ახალი ამბებისაქართველო

საქართველო რაგბის ქვეყანა

საქართველოში რაგბი  თანდათან უფრო ვითარდება და სულ მალე ჩვენ რაგბის ქვეყანა გავხდებით

ეს ყველაფერი კი უფრო ადრე დაიწყო,მაშინ როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემდადგენლობაში იყო 1959 წელის პირველად დაარსდა საქართველოში გუნდი და სწორედ ამ წლიდან იწყება ქართული რაგბის ასაკის ათვლა.საბჭოთა პეროიდში რაგბი დიდი პოპულარობით არ სარგებლობლობდა და სწორედ ამიტომ საქართველოში რაგბი ვერ განვითარდა.1989 წელს როდესაც საბჭოთა კავშირის დღეები დათვლილი იყო და ეროვნული მოძრაობაც თავის ზენიტში იყო,ქართულმა რაგბმაც მოინდომა დამოუკიდებლობა და  irb-ის გაუგზავნა ქართული რაგბის აღიარების მოთხოვნა,როგორც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი ფენომენის, რაც სამწუხარდ არ დაკმაყოფილდა,ამავე წელს ჩატარდა პირველი საერთაშორისო თამაში ზიმბაბვესთან სადაც 16-3 გავიმარჯვეთ.შემდეგ უკვე 1992 წელს irb-იმ გვაღიარა,მაგარმ ეს ისე პერიოდი იყო არა მარტო ქართული რაგბის არამედ საქართველოს ისტორიააში სადაც დიდი განუკითხაობა და ძმათა შორის დაპირისპირება დაიწყო და არც 90-იანი წლები გამოირჩეოდა  რაგბის აყვავების ხანად,სწორედ 1993 წელს წავაგეთ რუსეთთან პირველად და უკანასკნელად 15-9.ამავე პერიოდში დიდი პრობლემა იყო სტადიონი,რადგან როგორც ასეთი რაგბის სტადიონი,რომელიც საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლებდა არ არსებობდა და ფეხბურთის სტადიონზე თამაშის უფლებას არ აძლევდნენ,თუ რამოდენიმე ცალკეულ შემთხვევას არ განვიხილავთ რაც დიდი ძალისხმევის შედეგი იყო.ასე რომ დადგა XXI საუკუნე და მიუხედავად იმ დიდი დაბრკოლებებეისა და პრობლემებისა რაც ქართულმა რაგბმა გადაიტანა 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით სადაც ღირსეულად ვითამაშედ და განსაკუთრებით კარაგთ ვითამაშეთ სამხრეთ აფრიკასთან,მსოფლიომ კი მეტი გაიგო ქართული რაგბის შესახებ და სწორედ ამ პერიოდიდან იწყებაქართველი რაგბისტების უცხოურ კლუბებში ტრანსფერი,ძირითადად  ეს იყო ფრანგულ და რუმინულ კლუბებში,რაც შესაბამაისად მათი სათამაშო კლასის ზრდას ნიშნავს.

შემდეგ იყო წაგებაც მოგებაც ერთა თასზე და აი უკვე 2007 წელს მეორედ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც კარგად დავამახსოვრეთ თავი ირლანდიას და მოვუგეთ ნამიბიას.






ამ წარმატების შემდეგ საქართველოში რაგბი უფრო და უფრო პოპულარული გახდა,გაიხსნა ორი ახალი რაგბის სტადიონი სადაც ჩატარდება 2012 წლის მსოფლიო ჩეემპიონატის შესარჩევი ტურნირი 20-წლამდელთა შორის სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდება კანადა,ზიმბაბვე და იაპონია. ეს ტურნირი დაიწყება 24 მაისს და დამთავრდება 5 ივნისს. ამის შემდეგ სექტემბერში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ახალ ზელანდიაში სადაც უკვე მესამედ მივიღებთ მონაწილეობას რაც უკვე დიდი წარმატებაა და ამას თუ იმასაც დაუმატებთ, რომ საქართველოს არცერთი  სპორტის ჯგუფურ სახეობაში დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში არ გავსულვართ 3-ჯერ ზედი-ზედ მსოფლიო ჩემპიონატზე.


ამ ჩამპიონატზე რას ვიზავთ ჩვენ სექტემბერში გავიგებთ მაგარმ მომავალში იმედი მაქვს,რომ ჯგუფიდან გავალთ და ადგილს 6 nations-ში დავიმკვიდრებთ,ამ მიზნის მიხწევაში   კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ ქართულ არხებს რაგბი მარტო რუსეთთან თამაშის წინ არ გახსენდებათ და ქართველი გულშემატკივარიც ისეთივე თავდადებული იქნება ,როგორც ბირჯღალოსნები თამაშისას.მომავლის გემებამდე კი ერთა თასი გვაქვს მოსაგები,რომელიც 5 თებერვალს უკრაინასთან გამარჯვებით დავიწყეთ 12-ში კი ესპანეთს ველით ლოკომოტივის სტადიონზე.

ქართული რაგბის მნიშვნელოვანი თარირები და მიხწევები კი ასე გამოიყურება:

1989 : პირველისერთაშორისო თამაში საქართველო- ზიმბაბვე: 16-3

1992:  irb-იმ გვაღიარა

2007 :საქართველო ჩეხეთი :  98-3

2003,2007,2011: როდესაც საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე  ისაპარეზა ან ისპარეზებს

2001,2007-08,2009: მოვიგეთ ევროპის ერთა თასი

2011:თბილისში ჩატარდება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სესარჩევი ტურნირი

იმ ტურნირები ცხრილი,რომლებშიც მივიღებთ მონაწილეობას:

“ერთა თასი”

12 თებერვალი: საქართველო-ესპანეთი

26 თებერვალი: პორტუგალია-საქართველო

12 მარტი: საქართველო-რუმინეთი

19 მარტი: რუსეთი-საქართველო

“20 წლამდელთა მსოფლიო ალფა”

24 მაისი: საქართველო-კანადა

28 მაისი: საქართველო-ზიმბაბვე

1 ივნისი: საქართველო-იაპონია

“მსოფლიო თასი 2011”

14 სექტემბერი: შოტლანდია-საქართველო

18 სექტემბერი: ინგლისი-საქართველო

28 სექტემბერი: საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი: არგენტინა-საქართველო


თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close