არქივი

ჯექსონი ცოცხალია?!

c26de036a87a

რუსულმა გაზეთი “არგუმენტი ი ფაკტი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაზეთში მუსიკალური პროდიუსერი ანა რუდოვსკაია საუბრობს იმის შესახებ, რომ პოპ მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი ცოცხალია.
პროდიუსერი იგონებს, თუ როგორ მიიღო მაიკლ ჯექსონის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი დასავლეთელი მუსიკალური მენეჯერისგან, რომლის სახელიც სტატიაში არ სახელდება.

”არავითარი კონცერტი არ იქნება. მაიკლი რაღაც დროით გაქრება და გათამაშდება საუკუნის აფიორა. ახლა ჯექსონის სიკვდილი მომგებიანი იქნება. არავისთვის არ არის ახალი, რომ ბოლო წლებში მომღერლის ცხოვრება უკან-უკან წავიდა, მას უამრავი ვალი ჰქონდა და ის დიდებაც აღარ იყო, რაც მას წარსულში ჰქონდა. როგორც კი მაიკლის სიკვდილი გამოცხადდა მისი სიმღერები მსოფლიო ჰიტ პარადების ათეულების პირველ ადგილზე მოექცა. მისი დისკები ფაქტობრივად გაქრა მაღაზიებიდან. ის ამაზე ოცნებობდა. მას იმ დიდების დღეები ენატრებოდა, როცა ის მართლა პოპ მუსიკის მეფე იყო. დიდებასთან ერთად, მას უნდოდა მისთვის მშვიდად ცხოვრების საშუალება მიეცათ და არ ეთვალთვალათ მისი ყველა ნაბიჯისთვის. სიკვდილი საუკეთესო გამოსავალი იყო, ის მის ყველა პრობლებას მოაგვარებდა”, – აცხადებს რუდოვსკაია.

მისივე თქმით, ჯექსონს შეეძლო ექიმებთან შეთანხებით, ისე შეეცვალა გარეგნობა, რომ მისი ცნობა ვერავის შეძლებოდა. მუსიკალური მენეჯერის ვარაუდით, მომღერალი 2 წლის შემდეგ დაუბრუნდება საზოგადოებას.

წყარო www.epn.ge

მსგავსი ამბები

Back to top button