გასართობისაკითხავისასარგებლო

ძველი ეგვიპტის ღმერთები (ნაწილი 2)

7fb241cb4cdb

ესეც მეორე ნაწილი……

1) თოტი – იბისისთავიანი ან ბაბუინის სახიანი ღმერთი, რომელიც განათლებას და დამწერლობას მფარველობდა. ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ თოტი იყო ის, ვინც მათ დამწერლობა და სალაპარაკო ენა შეუქმნა. ის დაკავშირებულია ასტრონომიის, გეომეტრიის და სხვა მეცნიერებების განვითარებასთან. ნათქვამია, რომ მან შექმნა უმნიშვნელოვანესი “მკვდართა წიგნი”.

7206e35e6620

2) მუტი – თებეს ძერა ქალღმერთი.მუტი ძველ-ეგვიპტურ წიგნებში და ფრესკებში გამოსახულია ფრთებით და უფრო ხშირად ძერის ან სვავის ფორმით. მუტი ხშირად არის მოხსენიებული როგორც “ყველას და ყველაფრის დედა”.

f39032ea6749

3) ჰორი – მიმინოსთავიანი ღმერთი, რომელიც ფარაონს განასახიერებდა. მთვარე და მზე მისი თვალების აღმნიშვნელი იყო. ის იყო ისიდას და ოსირისის შვილი. ნათქვამია, რომ ის წინ აღუდგა სეთს და ღმერთები მიიმხრო, ამიტომ გამარჯვება მოიპოვა.

9694f52e3809

4) ოსირისი – გარდაცვალების და მიწისქვეშეთის ღმერთი. გარდაცვლილთა მოსამართლე. ფიქრობდნენ, რომ ოსირისმა შექმნა ეგვიპტის ცივილიზაცია. ბევრ სურათებში მას ადევს მწვანე ფერი, რაც მკვდრეთით აღდგომაზე მიუთითებს.

30a08699266f

5) ანუბისი – გარდაცვლილთა და ბალზამირების ტურისთავიანი ღმერთი. სასაფლაოების მცველი. ის იყო მკვდართა წინამძღოლი, როდესაც ისინი საიქიოს გზაზე მიდიოდნენ. ის იყო მაგიის და შხამ-წამლების ოსტატი.

ac4754808d25

6) ნეფთისი – ისიდას და,რომელიც გარდაცვლილებს მფარველობდა. ანუბისის დედა. ოსირისის და.

35c0455cfaab

7) ისიდა – დედების მფარველი ქალღმერთი, ოსირისის ცოლი და ჰორის დედა. ის იყო ყველანაირი ცოცხალის დედა და ყველანაირი სიცოცხლე მოდიოდა მისგან.

d7d8d456cb75

წყარო: წიგნები(ეგვიპტოლოგია და ძველი ეგვიპტე) და ცოდნა.

Back to top button