გასართობი

“გამოსადეგი” კვლევები და “მნიშვნელოვანი” შედეგები

ბრიტანელი მეცნიერები ხანდახან უცნაური და მხიარული კვლევებით არიან დაკავებულნი. ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დარჩეს ადამიანს, რომ თითქოს ისინი ყველაზე მოცლილი ხალხია მსოფლიოში.

10. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იხვებს წვიმა ყვარებიათ. იმის შესასწავლად, რაც სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა ისედაც იცის, მათ დახარჯეს 300 000 ფუნტი და სამი წელი.

9. მეცნიერთა სხვა ჯგუფმა დაადგინა, რომ ძაღლები ამთქნარებენ პატრონებთან ერთად (ანუ პატრონის დამთქნარების შემდეგ). ეს საოცარი დამოკიდებულება კი ძაღლის კოგნიტურ-ქცევითი ინსტიქტებით ყოფილა გამოწვეული.

8. ალბათ ვიღაცისთვის სასარგებლოა ის კვლევაც, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ რთული მოქმედებების შესრულებისას კნუტები იყენებენ მარკვენა თათს, ხოლო ზრდასრული კატები – მარცხენას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კატები მიეკუთვნებიან ამბიდექსტერებს, ანუ ერთნაირად ფლობენ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა თათს.

7. ბრიტანელმა მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ჭიანჭველებს შორისაც არიან კორუფციონერები და თაღლითები. ეს ლოგიკურიცაა, რადღანაც ჭიანჭველები გამოირჩევიან მწერებს შორის ყველაზე მკაცრად იერარქირებული სისტემით და ორგანიზებული ცხოვრების სტილით.

6. მეცნიერების შემდეგი აღმოჩენით დადგინდა, რომ ყოველი 10 ლონდონელი ჭიამაიადან 9-ს სოკოვან-ვენერიული დაავადება აქვს. ცნობისათვის, მწერებში ვენერიულ დაავადებები სუსტად მიმდინარეობს.

5. ადამიანის სიკვდილის მიზეზი შეიძლება მოწყენილობაც გახდეს – ეს ბრიტანელი მეცნიერების კიდევ ერთი ახალი აღმოჩენაა. კვლევის დასასრულს, გამოკვლეულ მოწყენილ ადამიანთა 40% გარდაიცვალა.

4. იყო ფრიადოსანი – საშიშია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ბრიტანელ მეცნიერთა აზრით, მოსწავლეები, რომლებსაც მხოლოდ მაღალი ნიშნები ყავთ, უფრო მეტად იტანკებიან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, ვიდრე საშუალო შეფასების მოსწავლეები.

3. კილის უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაამტკიცეს, რომ ლანძღვა და სიბილწე ადამიანს ფიზიკურ ტკივილს უმცირებს. ამის შესახებ იუწყებოდა გაზეთი The Telegraph-იც.

2. სხვა ექსპერიმენტმა კი დაამტკიცა, რომ ღიმილი არავის უადვილებს ცხოვრებას და არავინ ხდება უკეთ. უცნაური კი ისაა, რომ ცდები ჩატარდა გველებსა და ლოკოკინებზე.

1. მშობლები სჯიან შვილებს ტყუილების გამო, ხოლო თვითონ ტყუილს ამბობენ საშუალოდ ასჯერ წელიწადში – დაითვალეს მეცნიერებმა. თუმცა, არსებობს სხვა კვლევაც, რომელიც ადასტურებს, რომ საშუალოდ, თანამედროვე ადამიანი 3,5-ჯერ იტყუება დღე-ღამეში.

არ ვიცი, რამდენად ღირებულია ეს კვლევები, მაგრამ იმედია ცოტა მაინც გაერთეთ… :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close