კულტურაუცნაური

აშშ-ში “დედა” და “მამა” წარსულს ჩაბარდება

აშშ-ს საპასპორტო აპლიკაციებიდან მალე ამოღებული იქნება სიტყვები “დედა” და “მამა”, ისინი ჩანაცვლდება ნეიტრალური ტერმინოლოგიით – მშობელი ერთი და მშობელი ორი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ქმედება ემსახურება არასქესობრივი ხასიათის ტერმინის დამკვიდრებას, რათა მიესადაგოს ოჯახების ყველა ტიპს, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონეებისას.

გეების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებულნი შეხვდნენ. ფრედ სანცმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ-ში 100 000-ობით ბავშვი იზრდება არატრადიციული ორიენტაციის მქონე მშობლების მიერ და ამით მოხდება მათი აღიარება, როგორც სრულფასოვანი მშობლებისა.

“სიტყვების – დედა და მამა – უფრო გლობალური ტერმინით შეცვლით ყველა ტიპის ოჯახს ექნება საშუალება, მივიდნენ და ბავშვისთვის საბუთები მოამზადონ, ჩაეწერონ მათ მშობლებად ისე, რომ არ ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს სახელმწიფო მათ რამენაირად ჩაგრავს” – განაცხადა ჯენიფერ კრაისლერმა, ოჯახური თანასწორობის საბჭოს (ორგანიზაცია, რომელიც იცავს LGBT ტიპის ურთიერთობებს) დირექტორმა.

მისი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მიმართავდა თხოვნით სახელმწიფოს, გადაედგა ეს ნაბიჯი. და აი, როგორც იქნა, მისი ნატვრა ახდა.

“სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ოჯახების სტრუქტურა იცვლება. ყველაზე კარგი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ხელი შევუწყოთ იმ მშობლებს, რომლებსაც სურთ, ბავშვები მყუდრო და მოსიყვარულე გარემოში გაზარდონ.”

ცხადია, ამ ნაბიჯმა აღშფოთება გამოიწვია ქრისტიანულ ორგანიზაციებში. ოჯახური კვლევის საბჭოს (ქრისტიანული ორგანიზაციაა) პრეზიდენტმა, ტონი პერკინსმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკუღმა მოაზროვნე სამყაროში შეიძლებოდა მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვითომდა, ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეს პირდაპირ შეუწყობს ხელს ჰომოსექსუალური ურთიერთობების გავრცელებას.

მას დაეთანხმა დალასის ბაპტისტური ეკლესიის პასტორი, რობერტ ჯეფრისი. “ეს ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჯერ შემცირდეს, ბოლოს კი გაქრეს სხვაობა კაცსა და ქალს შორის. ასევე ემსახურება იმ აზრის დამკვიდრებას, რომ თითქოს ბავშვის გასაზრდელად საჭირო არაა ორივე მშობელი – დედაც და მამაც.”

პასპორტის ძველ ფორმას, სადაც იხმარებოდა სიტყვები დედა და მამა, არაზუსტი უწოდეს. ახალი ფორმა სავარაუდოდ ამ თვიდან გავა ხმარებაში.

ეს კი ძველი ფორმა:
04r90jmsz5f05nqc1rjk

მსგავსი ამბები

Back to top button