საკითხავისაქართველოსურათები

შაორის ტბა


შაორის ტბა

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს.

შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ2. წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ3.

საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები.

ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

წყარო:ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close