თანაუგრძნობენ და ზოგჯერ ეხმარებიან კიდეც, მიუხედავად იმ რისკისა, რომლის საფრთხის წინაშეც არიან. ეს სინდრომი ესადაგება სხვა შემთხვევებსაც. მაგალითად ცოლს, რომელსაც ქმარი სცემს, ასევე გაუპატიურებულ ახალგაზრდას ან ბავშვს. მოვლენამ სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტთან დაკავშირებით – 1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავეები ბანკში შეიჭრნენ და მძევლები (ქალები) აიყვანეს, რომლებიც 28 აგვისტომდე ტყვედ ჰყავდათ. ტყვეებს კისერზე ჰქონდათ თოკი შებმული, შიმშილობდნენ, ტერორში იყვნენ, მაგრამ მალე ორ მხარეს შორის ემოციური კავშირი გაიბა. პოლიციის მიერ გათავისუფლების შემდეგ ტყვეები იცავდნენ კიდეც გამტაცებლებს, ბოლოს კი ციხეში იქორწინეს მათზე.

  • ლიმას სინდრომი
  • 7r2tt
    ასე ვთქვათ, სტოკჰოლმის სინდრომის ოპოზიცია – ამ დროს გამტაცებელს სიმპათიები და თანაგრძნობა უჩნდება ტყვეების მიმართ, გარკვეულწილად მათ წინაშე თავს ვალდებულად გრძნობს. სახელი ეწოდა 1996-97 წლების მოვლენების მიხედვით. 1996 წლის 17 დეკემბერს პერუს დედაქალაქ ლიმაში მარქსისტული რევოლუციური მოძრაობის წევრებმა ასობით ადამიანი აიყვანეს მძევლად. ტყვეებს შორის იყვნენ ელჩები, სამთავრობო და სამხედრო პირები. რამდენიმე დღეში მებრძოლებმა უკან გაუშვეს ტყვეების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ ეს მათ დამარცხებას ნიშნავდა. გაშვებულებს შორის იყვნენ პერუს მომავალი პრეზიდენტი და დედამისი. საბოლოოდ, ყველა მძევალი გათავისუფლდა ერთის გარდა, რომელიც შეტაკებისას სროლაში მოყვა და დაიღუპა.

  • დიოგენეს სინდრომი
  • 99kpc
    დიოგენე ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი იყო, რომელიც ღვინის კასრში ცხოვრობდა და ნიჰილიზმისა და ანიმალიზმის იდეებს ქადაგებდა. ცნობილი ამბავია – როცა ალექსანდრე დიდმა ჰკითხა, რა გსურსო, დიდმა მოაზროვნემ მიუგო: გაიწიე, მზეს ნუ მიჩრდილავო. დიოგენეს სინდრომი გამოიხატება საკუთარი თავის უგულებელყოფით, განდეგილობისკენ მიდრეკილებით, მარტოობით, ზოგჯერ ცხოველებთან ერთად ცხოვრების სურვილით. ეს ძირითადად მოხუც ხალხში გვხვდება და ასაკთან არის დაკავშირებული. თუმცა დიოგენეს არასწორად მიეწერება, რადგან მას დაბალი თვითშეფასება არ ჰქონია, ასევე არაა ცნობები, რომ ჰიგიენას არ იცავდა.

  • პარიზის სინდრომი
  • 6vlbt
    ეს სინდრომი ტურისტებს ახასიათებთ, გამორჩეულად კი იაპონელებს. პარიზში ჩასვლისთანავე მათ ემართებათ ემოციური აგზნება, ეწყებათ თავბრუსხვევა, გადაღლა, სუნთქვის პრობლემები და საბოლოოდ ისევ სამშობლოში გაბრუნება უწევთ. პარიზის სინდრომი წარმოადგენს კულტურული შოკის სპეციფიკურ შემთხვევას. ბევრი იაპონელი ტურისტი ვერ ეგუება პარიზის რეალურ სახეს. მათ წარმოდგენაში პარიზი არის წყნარი, მშვიდი და რომანტიული, ისეთი როგორიცაა ფილმში “ამელი”. ამის მაგივრად კი ხმაურიანი და მოფუსფუსე ქალაქი ხვდებათ. იაპონიის საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს მათთვის, ვინც კულტურულ შოკს განიცდის. საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახებასა და საავადმყოფოში გადაყვანას უზრუნველყოფენ.

  • სტენდალის სინდრომი
  • tq0vw
    სტენდალის სინდრომი წარმოადგენს ფსიქოსომატურ აშლილობას, რომელიც იწვევს გულისცემის გახშირებას, თავბრუსხვევას, არეულობას და გულის წასვლასაც კი, მაშინ როცა პიროვნება იმყოფება ხელოვნების შედევრის წინ, ან გარშემო ხელოვნების უამრავი ნიმუშია. მსგავსი სინდრომი მოიცავს იმ შემთხვევასაც, როცა ადამიანს გადაჭარბებული შეფასება უჩნდება რამის მიმართ და მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგალითად ღია ბუნებაში გასვლისას და მიდამოს დათვალიერებისას. სახელი დაერქვა ფრანგი მწერლის, სტენდალის პატივსაცემად. მან პირველმა აღწერა ეს შემთხვევა, 1817 წელს ფლორენციაში ყოფნისას.

  • იერუსალიმის სინდრომი
  • vvd6a
    ეს საკმაოდ უცნაური და იშვიათი სინდრომია, რომლის დროსაც იერუსალიმში ჩასული ადამიანი შეპყრობილი ხდება რელიგიურ თემასთან დაკავშირებული აბსურდული აზრებით. მაგალითად, წარმოიდგენენ, რომ ღმერთის რჩეულნი არიან, აკისრიათ რაიმე მისია, არიან ხელახლა მოვლენილი რომელიმე ბიბლიური პერსონაჟები, მათზეა სამყაროს ხსნა, აქვთ წინასწარმეტყველების ნიჭი და ა.შ. რის გამოც სიამაყის გრძნობა ეუფლებათ. ეს სინდრომი ემართებათ როგორც იუდაიზმის, ისე ქრისტიანობის მრავალი განშტოების წარმომადგენლებს. იერუსალიმის სინდრომი ფსიქოზის ფორმას წარმოადგენს და ფსიქიატრის ჩარევა ხდება საჭირო.

  • კაპგრასის ილუზია
  • 9kzgy
    კაპგრასის ილუზია დარღვევის იშვიათი ფორმაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ მისი რომელიმე ნაცნობი, უმეტესწილად მეუღლე ან ოჯახის რომელიმე წევრი ჩაანაცვლეს მსგავსი გარეგნობის მქონე ადამიანით. ყველაზე ხშირად ემართებათ მათ, ვისაც აწუხებს შიზოფრენია, ასევე ფიქსირდება რაიმე ტრავმის შედეგად ტვინის დაზიანების შემდგომ. ეს სინდრომი ბევრი ავტორისთვის გახდა იდეის წყარო, მასზე დაიწერა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები და გადაიღეს ფილმები. მაგალითად, სხეულების გამტაცებლები (Body Snatchers), სრული გახსენება (Total Recall) და სტეპფორდის ცოლები (The Stepford Wives).

  • ფრეგოლის ილუზია
  • shmes
    კაპგრასის ილუზიის საპირისპირო შემთხვევა – ფრეგოლის ილუზია იშვიათი და არანაკლებ უცნაური დარღვევაა, როცა პიროვნება თვლის, რომ გარშემო სხვადასხვა ადამიანები რეალურად ერთი ვიღაცაა, უბრალოდ გარეგნობას იცვლის ან ინიღბება. სინდრომს სახელი ეწოდა იტალიელი მსახიობის, ლეოპოლდო ფრეგოლის მიხედვით, რომელსაც თამაშის დროს შეეძლო სასცენო კოსტუმები ძალიან სწრაფად შეეცვალა და ახალ პერსონაჟად გარდასახულიყო. პირველი შემთხვევა 1927 წელს დაფიქსირდა. ორი ფსიქიატრი განიხილავდა 27 წლის ქალის შემთხვევას, რომელსაც ეგონა, რომ მუდამ დასდევდა ორი მსახიობი, რომელთა სანახავადაც თეატრში ხშირად დადიოდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ მსახიობები ხშირად ჩნდებოდნენ მის სიახლოვეს, ინიღბებოდნენ იმ პიროვნებებად, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა.

  • კოტარდის ილუზია
  • mvw8r
    კოტარდის ილუზიის შემთხვევაში ადამიანს აკვიატებული აქვს მცდარი აზრი, რომ თითქოს გარდაიცვალა, არ არსებობს, იხრწნება, ლპება, დაკარგა რაიმე ორგანო ან სისხლი. იშვიათ შემთხვევაში, კოტარდის ილუზიისას ადამიანს ჰგონია, რომ უკვდავი გახდა. სახელი დაერქვა ჟიულ კოტარდის მიხედვით. ის ფრანგი ნევროლოგი იყო და პირველმა აღწერა ასეთი შემთხვევა პარიზში გამართულ ლექციაზე 1880 წელს. სახელად კი “უარყოფის ბოდვა” უწოდა. ერთ-ერთი მაგალითი 1990 წელს დაფიქსირდა. შოტლანდიელი ბიჭი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ დედამ სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა. ბიჭს ეჩვენებოდა, რომ საავადმყოფოში ხორციელად მოკვდა და ახლა მისგან სულიღა იყო დარჩენილი, რომ თითქოს დედამ ის ჯოჯოხეთში წაიყვანა (ეს სიცხის გამო ეგონა).

  • რედუბლიკაციური პარამნეზია
  • g8jpz
    რედუბლიკაციური პარამნეზია მცდარი შეგრძნებაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ერთდროულად ორ ან მეტ ადგილას იმყოფება, ან ადგილმდებარეობის შეცვლა მოხდა. მაგალითად, შეიძლება პიროვნებამ იფიქროს, რომ რეალურად იმ საავადმყოფოში კი არ არიან, რომელშიც შევიდნენ, არამედ მსგავსი გარეგნობის სხვა შენობაში, რომელიც ქალაქის ან ქვეყნის მეორე ბოლოშია. პირველად მასზე 1903 წელს ისაუბრა ჩეხოსლოვაკიელმა ნევროლოგმა არნოლდ პიკმა. ის აღწერდა ალცჰაიმერის დაავადებით გატანჯულ პაციენტს, რომელსაც ეგონა, რომ პიკის საავადმყოფოში კიარა, სხვა კლინიკაში იყო. თავისი მოსაზრების დასტურად იმიზეზებდა, რომ თითქოს პიკი და მომსახურე პერსონალი ორივე ადგილას მუშაობდნენ.

    დასასრული.

    მსგავსი ამბები

    Back to top button