არქივი

მიხაი ზიჩი

987278a7da2b

ვეფხისტყაოსნის ერთერთი ილუსტრატორი. ზიჩი არის ვეფხისტყაოსნის უნიკალური და ულამაზესი მოვლენების ამსახველი.

95721802b6bb

უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი მიხაი ზიჩი დაიბადა 1827 წლის 15 ოქტომბერს, სოფ. ზალაში (უნგრეთი). უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში.1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1846 წელს იმოგზაურა იტალიაში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი.

424ccca1dab6

1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), “ვეფხისტყაოსნის” საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო.

05864eb7e4c6

ზიჩიმ ქართულ თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა – “ქართველი ქალის პორტრეტი” (1874, კერძო კუთვნილება), “იკორთის მონსტერი” (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს)

f0ed41f035b1

მიხაი ზიჩი გარდაიცვალა 1906 წლის 28 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ბუდაპეშტში

4759b21820dd

ზიჩის აღნიშნული ნამუშევრები (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში)

d48aa039a55c

0dbef02b2cc0

1c0b0449f44c

წყარო: burusi.wordpress.com

Qiitii

1990 wlis 19 marti chemi dabadebis tarigia...

მსგავსი ამბები

Back to top button