გართობაუცნაური

ტკბილი სურსათი

Image Hosted by ImageShack.us

ალბათ ნებისმიერ მხატვარს, ვინც იტყოდა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ფუნჯებს ვლოკავთო, მაშინვე სავადმყოფოში კუჭის ამოსარეცხად გაგზავნიდნენ, მაგრამ 36 წლის ავსტრალიელი მხატვრის, სიდ ჩიდიაკის ჯანმრთელობა არავის აღელვებს.

მაესტროს ყველა სურათს თან ახლავს წარწერა: „ხელით არ შეეხოთ! არ ალოკოთამ წარწერით მხატვარი ცდილობს მნახველთაგან დაიცვას თავისი ნამუშევრები.

საქმე ის არის, რომ თავის სურათებს ორიგინალური მხატვარი საღებავებით კი არა, უგემრიელესი ბელგიური შოკოლადით და საკვებში გამოსაყენებელი საღებავებით ქმნის, ტილოც იჭმება და ძალიან გემრიელიც არის.

სიდ ჩიდიაკის ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა სხვადასხვა ქვეყნის როგორც სურათების გალერეებში, ასევე შოკოლადის ბაზრობებზე და ყველგან დიდ ინტერესს იწვევდა. ამჯერად შოკოლადის ტილოები ლოსანჯელესშია გამოფენილი, მერე მას ნიუიორკელები და პარიზელები ნახავენ.

მსგავსი ამბები

Back to top button