სასარგებლოსაქართველოსურათები

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი…

ბევრი ინფორმაცია დაიდო უცნაურზე სტადიონების შესახებ მარა არ ყოფილა ბორის პაიჭაძე.. ხო და მე გადავწყვიტე დამედო მცირე ინფო ამ სტადიონის შესახებაც.. :*

როგორც დავაკვირდი, იყო პოსტები მსოფლიოს სტადიონების შესახებ, ასევე იყო მარაკანა.. მარა როგორც ჩანს, ეს მართლაც გრანდიოზული სტადიონი გვავიწყდებოდა და არ ვდებდით ამის შესახებ.. არადა ვინ იცის როგორ გაინტერესებდათ ამ სტადიონის ინფო.. ხო და ეხლა მე გადავწყვიტე გაგახაროთ და მცირე ოდენი ინფორმაცია ამ სტადიონზეც დავდო.. ;)

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, ასევე უბრალოდ ეროვნული სტადიონი მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია თბილისში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. აგებულია 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი). 1955-56 წწ განიცადა მცირე, ხოლო 1970-იანებში ძირეული გადაკეთება და ხელახლა გაიხსნა 1976, 26 სექტემბერს (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.

სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა – შეხვედრა უეფას თასზე თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0. სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45.000 მაყურებლით). საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის 100.000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა დინამოსა და ლივერპულს შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110.000 მაყურებელი დაესწრო (დასრულდა თბილისის გამარჯვებით (3:0)). ეს მაჩვენებლი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.

1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.

ამ სტადიონმა მართლაც რომ ბევრი კარქი ფეხბურთელი აღზარდა და ევროპულ გზას დააყენა “არა მარტო ევროპულ” ასევე ბევრი მართლაც რომ ძლიერი მეტოქე მიიღო მართალია ვერ დავამარცხეთ მარა მაინც ღირსეულად ვებრძოლეთ.. იტალიასაც და საფრანგეთსაც მათ შორის..

ეჰჰ.. :D ბევრი ვიწვალე მარა მგონი მაინც საინტერესო ჰოსტი გამომივიდა… :*

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close