არქივი

ქართველების მოდური მოდა

d7a7a206e9ac

მოკლედ და ლაკონურად (არა) რომ ვთქვა მინდა, შევეხო საქართველოს ახალგაზრდობის მოდას. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩაცმის სტილს, ამ სიტყვაში ვაერთიანებ როგორც ტანსაცმელს (ზმანები), ისე  სიყვარულს და სიძულვილს (!) მუსიკის, მომღერლების , ფილმების …. და უფრო მეტიც, ხასიათზე ყოფნას და ყურადღების მიქცევის ხერხებსაც .

მოდის ქართველებისთვის ყველაზე შესაბამისი განსაზღვრებით დავიწყოთ , ტანსაცმლის სტილი… ჩვენთან , მოდის ტენდენციები მილანზე უფრო სწრაფად იცვლება , გვიან შემოდის და მალე მიდის , მაგალითად დავიწყოთ , შარფებით კონკრეტულად „არაფატკებით“ თუმცა ბევრმა არც იცის მისი სახელი. მოკლედ აი ისინი რა შავ-თეთრები და იასამნისფერები როა …

1559aafb2886

შარშან ზაფხულში უცებ შემოვარდა საქართველოს მაღაზიებსა და ჩინურ „ლავკებში“ ეს აქსესუარი და მალევე ყველამ აიტაცა , ბევრს მოწონდა და ბევრსაც იმიტო ეკეთა, რომ „მოდაში“ იყო , მაგრამ არ გავიდა 2 თვეც რომ არაფატკის გაკეთება გოიმობად იქცა და რატომ არ იკითხავთ ? ყველას ეკეთა და იმიტომ , შესაბამისად , მაგარი როჟა რომ გამოსულიყავი აუცილებლად უნდა გეთქვა რომ ეს შარფი მაგარი „ბანძი ვეშია“ მერე რა თუ ადრე შენც გქონდა და „კაი ტიპობდი“. არაფატკის სიყვარულის მოდა გადავიდა არაფატკის სიძულვილში და ჩვენი სანაქებო „მოდის მონებიც“ რა თქმა უნდა  აყვნენ.

ეხლა ვატყობ რომ თანდათან შემოდის ახალი მოდა შარფომანია ანუ ყველანაირი შარფი გარდა არაფატკისა და ძალიან მეშინია მოდის მეფე–დედოფლებმა მალე არ გადამიყვანოს „ბანძების სასტავში“ იმიტომ რომ მე უკვე კაი ხანია შარფებით ვმოძრაობ , მათ შორის არაფატკით (დღემდე)

იგივე შეიძლება ითქვას , თიმბელენდებზე   რომლებიც შარშან ზამთრიდან ძალიან პოპულარული გახდა ,  ოღონდ აუცილებლად ენა უნდა გქოდეს გადმოგდებული და შარვალი ფეხსაცმლის ყელში ჩადებული : ))) აქაც უკვე გამოჩდა რამდენიმე „მოდის მერცხალი“ რომელმაც შეიძულა ეს ფეხსაცმელი

008804ed3f47

ნუ Ray-ban way farer  სათვალეების ლეგენდა ისევე როგორც ray ban aviator  საუკეთესო ბრენდის ორი საუკეთესო მოდელი , მაგრამ მე მინდა შევეხო კონკრეტულად „შავ პლასტმასის სათვალეს“ რომელიც 60იანი წლებიდან მოდის და ერთერთ ყველაზე პოპულარულ აქსესუარად ითვლება , თუმცა საქართველოში უკვე გადავიდა მოდიდან : ))))) მასაც ისეთივე ხვედრი ერგო როგორიც არაფატკას და თიმბელენდებს შეძულებულ იქნა მოდის მეფე–დედოფლების მიერ რომლებიც ძირითადად ან შავ სათვალეებს ეძახიან ან ძველებურ რეი ბანებს : ))))

c7949bad5ef5

დავანებოთ თავი აქსესუარებს და ტანსაცმელს ისე კი ბევრის დაწერა შეიძლება … და გადავიდეთ მუსიკაზე.

შეიძლება ესე ვთქვათ ჩვენთან არიან როკერები რომლებიც უსმენენ ყველაფერს : )))))) ან არიან დროებითი როკერები, რეპერები… მოკლედ ყველაფერი პაპსავიკების გარდა (მე პაპსავიკი ვარ : ))) ) მახსოვს დრო  მართალია ბავშვი ვიყავი, მაგრამ არ დამავიწყდება რადიო 105 ში რამდენი როკერი ამესიჯებდა .  მათგან ყველა გიჟდებოდა „ბლინკებზე“ „სისტემების ლონლი დეიზე” და განზებზე თუმცა ამ ჯგფუების რეპერტუარიდან სამ–სამი სიმღერის მეტი მოსმენილი არ ქონდათ , ხო სულ დამავიწყდა , „ბითლზების ესეტერდეი“ ამათში გადიდა : )))

33d436f1cf43

კიდევ კარგი , Led zeppelin და Deep purple ისეთი ძლიერი ჯგუფები იყო , რომ ფსევდოროკერებმა ვერ გაქაჩეს მათ სიყვარულის დაბრალება , უბრალოდ როკზე ჩამოვარდნილ თემაში აღნიშნავდნენ რომ კლასიკურ როკს არ უსმენდენ (არა და როკი  როკია ) ნუ აქაც რა თქმა უნდა მოვიდა სიძულვილის მოდა და შეიწირა system of a down (SOAD) , blink-182 ყველას გადაავიწყდა და რასმუსი , რომელიც როკად ითვლებოდა და სინამდვილეში bridpop_ის ჟანრში გადის ყველამ შეიძულა მათ შორის იმათმაც ვისაც უყვარდა და მათი მოსმენა ტოლფასი გახდა ნინო ჩხეიძის მოსმენის (ისე ამ ქალის გინებაც მოდაშია და ჯერჯერობით გადამოდებას არ აპირებს)

შევეხოთ რეპს სადაც მყარად ლიდერობს  2pac , snoop , big ,  ნუ ძირითადად ეს სამი  და საძულველ რეპერებში გადის 50  cent  , არა და თუ “რეპერია” და თან “განგსა რეპერი” 50 сent_ს როგორც მინიმუმ პატივს უნდა სცემდეს როგორც უბნიდან მოსულს  „nigga from neighborhood“ ამის მაგივრად კი უსმენენ  justin timberlake , timbelend, cris brown , და სხვა ჰიპ–ჰოპ და პოპ მომღერლებს , თუმცა რომ კითხოთ პაპსა მაგრად „ტეხავს“ ნუ მერე რა რო snoop dogg_მა კეტი პერისთან ჩაწერა დუეტი ის მაინც განგსტერია მერე რა რომ „განგსტა რეპი მოკვდა 2pac და BIG ისთან ერთად.

1d12038158a5

წასულებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა , წელს , რომელ რიცხვში აღარ მახსოვს ,გარდაიცვალა პოპის მეფე ,  MJ,

2a67877c62b0

აქამდე საქართველოში ჩემი თაობის ახალგაზრდები არ იყვნენ მისი მსმენელები , მაგრამ კაცი მიწაში არ იყო ჩადებული როცა უკვე ყველას დაlikeებული ქონდა facebookze მისი გვერდი და ყველას ეწერა მობილურში  როგორც მინიმუმ  billie jean

სოციალური ქსელები ხო მოდაშია და მოდაში , ნუ აქაც სიძულვილის მოდამ გადაუარა ოდნოებს , თუმცა ოდესღაც ყველა დარეგისტრირებული იყო … სახე წიგნი და სტატუსები ეს ხომ განუყოფელი თემაა ერთმანეთისგან , და აქ ჩვენ ნათლად ვხედავთ როგორც მინიმუმ 70 % ახალგაზრდობის ფანტაზიასთან დაკავშირებულ პრობლემებს , უნდათ დაწერონ სტატუსი თუმცა რა დაწერონ არ იციან და მოფიქრებისთვის არც ჭირდებათ დიდი დრო , გუგლში რომელიმე სიმღერის ტექსტს ნახავენ და პირწმინდად დააკოპირებენ რამდენიმე სტრიქონს , ნუ ინგლისური ტექსტი თუ იქნება „ხო ვააააააააააააააააფშე , ზნაჩიტ მაგარი როჟა ხარ“ და
ლაიკებს აირტყამ ბევრს .

c76fff25ad78

და ბოლოს ჩემთვს ყველაზე საიტერესო მოდა , ხასიათები : ძალიან მოკლედ ვიტყვი: აქ არის საუბარი დეპრესიულ ახალგაზრდობაზე , რომლების უხასიათობაც შემოიფარგლება ისევ და ისევ სტატუსებით „მძულხართ ყველა“ , „არავინ არ მომწეროს“ „ცუდ ხასიათზე ვარ“  ეს სტატუსები რაღა თქმა უნდა სიყალბის ეტალონებია და ერთადერთი მიზანი აქვთ , მიიქციონ ყურადღება .

საბოლოოდ მინდა დავსვა ესეთი კითხვა: რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანს ის მოწონდეს და ძულდეს  რაც გულით მოწონს და ძულს  ,  იქნება ეს სათვალე , შარფი , მუსიკა , თუ სხვა რამ . რატომ ვართ ერთმანეთის ქსეროქსები აბსოლიტურად ყველაფერში , დავიჯერო XXI საუკუნეში ფანტაზიის ისეთი დეფიციტია , რომ საკუთარი გემოვნება ვერ ჩამოგვიყალიბებია?

Peace and Love from LG

მსგავსი ამბები

Back to top button