არქივი

ორი მზე – ერთ დღეს

dbf96a090b0c

დედამიწელები მალე უიშვიათესი მოვლენის მოწმენი გახდებიან, რაც მხოლოდ რამდენიმე ათას წელში ერთხელ ხდება. ავსტრალიელი მეცნიერი, ფიზიკოსი ბრედ კარტერი ამბობს, რომ ეს მოვლენა კოსმოსში მოხდება.

ასტრონომის გამოთვლებით, დედამიწიდან 640 სინათლის წელიწადის მანძილზე მყოფი ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი ბეტელგეიზე, ორიონის თანავარსკვლავედიდან, შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. ბოლო 16 წლის განმავლობაში ვარსკვლავმა სიმგრვალე დაკარგა, პოლუსებში შემჭიდროვდა, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, 15% შემცირდა ზომებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ რამოდენიმე თვეში, მაქსიმუმ – ერთ წელიწადში, ის ახალ ვარსკვლავად გადაიქცევა.

ვარსკვლავის აფეთქებისგან სინათლისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივბის იმდენად ძლიერი ნაკადი წამოვა, რომ დედამიწელები პრაქტიკულად ახალი მზის დაბადებას მიადევნებენ თვალს. მსგავსი კოსმოსური შოუ დაახლოებით ექვს კვირას გრძელდება, ეს კი დაახლოებით თვენახევრიან “თეთრ ღამეებს” ნიშნავს პლანეტის ცალკეულ უბნებში. დანარჩენი დედამიწელები დღის შუქის ორი-სამი დამატებითი საათითა და ღამით აფეთქებული ვარსკვლავის საოცარი სანახაობით დატკბებიან.

აფეთქებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ ვარსკვლავი ქრობას დაიწყებს, რამდენიმე წლის შემდეგ კი დედამიწელთათვის საბოლოოდ მიიმალება

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button