არქივი

მითები ასტრონომიაზე

b2c39

ასტრონომიასთან დაკავშირებული რამდენიმე მცდარი შეხედულება.

tz81p

  • პოპულარული მითი, რომელიც ფართოდ აიტაცა საზოგადოებამ, არის ის, რომ თითქოს სავსე მთვარეობისას დანაშაულთა რიცხვი იმატებს და ადამიანები უფრო აგრესიულები ხდებიან. რეალურად, ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩატარებულა სტატისტიკა და მიიჩნევა ფსევდომეცნიერულ თეორიად. უფრო მეტიც, სულ მცირე ბოლო 30 წლის განმავლობაში უფრო მეტი მტკიცებულება დაგროვდა იმისა, რომ ეს მოსაზრება არასწორია.
  • wun0j

  • კოპერნიკი არ ყოფილა პირველი ადამიანი, რომელსაც გაუჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. პირველად ეს მოსაზრება ანტიკური ხანის მოაზროვნეებმა წამოაყენეს, რომელთა ზუსტი ვინაობა სამწუხაროდ ცნობილი არაა. თუმცა ვიცით ის, რომ პირველად ასეთი აზრი გაჩნდა ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში და ჩვენამდე სანსკრიტზე დაწერილი დოკუმენტის სახით მოაღწია.
  • uagbd

  • ალბათ გსმენიათ ეს მითიც: ნასამ მილიონობით დოლარი დახარჯა, რათა კოსმოსში საწერი კალმები შეექმნათ, საბჭოელებმა (სსრკ) კი ეს მარტივად გადაწყვიტეს – კოსმოსში ფანქარი წაიღეს-ო. ეს მითი ანეკდოტად კი გამოდგება, მაგრამ რეალობას სცილდება. სინამდვილეში, ამერიკელებიც და საბჭოელებიც ფანქარს იყენებდნენ. თუმცა მსგავსი კალამი ნამდვილად არსებობს, პოლ ფიშერის მიერ 1965 წელს შექმნილი ე.წ. “კოსმოსური” კალმები, რომელთა მელანი ნულოვანი გრავიტაციის პირობებშიც მოქმედებს. მაგრამ ისინი 400 ცალი დამზადდა და სულ რაღაც $6 ღირდა.
  • 3rt88

  • თუკი ღრმა ჭის ფსკერზე დადგები და ზევით აიხედავ, ვარსკვლავებს დაინახავ – ალბათ ერთხელ მაინც უთქვამთ თქვენთვის, ან ყურმოკვრით გაგიგიათ. ეს უძველესი მითია, რომელსაც ჯერ კიდევ არისტოტოლეს ნაშრომებში ვხვდებით, თუმცა ალბათ მიხვდით, რომ მცდარია. რასაც ქვემოდან დაინახავთ, არის კედლები, სინათლის ნაკადი და ცის “ნაგლეჯი”.
  • 4vmkf

  • ინტერნეტში განთავსებულ სხვადასხვა სტატიებში ალბათ ნახავდით ე.წ. “სახეს” მარსზე, რომელსაც ბევრი ადამიანი უცხო ცივილიზაციის არსებობის დასტურად მიიჩნევს. ბოლოს განხორციელებული რეისებიდან, ნასამ მოახერხა უფრო სუფთა და მკვეთრი სურათის მიღება, რომელზეც აშკარაა, რომ გამოსახულება სახეს ნაკლებად ჰგავს. ზოგი მაინც არ ნებდება და ისევ ამტკიცებს, რომ ეს სახეა, ზოგი ამბობს, რომ ნასა სიმართლეს მალავს. პირველ შემთხვევას პარეიდოლია ჰქვია, მეორეს კი “სასურველი ფიქრი (wishful thinking)”
  • a96i1

  • გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენსკენ მთვარის მხოლოდ ერთი ნაწილია “მოშვერილი”, ბევრს ჰგონია, რომ დანარჩენი ნაწილი არასდროსაა განათებული და მუდამ ბნელშია. მას ასეც უწოდეს – მთვარის ბნელი მხარე. ძველ დროში ეს ქმნიდა ილუზიასაც, რომ დედამიწის თანამგზავრი უძრავი იყო. თუმცა ცხადია, მთვარე ბრუნავს. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება მასზე ადგილი, სადაც სინათლე ვერასდროს აღწევს. მიზეზი, რის გამოც მუდამ ერთი და იგივე ნაწილს ვუყურებთ მთვარისას, მისი ბრუნვის სიჩქარეა.
  • vaza0

  • გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ტელესკოპი გალილეოს არ გამოუგონია. ტელესკოპის პირველი ნიმუში 1608 წელს შეიქმნა და გამოგონების ავტორობა მიეწერება ჰანს ლაპრეის (ლიპერგეის, ლიპერსგეის). თუმცა, გარდა გალილეისა, სხვებსაც მიეწერებოდათ შეცდომით. მათ შორის იყვნენ ზაქარია იანსენი და იაკობ მეთიუსი.
  • vouh0

  • სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან გავრცელდა მცდარი შეხედულება, რომ ადამიანები ღია კოსმოსში გასვლისას ხომალდს თუ შორდებიან, სივრცეში რამდენიმე წუთს ძლებენ. რეალურად, ადამიანს დაახლოებით 15-30 წამის განმავლობაში შეუძლია ამ მდგომარეობაში გაჩერება. უფრო დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში ჯერ თავბრუ დაეხვევა, შემდეგ გული წაუვა, ბოლოს კი ასფიქსიით მოკვდება.
  • q7ig3

  • ღამის ცაზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოლარული ვარსკვლავი არ წარმოადგენს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს. ყველაზე კაშკაშა სირიუსია, რომლის სიდიდე შეადგენს −1.46-ს, ხოლო პოლარული ვარსკვლავისა 1.97-ს (რაც დაბალია სიდიდე, მით კაშკაშაა ვარსკვლავი). პოლარულ ვარსკვლავს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ტიტული პატარა დათვის თანავარსკვლავედში აქვს და არა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე.
  • 021ha

  • მერკური ყველაზე ახლოსაა მზესთან, თუმცა ის არაა მზის სისტემის ყველაზე მხურვალე პლანეტა. ამ სტატუსს ვენერა ფლობს. მიზეზი ნახშიროჟანგით გაჯერებული ატმოსფეროა. მერკურის ზედაპირი საშუალოდ 430 გრადუსამდე ცხელდება, ვენერასი – 460-მდე.
  • დასასრული.

    მსგავსი ამბები

    Back to top button