Albert Kahn-ის ფოტოშემოქმედება
სრულიადში ჩიტი გამოფრინდება! (მართლა კი არა) :D
ჩვენ იმ ხანაში ვცხოვრობთ, როცა ტექნოლოგიებმა ადამიანის არსებობის ისტორიაში განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია. დღეს ბევრ ჩვენგანს იოლად მიუწვდება ხელი საშუალოზე მაღალი ხარისხის ფოტოაპარატზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა გაცილებით ადვილია იყო ფოტოგრაფი, ვიდრე ოდესმე… მაგრამ დაახლოებით 100 წლის წინ, ფოტოხელოვანობა სულაც არ იყო იოლი საქმე, მეტიც, საკმაოდ უხეშ სამუშაოდაც მიიჩნეოდა.
ფოტოაპარატი ყოველთვის არ ყოფილა ასეთი კომპაქტური, ლამაზი და მოსახერხებელი. წარსულში ის დაახლოებით 20 კილოგრამს იწონიდა. სურათის გადაღება კი საერთოდ კოშმარი იყო – ფოტოგრაფებს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდათ, რომ კარგი ფოტო გამოსვლოდათ, ჩვენ კი უპრობლემოდ შეგვიძლია ათასობით გადავიღოთ და მათგან ერთი საუკეთესო ამოვარჩიოთ.
ალბერტ კანი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც პროფესიად ფოტოგრაფობა აირჩია. ფერადი ფოტოები, რომელთაც ახლა თქვენ ხედავთ სწორედ მის მიერაა გადაღებული 1909–1931 წლებში.