გასართობისაკითხავისასარგებლო

ძველი ეგვიპტის ღმერთები (ნაწილი 1)

2c57a5f2ef99

მე ძალიან დაინტერესებული ვარ ეგვიტური კულტურით და ეს პოსტი მინდა დავუთმო ძველი ეგვიპტის ღმერთებს……

1) ჰტაჰი – მემფისის შემოქმედ-ღმერთი, რომელსაც მუმიის სახე აქვს, აცვია თეთრი მოსასხამი. ის არის არქიტექტორთა, ხელოვანთა და მოქანდაკეთა მფარველი. მიჩნეული არის, რომ ჰტაჰი იყო ის ღმერთი რომელმაც ააშენა გემი, რომლითაც გარდაცვლილები საიქიოში მიემგზავრებოდნენ. გადმოცემებით ვიცით, რომ ის იყო არაჩვეულებრივი არქიტექტორი. ნათქვამია, რომ მისი შექმნილია რკინის ფირფიტა, რომელიც არის ცის დასასრული.

f3423caf1b3d

2) ხნუმი – ნაყოფიერების ცხვრისთავიანი ღმერთი-შემოქმედი. ის არის წყლის ღმერთი. ნათქვამია, რომ მისი შექმნილია პირველი ბავშვები ნილოსის ნაპირების წებოვანი ქვიშებით. ის ასევე იცავდა მზეს, როდესაც საიქიოში მოგზაურობდა…

593363cd5f1b

3) ჰათჰორი – ცის ქალღმერთი, რომელსაც ზოგჯერ ძროხის სახე აქვს. ის იყო ჰორის ცოლი და ზოგჯერ მოიხსენიებოდა, როგორც ფარაონთა დედა. ეგვიპტელები მას მიიჩნევდნენ, როგორც ჩვენი გალაქტიკის “რძიანი გზის” შემქმნელს.

992ff086228a

4) ამუნ რა – ქორისთავიანი მზის ღმერთი. ნათქვამია, რომ რა ყოველდღე თავიდან იბადება. ის დაღამებისას გემზე სხვა დანარჩენ ღმერთებთან ერთად ჯდება და მიდის ქვეყნის დასალიერში ბოროტებასთან საბრძოლველად. იქ რა იღუპება, მაგრამ მაინც იმარჯვებს, ამიტომ ამოდის მზე ყოველ დღე. მომდევნო დღეს თავიდან იბადება და ისევ საბრძოლველად მიდის. ეგვიპტელები ფიქრობენ, რომ რას დამსახურებაა ყოველდღე მზის ამოსვლა.

b862640084f5

5) სეხმეტი – ლომი ქალღმერთი, რომლის სუნთქვაც უდაბნოს ცხელ ქარს წარმოქმნიდა. მისი სახელი წარმოქმნილია ეგვიპტური “სეხემ”, რაც ნიშნავს ძალას, ძალაუფლებას. ეგვიპტელები შუადღის სიცხეს აღიქვამდნენ, როგორც სეხმეტის რისხვას. სეხმეტი არის ექიმთა და ფსიქიატრთა მფარველი.

cd58edfe574b

6) მაატი – ჭეშმარიტების, სამართლიანობის და სამყაროს ჰარმონიის ღმერთი. მისი სახელი ეგვიპტურად “სიმართლეს” ნიშნავს. ეგვიპტელების აზრით, მაატი რომ არ ყოფილიყო, სამყაროში ქაოსი დაისადგურებდა.

7b70a61f9938

7) ბასტი – სიყვარულის კატა-ქალღმერთი, რომელსაც მთვარეს უკავშირებდნენ. ეგვიპტეში ყველა კატას ბასტს უკავშირებდნენ და კატის მოკვლა ბასტის შეურაცყოფად და დანაშაულად ითვლებოდა. ის იყო ამუნ რას შვილი და მას მოიხსენიებდნენ, როგორც “ამუნ რას თვალს”.

69c0ad969cd9

8) სობეკი – ნიანგი-ღმერთი, რომლის ოფლითაც წარმოიშვა ნილოსი. ზოგ ლეგენდაში სობეკი სეთთან არის გაიგივებული, როდესაც სეთი ნიანგის ფორმას იღებდა.

f616ea75764a

1 ნაწილის დასასრული…. წყარო: წიგნები: ეგვიპტოლოგია და ძველი ეგვიპტე,ცოდნა.

მსგავსი ამბები

Back to top button