კულტურაუცნაური

უცნაური სიკვდილი: მამალმა კაცი მოკლა

fce1ee4c42a7
ყოველი ბრძოლა შეიძლება იქცეს საბედისწეროდ. . .მამლების ჩხუბიც კი. ეს ბრძოლა სახიფათოა მხოლოდ ფრინველებისთვის, თუმცა არაა გამორიცხული ცოცხალი ადამიანიც შეეწიროს ამ წარმოდგენას, როგორც ერთ-ერთი კალიფორნიელი მამაკაცი

35 წლის ხოსე ლუის ოჩოას, კალიპორნიიდან, დაუზიანდა მარჯვენა ფეხი და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჩოას მოუწია 2 საათი ლოდინი, ვიდრე მან იპოვა სამედიცინო დაწესებულება. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ეს ფრინველები აღჭურვილნი არიან დანებით ჩხუბის დროს.

“მე არასოდეს მინახავს მსგავსი ინციდენტი,” განაცხადა სერჟანტმა მარტინ კინგმა, “ადამიანებმა იციან, რომ დაზიანებული ადგილიდან უამრავი სისხლი დაიქცევა, თუ დაუყონებლივ არ იქნა მიღებული სამედიცინო მომსახურება”.

პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა უკანონოდ ჩატარებული მამლების ჩხუბის დროს, თუმცა მათ არანაირი დაპატიმრებები არ განუხორციელებიათ ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ასევე მათ განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს 5 მკვდარი მამალი ადგილზე მისვლისას.

სასამართლოს გამომძიებელმა არ დააკონკრეტა თუ ზუსტად როგორ მოკლა მამალმა ოჩოა, იყო ეს გადაჭარბებული სისხლდენა, ინფექციური თუ სხვა რაიმე მიზეზი.

მსგავსი ამბები

Back to top button