გართობაუცნაური

ავსტრალიის სანაპირო ქაფმა დაფარა

e052cbef6023
2007 წლის 28 აგვისტოს ავსტრალიის, კერძოდ კი სიდნეის ნაპირებზე მოხდა ძალზედ უჩვეულო შემთხვევა.

ოკეანემ სანაპიროზე გამორიყა უდიდესი რაოდენობით ქაფი, რომელმაც მოიცვა არამარტო პლიაჟი, არამედ ახლომდებარე სახლებიც. ჟურნალისტებმა ამ მოვლენას შესაბამისი სახელიც გამოუძებნეს – “კაპუჩინოს სანაპირო”.

როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ ქაფი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად გაჩნდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, პირიქით, ამ მოვლენამ საკმაო გახალისება გამოიწვია დამსვენებელთა შორის.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ქაფი წარმოიშვა წყლის დაბინძურებით, სხვადასხვა ქიმიური ნარჩენებით, დამპალი მცენარეულობებითა და ბიოლოგიური ნარჩენებით.

ასეთი მოვლენა ძალზედ იშვიათობაა. ბოლოს ის 30 წლის წინ მოხდა…

29e478ba9b23

da726b617534

მსგავსი ამბები

Back to top button