ხატვის სიყვარულში
ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი, რომ ხელოვანი ხალხი უცნაურები არიან, შემდეგ ალბათ გიფიქრიათ ამაზე და დასკვნაც გამოგიტანიათ, ვეჭვობ ეს დასკვნა დადებითი იქნებოდა.
რატომ ხდება ასე?! ზოგადად ადამიანები ყველანი უცნაურები ვართ, ჩვენი ,,ხუშტურები” გვაწუხებს, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა, გაგება, ჩაწვდომა. აი როდესაც იმდენად ღრმაა ადამიანი, რომ ვერ ჩაწვდები, სწორედ მაშინ გვაქვს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან.
ასეთებად მიმაჩნია მე მხატვრები.
ხატვა იგივე პირადი დღიურის წერაა, რომ გადმოიღებ ტილოს, ადგილიდან გაუნძრევლად გაიქცევი, გადაიკარგები სადღაც შორს, თან ფუნჯს საკუთარ სულში ჩააწობ და საკუთარვე ბუნებას გადაიტან ტილოზე, შემდეგ სადმე შეინახავ, რომ ოდესმე გადმოიღო და დახედო იმ ძველ,( ერთ დროს რომ იყავი) ,,საკუთარ თავს”.
ლეონარდო და ვინჩიმ თქვა: ნახატი პოეზიაა, რომელიც უფრო უკეთ ჩანს, ვიდრე იგრძნობა, ხოლო პოეზია ნახატია, რომელიც უფრო ჩანს, ვიდრე იგრძნობაო.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხელოვნება სულაც არაა სიმართლე, ის ტყუილია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია სიმართლეს ჩავწვდეთ. ხელოვანს კი უნდა ჰქონდეს ის მანერულობა, ის მიგნება, რომლის საშუალებითაც სხვებს დაარწმუნებს, რომ მისი ტყუილები ცამდე სიმართლეა.
ოსკარ უაილდი ,,დორიან გრეის პორტრეტში” ამბობს: ყველა პორტრეტი, რომელიც კი დიდი გრძნობითაა დახატული, თავად მხატვრის პორტრეტია და არა იმის, ვინც წინ ზის.
ამიტომ ყოველთვის გაფაციცებული ვაკვირდები ხოლმე პორტრეტებს : )
მინახავს, როგორ დამდგარა ადამიანი და დიდხანს, დიდხანს უყურებია ნახატისთვის იმ მოლოდინით, რომ ზედ რაიმეს ამოიკითხავდა. თუ ჰკითხავთ მას აზრს, ნათქვამი სულაც არ დაემთხვევა თქვენს მიერ ამოკითხულს. სწორედ ამაში დევს ნახატის გენიალურობა, ზოგჯერ მაყურებელი ზუსტად იმას კითხულობს ზედ, რაც მასთანაა კავშირში, რაც მას უნდა.
მინდა გაგაცნოთ ის მხატვარი, რომელიც ჩემი აზრით ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული თავის ძალაში და დარწმუნებული ვარ ხშირად ეჭვებიც აწუხებს ნიჭთან დაკავშირებით. მაგრამ მინდა ვუთხრა და დარწმუნებული ვარ თქვენც ეტყვით, რომ ის ძალიან ნიჭიერია და რომ არაჩვეულებრივად ხატავს : ) ეს ადამიანი გახლავთ რამაზ ყაზიშვილი.
ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იწყებდნენ ხატვას კარგი მხატვრები, აი სულ თავიდან როგორ გამოსდიოდათ ანუ, ჰოდა რამაზს ბავშვობის სურათებიც გამოვძალე და აგერ გაჩვენებთ : ))
დასამთავრებელი ნახატები:
,,ატომი”
,,ბავშვი და..” (2009 წელი)
,,ილუზია” (2009 წელი)
,,ნარკომანი” (2010 წელი)
,,პოპულარობა”
,,რუსეთ–საქართველოს ომი”
,,საქართველო” (2005 წელი)
,,თეატრი” (2010 წელი)
,,ხელოვანი” (2008 წელი)
,,ხელოვანი” (2010 წელი, მალე დამთავრდება მასზე მუშაობა როგორც ვიცი : ) )
მცირე ბიოგრაფია
დაიბადა 1987 წლის 31 ივლისს. სკოლაში ხატვა საერთოდ არ გამოსდიოდა და უარესიც, 3-იანი ჰყავდა :D თურმე შურდა კიდევაც სხვების, კარგად რომ ხატავდნენ და დაკომპლექსებულიც იყო. ამ ნახატების შემხედვარეს ეს ამბავი მართლაც გაგიკვირდებათ. 9 წლისამ კი სოფელში თავის ტრავმა მიიღო (თავი მიარტყა კედელს), რის შემდეგაც შუბლის ძვალიც კი დაუზიანდა.
ამის მერე ჩამოდის სახლში და მალე იწყებს ხატვას.. პირველად ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია გადმოხატა და საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა, სხვებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ ამბავს. დედამ ის სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, სადაც მოსწავლეთა მიღებაზე ასაკობრივი ზღვარი – 11 წელი იყო დაწესებული, მაგრამ როდესაც რამაზის ნახატები ნახეს, ის მაინც მიიღეს. აქ მან 3 წელი იარა.
რაც სეეხება სასწავლებელში ჩაბარებას, 2002 წელს ჩააბარე ა. შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც 3 გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღო და 2 წელი საფასურის გადახდისგანაც განთავისუფლდა.
ჩაბარებიდან 5 თვეში (ამ დროს 15 წლის იყო), მან ვარჯიში დაიწყო ბოდიბილდინგში, როგორც ამბობს უკეთ სწავლა შეეძლო, მაგრამ ვარჯიში დიდ დროს ართმევდა. ბოდიბილდინგის შეჯიბრებებში მონაწილეობა არასდროს მიუღია, როდესაც ვკითხე რატომთქო, მიპასუხა:
,,მე არ ვარ ის, რომ გავიხადო და სხვებმა ტაში მიკრანო”.
8 წელი ვარჯიშობდა და წელის ტრამვის გამო ახლახან შეწყვიტა დატვირთვა. მაქსიმალური სიმძიმე, რაც აუწევია არის 200 კგ. (არ გაგიკვირდეთ)
მივუბრუნდეთ ისევ მხატვრობას. რამაზს 9 გამოფენა ჰქონდა. საკუთარ ნახატებს არ ყიდის, რადგანაც ნახატების აზრს მაინც ვერ იგებენ ისე, როგორც საჭიროა, ამიტომაც ურჩევნია მასთან ინახებოდეს. ასრულებს შეკვეთებს, როგორც ამბობს შეკვეთებში უმეტესად ბუნება და პეიზაჟები ჭარბობს.
სამომავლოდ ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანას და გამოფენის გაკეთებას გეგმავს.
წარმატებებს ვუსურვებთ რამაზს და საქართველოს ისეთი ხალხის მომრავლებას, რომელიც უფრო გემოვნებიანი ნახატებით დაინტერესდებიან, ვიდრე პრიმიტიული ბუნებისა და ბალახ-ბულახის სურათებით.
დასრულებულები:
,,სიზმარი”
,,აპოკალიფსის შემდეგ” (2004 წელი)
,,ავი თვალი” (2009 წელი)
,,ცუდის შემდეგ მოდის კარგი”
,,დეპრესია” (2003 წელი)
,,განკითხვის დღე” (2006 წელი)
გზა სურეალიზმის ფერწერაში (2009 წელი)
იესოს ხატი
,,ჯოჯოხეთი” (2007 წელი)
,,მარტოობა” (2005 წელი)
პეიზაჟი
,,როლისთვის ბრძოლა” (2010 წელი)
,,სასწორი”
,,უფასო დაგვიფარე” (2010 წელი)
,,თეატრი”
…………………………………………………………………………………………………………………..