გამოგონებაგასართობისასარგებლო

ჯინის ძვირფასი კოლექცია

622688266c05

რას ნიშნავს ძვირფასი?
შეიქმნა ჯინის ახალი კოლექცია Bombay Sapphire Revelation. კოლექცია შედგება ბროლის ხუთი ხელნაკეთი ბოთლისგან, რომლებიც საფირონებით და ბრილიანტებითაა მორთული. ერთი ბოთლი 200 ათასი დოლარი ღირს.

ba362ab68d21

დიზაინის ავტორია კარიმ რაშიდი. ბოთლი გიგანტურ ხუთწახნაგოვან ძვირფას ქვას მოგვაგონებს. წახნაგები იმ ათი ბოტანიკური ინგრედიენტის სიმბოლოებია, რომლებიც სასმელისთვის გამოიყენება.

31dcd8947830

კოლექციის თითოეული ბოთლი საფრანგეთში დამზადდა კომპანია Baccarat-ის მიერ. ეს კომპანია დახვეწილი ბროლის ნაკეთობების ფუძემდებელი კომპანიაა. ბოთლები იმითაცაა უნიკალური, რომ ინდივიდუალური საცობები აქვთ – უძველესი საიუველირო სახლის, Garrard-ის საფირონებითა და ბრილიანტებითაა მორთული.

26d2f5892d7f

ახალი კოლექციის რაოდენობა შეზღუდულია. ის წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს აეროპორტში – ლონდონის, ნიუ-იორკის, დუბაის, სინგაპურისა და სიდნეის აეროპორტებში, თითოეულში მხოლოდ თითო ბოთლი. მფლობელს შენაძენი აეროპორტიდან გადაეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

c3967bfd00da

კოლექციის გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩაირიცხება საქველმოქმედო ფონდში The Smile Train, რომლის მიზანია გაჭირვებულ ქვეყნებში ბავშვთა ქირურგიის მხარდაჭერა.

წყარო: vinoge.com

Qiitii

1990 wlis 19 marti chemi dabadebis tarigia...

მსგავსი ამბები

Back to top button