გართობაკულტურა

ყველაზე სახიფათო ქვეყნები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

35d4fa32cf2b

სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას? Discovery-ს მიერ შემოთავაზებული  10 “საინტერესო” ქვეყანა:

10. ბრაზილია დედამიწაზე ქვეყნებს შორის ერთ–ერთი ულამაზესია. მაგრამ კრიმინალური სიტუაცია აქ საგანგაშოა. განსაკუთრებით დიდია მკვლელობებისა და გაუპატიურებების რიცხვი. ქურდობა და „ხანმოკლე“ გატაცებებიც საკმაოდ ხშირია. მსხვერპლი შეიძლება პირდაპირ საბანკო ავტომატთან მდგომი მოიტაცონ. თუმცა გამოსასყიდს არც ისე ბევრს ითხოვენ. სან პაულო და სალვადორი ცნობილია გაუთავებელი ყაჩაღური თავდასხმებით(GTA Live). არც რიო–დე ჟანეიროა ამ მხრივ გამონაკლისი, რაც ძირითადად განპირობებულია ძალიან დიდი განსხვავებით სოციალურ ფენებს შორის.

aed8ececf71a

1dea644a6d58

9.ვენესუელა თავგადასავლების მოყვარულთათვის ძალიან მიმზიდველია ლამაზი მთებით გარშემორტყმული განუმეორებელი სანაპიროებით.  ამ სილამაზეში თავს იწონებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მვკლელობების რიცხვის მქონე დედაქალაქი კარაკასი. თუკი ქუჩაში მიმავალი ტურისტი არ არის, ის ან ჯიბის ქურდი, სასტუმროს მძარცველი, შეიარაღებული ბანდის წევრი, ან უბრალოდ ხულიგანია. განსაკუთრებით პოლიციელებს უნდა ერიდოთ, რადგან ძირითადად ისინი პოლიციელის ფორმაში გადაცმული   თაღლითები არიან. თუმცა ვენესუელის სასახელოდ უნდა ითვას, რომ არაჩვეულებრივი სამზარეულო და სერფინგის სანაპიროები აქვთ.

96cbde131ce0

fcb28a29c4f6

8. მთა ევერესტიდან იშლება ყველაზე უფრო თვალწარმტაცი, გრანდიოზული სანახაობა, რაც კი ოდესმე შეიძლება ნახოთ. აქედან გადმოხედვის შემდეგ სამყარო სულ „სხვანაირი“ გეჩვენება ( მთიდან ჩამოსვლის შემდეგაც). მიუხედავად იმისა, რომ ნეპალში კრიმინალი საკმაოდ დაბალ დონეზეა, ძირითადი საფრთხე თვით დედა ბუნებისაგან მოდის. მწვერვალისაკენ მიმავალთათვის გამართულ პირველივე დასასვენებლ კარვებამდე გზა, ფაქტიურად, „მოფენილია“ გაყინული გვამებით. სპეციალური, განსაკუთრებული მომზადების გარეშე შეუძლებელია პირველ ბანაკამდე მისვლაც კი. აუცილებელია არამარტო ფიზიკური, არამედ სერიოზული მორალურ–ფსიქოლოგიური გამძლეობაც.
7db2b07e38f2
7b8237f53340

7. რუსეთის მათვარი ქალაქები – მოსკოვი და სანკტ–პეტერბურგი საკმაოდ ბევრ ტურისტ იზიდავს. კრიმინალური დონე ამ ქალაქებში არც ისე მაღალია და რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. ძირითადად თვალში მოგხვდებათ ე.წ. „სკინჰედები“, რომლებიც კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებზე არიან „დაგეშილები“. მაგრამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, განსაკუთრებით ჩეჩნეთში მოგზაურობა კი ნამდვილად სახიფათოა. დაბომბვები და ადამიანთა გატაცებები აქ ისევ ხშირად ხდება. ასევე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩეჩნეთში რუსული პოლიცია, რომელსაც ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე შეუძლია „საეჭვო“ პირების დაკავება „შემდგომი გარკვევის“ მიზნით, მათ შორის უწყინარი ტურისტებისაც.

3449fb1abbd6

e1820f1defbd

6. ზიმბაბვეც ერთ–ერთი საინტერესო  ადგილია ტურისტებისთვის თავისი სახელგანთქმული ჩანჩქერის – ვიქტორიას გამო. მდინარე ზამბეზიზე გადმომჩქეფარე ბუნების ამ სილამაზეს ადგილობრივები მოსი–ოა–ტუნიას ანუ „მქუხარე ბოლს“ უწოდებენ. გარდა ბუნების ერთ–ერთი საოცრებისა, ეს ქვეყანა გამოირჩევა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციით. მოვლენები აქ იმდენად ინტენსიურად ვითარდება, რომ სავსებით შესაძლებელია ვიქტორიას სილამაზით აღფრთოვანებული ტურისტი შემთხვევით საპროტესტო აქციის, რევოლუციის ან სამოქალაქო ომის მონაწილეც კი აღმოჩნდეს. ასეთი არეულობით ადგილობრივებიც სარგებლობენ და წვრილმან–მსხვილმანი ქურდობების შემთხვევებიც ხშირად ხდება. განსაკუთრებული მოხერხებულობით გამოირჩევიან ტაქსის მძღოლები, რომელთა სამიზნეც ძირითადად გამოუცდელი ტურისტები არიან.

8c3dd8f16a1b

34da097c6045

5. ჰაიტი კარიბის ზღვის ქვეყნებში სილამაზით გამორჩეული ეგზოტიკური ქვეყანაა. ამავდროულად იგი ყველაზე განუვითარებელი და ღარიბი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში. როგორც ამბობენ, ჰაიტიზე არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. კოკაინის ექსპორტის 8% ჰაიტიდან მოდის. მანქანებისა და ადამიანების გატაცება, მკვლელობა, ქურდობა ქვეყნის სიღარიბის შესბამისად ძალიან მაღალ დონეზეა. გატაცებული ადამინები ხშირ შემთხვევაში უგზო–უკვლოდ იკარგებიან. ასე რომ, ტურისტებს ურჩევენ, სასტუმროდან შორს არ გამეგზავრონ. თუმცა არც ახლოს ყოფნაა უსაფრთხოების გარანტია.

30635a22a813

f15adc015590

4.იემენი, მიუხედავად იმისა, რო განვითრებად ქვეყანათა რიცხვშია, საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა ტურისტებისათვის. განსაკუთრებით მიმზიდველია სოკოტრის, ადენისა და კუნძულ კამარანის სანაპიროები. კრიმინალი აქ ძალიან დაბალ დონეზეა და ძირითადად მანქანების გატაცებით შემოიფარგლება ( განსაკუთრებით 4×4ზე მანქანებს წყალობენ). მაშ რა აქვს ამ ქვეყანას სახიფათო? – იემენში „დაბანაკებულია“ ყველაზე სახელგანთქმული ტერორისტული ორგანიზაცია – ალქაიდა. მართალია, კონკრეტულად ქართველებს შეიძლება ბევრი არაფერი გევმუქრება მათგან, მაგრამ აი, ამერიკელებს კი განსაკუთრებით „ერჩიან“. ხშირია თვადასხმები ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ტურისტებზე. ყოველშემთხვევაში, პოლიტიკურად აქტიურ რეგიონებსა და ჯიპით სიარულს უნდა მოერიდოთ.

5fe7507059a7

facfd731654d

3. კენია ბუნების საოცრებაა. ნაირობის ეროვნულ პარკს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. ეს საყვარელი ადგილია საფარის – მონადირული ექსპედიციების მოყვარულთათვის. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაშიც აქტიურად მოქმედებენ დანაშაულებრივი დაჯგუფებები. ხშირია შეიარაღებული თავდასხმები, სასტუმროს ნომრების ძარცვა, მანქანებისა და ადამიანების გატაცება, ჯიბის ქურდობა, ძალადობის ფაქტები ფატალური შედეგით. ტურისტებს ხშირად სძალავენ ფულს სხვადასხვა თაღლითური „აფიორებით“. ტერორისტული აქტები არც თუ იშვიათობაა. 1998 წელს მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა 225 და დაზარალდა 5000 –მდე ადამიანი. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ალქაიდამ აიღო.

ac67224eb174

c1d8cbbb8c60

2. ლიბანის დედაქალაქს– ბეირუთს შუა აღმოსავლეთის პარიზს უწოდებენ. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროც გამორჩეულად ლამაზია ამ ქვეყანაში. თუმცა, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის – ჰეზბოლას სამშობლო ძალიან სახიფათოა ნებისმიერი ჩასული თუ იქ მცხოვრები ადამიანისთვის. ამერიკელ ტურისტებს საერთოდ უკრძალავენ(strongly not recommended) ლიბანში ჩასვლას. 2008 წელს ჰეზბოლას დაჯგუფებებმა გადაკეტეს აეროპორტისაკენ მიმავალი და ყველა სხვა ძირითადი მაგისტრალი და მთელი ქალაქი, ფაქტიურად, მძევლად აიყვანეს. ბოლო არჩევნებზე ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სიტუაცია თითქოს ცოტათი დაწყნარდა, თუმცა ტურისტებს კვლავ აფრთხილებენ მოსალოდნელი ტერაქტების დიდი ალბათობის შესახებ.

42c820fa13ae

0bcd47e4c66e

1. სომალის აფრიკულ ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი აქვს. აქ ნახავთ მაღალი დონის სასტუმროებს, გემრიელ სამზარეულოს და ულამაზეს ალმადოვარის მთებს. ერთადერთი რასაც აქ ვერ შეხვდებით – ტურისტებია. სომალის ტურიზმის სამინისტროს (ნეტა რათ უნდათ) 2004 წლის მონაცემებით, 14 წლის მანძილზე არცერთი რეგისტრირებული ტურისტი სომალის არ ჰყოლია. რატომ? სომალი ყველაზე სახიფათო და საშიში ადგილია მთელს დედამიწაზე. გამუდმებული სამოქალაქო ომებმა, ომებმა ნარკობარონებსა და იარაღით მოვაჭრეებს შორის ეს ერთ დროს ლამაზი ქვეყანა ნანგრევებად აქცია. მთელი ქვეყანა დაყოფილია ერთმანეთის მოსისხლე დაჯგუფებებად, რომლებიც არაფერზე იხევენ უკან, რათა მოიპოვონ კონტროლი იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. თუ გსურთ, მოგადიშუს ერთ–ერთ საუკეთესოსასტუმრო „შარმოში“ მიირთვათ უგემრიელესი ლობსტერი და კიბორჩხალები, 10 კბილებამდე შეიარაღებული ადამიანისგან შემდგარი დაცვის აყვანა მოგიწევთ, რომ აეროპორტიდან სასტუმრომდე მიაღწიოთ. განვითარებულ ქვეყნებს აქ საელჩოებიც კი არ აქვთ. ტერაქტები, “ ქუჩური“ ომები, სასტიკი მკვლელობები სომალის ჩვეულებრივი ცხოვრების რითმია. მე მგონი, საკმაოდ მიზეზებია იმისათვის, რომ აუცილებლად ნახოთ ეს ქვეყანა. :)

ed4ffbc86666

7b38118f3346

a25a06c00fbb

a935b8b282f7

57f24afbf419

7bd4d00ef73a

მსგავსი ამბები

Back to top button