კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბავშვობა
ალბათ ბევრს გახსოვთ, ადრე დავდე პოსტი, სადაც ჩვენი ბავშვობის კინოგახმოვანების ლეგენდები შეგახსენეთ. ამჯერად ისევ 90-იანებში გადავალთ, ოღონდ ჩვენს საყვარელ (მულტ)სერიალებში, რომელთაგან ზოგი შეიძლება აღარც გახსოვდეთ.
მულტსერიალები
პაპირუსი, სამწუხაროდ იუტუბზე ვერ მივაგენი.
ოო სეტ, ომბოსის მბრძანებელოო
მაგიური სინათლის რაინდები
ლომად ვინც იქცეოდა, ლეონიდასი ერქვა, ახლაც მახსოვს.
კუნინძები / Teenage Mutant Ninja Turtles
პრინცესა შეჰერაზადა
თუ არ ვცდები, მე-9 არხზე გადიოდა.
ფიფქია / Blanche Neige
ეს დილით იყო, მგონი 8-ის ნახევარზე, შეიძლება 8-ზე. გათვლილი იყო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც წასვლის წინ უყურებდნენ ტელევიზორს.
პაწაწინა ონავრები / Rugrats
ეს უკანასკნელი რატომღაც არ მიზიდავდა.:D
ტელეღიპუცები
არც ეს.:D
მხეცების ომი: ტრანსფორმერები / Beast wars – Transformers
ამ მულტსერიალმა გაზარდა ჩემი სიყვარული ავაზის მიმართ.
ლუი
ბავშვები 402-ე ოთახიდან
ყველაზე სასაცილო მუტლსერიალი (ჩემთვის).
ადამიანი-ობობა
მულტსერიალი, რომელიც არცერთხელ არ გამომიტოვებია და ყოველ ყურებაზე იმედი მქონდა, რომ ახალი სერიები იქნებოდა დამატებული.:D
და, რა თქმა უნდა, გრენდაიზერი
ერთადერთი მულტფილმი, რომლის გამოც ეზოდან სახლში ამოვდიოდი.
სერიალები
საიდუმლო მასალები
სერიალი, რომლის გამოც ბევრჯერ გვიანობამდე ვერ დამიძინია (არა იმიტომ, რომ გვიან გადიოდა, არამედ ნანახის გამო რაღაცები მეჩვენებოდა).
ნაითმენი
კობრა
ბრუს ლის წინამორბედი : ))
ანდრომედა
ალექს მაკის საიდუმლო სამყარო
GC-161 გადასხმული გოგონას ისტორია
ოქროს ვარდის გამოქვაბული
X მუტანტები
სოპრანოს კლანი
ჰერაკლეს ლეგენდარული თავგადასავლები
ჰერაკლე და მისი განუყრელი მეგობარი იოლაუსი : )
დროის პოლიციის რეინჯერები
სამწუხაროდ, რამდენიმე ვიდეოს გაუქმებული აქვს გაზიარების ფუნქცია. ესენია:
და ნიკიტა
ეს ყველაფერი დაახლოებით 2 საათში “მოვხიკე”, ამიტომ შეიძლება რაღაცები გამომრჩა.