არქივი

ცნობილი ნახატების უცნაური და იდუმალი ისტორიები

b70d06e9b84a
გქონდეს საკუთარი პორტრეტი და თანაც ცნობილი და აღიარებული ავტორისგან შექმნილი – მრავალთათვის ოცნებად რჩება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი მოიძებნება არცთუ ცოტა ადამინი ,ვისაც გამოსაჩენ ადგილზე სწორედ ფერწერული ტილოს დაკიდება სურს. ზოგიერთი ინტერიერის გასალამაზებლად პეიზაჟს ან ნატურმორტს კიდებს, და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ თითოეული სურათი თავის ენერგეტიკას ატარებს. და მითუმეტეს როცა ისტორიაში მრავალი მაგალითი არსებობს , თუ როგორ გავლენას ახდენდნენ ნახატები თავის მფლობელებზე, მენატურეებზე ანდა უბრალოდ ადამიანებზე, რომელთაც მხოლოდ თვალი შეავლეს მათ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება უბრალოდ დამთხვევა იყოს, თუმცა დამთხვევები ძალიან ბევრია და როგორც ამბობენ, ერთხელ -შემთხვევაა, ორჯერ – დამთხვევა, სამჯერ კი – კანონზომიერება…

მრავალი სპეციალისტი თვლის, რომ ზოგიერთი ტილოს შექმნისას ბნელი და იდუმალი ძალები არიან ჩართული, უამრავი ცნობილი ტილოს ირგვლივ განსაცვიფრებელი და აუხსნელი მოვლენები ხდებოდა – ხანძარი, სიკვდილი, ავტორთა სიგიჟეები…

943f8daf9e14
ერთ-ერთი მათგანია ესპანელი მხატვრის ჯოვანი ბრაგოლინის მართლაც, რომ დაწყევლილი ფერწერული ტილო – ”მტირალა ბიჭუნა”.
მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და მენატურედ მისი პატარა შვილი მიიყვანა, რადგან პატარას დაკვეთით ტირილი არ შეეძლო,მამამისს კი რეალისტური სურათის დახატვა სურდა, უნთებდა რა თვალებთან ასანთს , სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა. მხატვარმა იცოდა, რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,მაგრამ ხელოვნება მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები და ის კვლავ აგრძელებდა მის დაცინვას. ერთხელაც ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითმინა და იყვირა : ”თავადაც დამწვარხარ”. წყევლამ არ დააყოვნა – 2 კვირის თავზე, ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა, მალევე კი საკუთარ სახლში მხატვარი ამოიწვა. სურათი კი გადარჩა. ეს ამ სურათის მხოლოდ პრეისტორიაა…
თავის ბოროტი რეპუტაცია ამ რეპროდუქციამ 1985 წელს , ინგლისში შეიძინა. ეს კი უცნაური დამთხვევების წყალობით მოხდა – ჩრ. ინგლისში ერთი-მეორის მიყოლებით ხდებოდა საცხოვრებელი სახლების დაწვა, იყო მსხვერპლიც. ზოგიერთი დაზარალებული იხსენებდა, რომ მათი საკუთრებიდან გადარჩა მხოლოდ იაფი რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭუნა, ამგვარი ცნობები კი სულ უფრო იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხანძარი ჩნდებოდა იმ ოთახიდან სადაც ეს სურათი იმყოფებოდა, ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ, რომ არა ის ფაქტი, რომ ნახატის ირგვლივ უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა , ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა. სხვათაშორის ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება.

fe93e296c7c1

სხვა ”ცეცხლოვან” შედევრად ითვლება მონეს ”წყლის ლილიები”. მისი პირველი მსხვერპლი თავად მხატვარი გახდა. სურათის დამთავრებიდან მალე მისი სამხატვრო ბეწვზე გადაურჩა დაწვას. გაურკვეველი მიზეზებით დაიწვა ნახატის ახალი მფლობელების- კაბარე მონმარტზე, ფრანგი მეცენატის სახლი, სადაც ხანძარი ზუსტად იმ ოთახში გაჩნდა, სადაც სურათი ეკიდა და ნიუ-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც კი. ამჟამად სურათი იმყოფება საფრანგეთში, მორმორტონის მუზეუმში და თავისი ”ცეცხლსაშიში” შესაძლებლობანი არ გამოუვლენია… ჯერჯერობით … :)

სხვა ნაკლებად ცნობილი და გარეგნულად უმნიშვნელო ”ცეცხლისგამჩაღებელი” ნახატი ედინბურგის სამეფო მუზეუმში კიდია. ესაა პორტრეტი მოხუცი კაცის გაწვდილი ხელით. ამბობენ, რომ ხანდახან მოხუცის თითები მოძრაობს და ვინც ამ უჩვეულო მოვლენას დაინახავს აუცილებლად მოკვდება ცეცხლით. პორტრეტის ორი ცნობილი მსხვერპლი- ლორდი სეიმური და საზღვაო ფლოტის კაპიტანი ბელფესტია. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ დაინახეს თუ როგორ გაამოძრავა თითები მოხუცმა. მალე ორივე ცეცხლში ამოიწვა. ცრუმორწმუნეები ამაოდ ცდილობდნენ დირექტორის დაყოლიებას ნახატის კედლიდან მოხსნაზე, რადგან სწორედ ამ სურათით იზიდავდა მუზეუმი მნახველებს.

8606659d8b9b

დავინჩის ”ჯოკონდა” არამარტო აღფრთოვანებას, არამედ შიშსაც კი იწვევდა ადამიანებში. სურათი თითქოს გაურკვეველი სახით უარყოფითად მოქმედებს მნახველებზე, ვინც დიდი ხნით უყურეს მას. აღწერილია ასობით შემთხვევა, როცა ხანგრძლივად მოცქირალთ გონება დაუკარგავთ. ყველაზე გახმაურებული ფაქტი კი სტენდალს უკავშირდება, რომელსაც სურათის აღფრთოვანებით ცქერისას გული წაუვიდა. თავად მონა ლიზა, რომელიც მხატვართან პოზიორობდა ადრეულ ასაკში- 28 წლსა დაიღუპა, ხოლო თავად ოსტატი თითქოსდა შეპყრობილი იყო სურათით – მუდმივად ასწორებდა დეტალებს, უამრავჯერ გადახატა და შეასწორა, ხატვისას კი ხშირად გამოსცლია ძალა. მას არცერთ სურათზე ამდენი დრო არ დასჭირვებია, რაც ”ჯოკონდაზე” დასჭირდა, მიუხედავად ამისა თვლიდა, რომ რაც სურდა იმას ვერ მიაღწია…

e31aa2188e89

დიეგო ველასკესის ”ვენერა სარკესთან” -აც დამსახურებულად ითვლებოდა უცნაურ და იდუმალ ფერწერულ ნიმუშად. ყველა, ვინც მას ყიდულობდა ან კოტრდებოდა ან იღუპებოდა ძალადობრივი სიკვდილით. პირველი მეპატრონე – ესპანელი ვაჭარი იყო, რომელიც გაკოტრდა, მისი მდგომარეობა დღითიდე უარესდებოდა, სანამ მისი საქონლის უმეტესი ნაწილი მეკობრეების მიერ არ იქნა დატაცებული , ჩაიძირა რამოდენიმე გემიც. მან ყველაფერი გაყიდა, რაც გადარჩა , თავიდან მოიშორა სურათიც. იგი მოიპოვა სხვა ესპანელმა ვაჭარმა, რომელსაც მდიდარი საწყობი ქონდა პორტში. ის ის იყო ფული გადაიხადა სურათში, რომ საწყობები მოულოდნელი მეხისაგან სულ დაიწვა . მეპატრონე გაკოტრდა. და ისევ აუქციონი, და ისევ იყიდება სურათი გადარჩენილი ნივთებთან ერთად და ისევ ხვდება სურათი მდიდარი ესპანელის ხელში. სამი დღის თავზე იგი დაჭრეს საკუთარ სახლში ქურდობის დროს
ამგვარი რეპუტაციის გამო ნახატი დიდხანს ვერ პოულობდა ახალ მეპატრონეს და სხვადასხვა მუზეუმებში ტრიალებდა, ერთ-ერთში კი თავს დაესხა შეშლილი დამთვალიერებელი და დანით დასერა.

c4d3e31b8284

შემდეგ ”დაწყევლილ” ნახატად , რომელიც ფართოდაა ცნობილი ითვლება კალიფორნიელი მხატვარ-სიურეალისტის ბილ სტოუნჰემის “Hands Resist Him” . მხატვარმა ის 1972 წელს დახატა , ძველი ფოტოდან რომელზეც თვითონ თავის პატარა დასთან დგას თავის მშობლიურ სახლთან: ნახატზე ბიჭუნა გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა, ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინნენ მინის კართან , რომელიც შიგნიდან პატარა ბავშვების ნათითურებითაა. ამ სურათთან უამრავი შემზარავი ისტორიაა დაკავშირებული. პირველად სურათი ლოს-ანჯელეს ტაიმსის მფლობელმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა, რომელიც მალე დაიღუპა. შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ, რომელიც ასევე მალე გარდაიცვალა. სწორედ აქედან იწყება საინტერესო. დიდი ხნის მანძილზე სურათი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მერე შემთხვევით ის ნაგავსაყრელზე იპოვეს. ოჯახმა, რომელმაც ის იპოვა სახლში მოიტანა და ბავშვის ოთახში დაკიდა. პირველივე ღამეს 4 წლის ბავშვი ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა, რომ სურათზე ბავშვები ჩხუბობენ და მდებარეობას იცვლიან. ოთახში დააყენეს კამერა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა, იგი ღამე რამდენჯერმე ამოქმედდა. მალე სურათი აუქციონ eBay-ზე გაიტანეს, მათ მისამართზე შეშფოთებული წერილების ზღვა დადგა, სადაც მდგომარეობის გაუარესებაზე, გონების დაკარგვასა და გულის შეტევებზე საუბრობდნენ. eBay-ზე იდო გაფრთხილება, მაგრამ ცნობისმოყვარეთ ეს არ აშინებდა. სურათი გაიყიდა 1025 $-ად. იგი იყიდა კერძო სურათების გალერეის მეპატრონემ. ახლა მის მისამართზე მოდიოდა საჩივრები. მას 2 ამერიკელი ეგზორცისტიც დაუკავშირდა და თავისი საქმიანობა შესთავაზა. ხოლო ექსტრასენსები ამბობდნენ, რომ სურათიდან ბოროტება მოდიოდა. ზოგიერთი იხსენებდა ცნობილ მკვლელობას კალიფორნიის გორაკებზე. თითქოსდა ისინი ხედავდნენ ყმაწვილს მსუბუქ მაისურში გამოწყობილს, რომელსაც აჩრდილად დასდევდა პატრა გოგონა , თითქოსდა ბიჭი მას იცავდა. მათ ტომი და ლაურა ერქვათ და საოცრად ჰგავდნენ სურათზე გამოხატულ ბავშვებს.

ფოტო, ნახატის პროტოტიპი
dd2bff1fbdfb

და ნახატი , იგივე ავტორის,მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ …
92c49b3c9a1e

162f6fcff78c

ჰოლანდიელი მხატვარი პიტერ ბრეიგელ-უფროსი 2 წელი ხატავდა ” მოგვთა თაყვანისცემას”. ღვთისმშობელი მან ”გადმოხატა” თავის ტყუპისცალი დისგან, რომელიც უნაყოფო გახლდათ, სწორეს მას მიაწერენ სურათის”დაინფიცირებას”. 4-ჯერ გაიყიდა ნახატი და ოთხივეჯერ ერთიდაიგივე განმეორდა: ოჯახში 10-12 წელი ბავშვი არ ჩნდებოდა…

df236149ea64

იდუმალი მოვლენები ხდებოდა მათთან,ვინც შემთხვვით ”გააბრაზებდა” ედუარდ მუნკის ”კივილს”. ამ სურათის ღირებულება 70 მლნ.$ აღწევდა.ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იქნებოდა, რომ არა ერთი – ამბობდნენ , რომ ეს სურათი თითქოსდა შურს ძიობს ყველა თავის გამბრაზებელზე. მაგ: მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც შემთხვევით დაუვარდა სურათი , დიდხანს იტანჯებოდა თავის ტკივილებით, რომელმაც საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მუზეუმის სხვა თანამშრომელს, რომელსაც ასევე შემთხვევით დაუვარდა სურათი , რამდენმე დღის შემდეგ საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა, მოტეხილი ქონდა თითქმის ყველაფერი. მუზეუმის ერთ-ერთ დამთვალიერებელს, რომელიც სურათს ხელით შეეხო, ძალიან მალე დაიწვა ხანძრის დროს. არსებობს უამრავი ისტორია ადამიანებზე, რომლებიც თუკი რამენაირად შედიოდნენ სურათთან კონტაქტში ავადმყოფობდნენ, ვარდებოდნენ მძიმე დეპრესიაში ან მოულოდნელად  იღუპებოდნენ .ამ სურათის ამგვარ ზემოქმედებას თავად მხატვრის ცხოვრებას უკავშირებდნენ, რომელიც სავსე იყო დაუსრულებელი ტრაგედიებითა და შემაძრწუნებელი ისტორიებით. მხატვარმა გადაიტანა თითქმის ყველა მისი ნათესავის სიკვდილი: დედა გარდაეცვალა ტუბერკულოზით როცა 5 წლისა იყო, საყვარელი და მოულოდნელად დაიღუპა , როცა ის 14 წლისა იყო, მალე ძმა დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი და შიზოფრენიით გარდაიცვალა. თავად მხატვარმა დეპრესია და ძლიერი ნერვული სტრესი გადაიტანა. იგი არასოდეს დაქორწინებულა, რადგან თვლიდა, რომ სექსი მას თავზარს სცემდა.

314cf5b75eb1

ყველაზე დაუჯერებელი , არცთუ ისეთი კარგი ნახატი, შემდეგი ისტორიით. მოსწავლემ (მოიხსენიებენ იაპონელს) მანამ სანამ ვენებს გადაიჭრიდა, (გადმოხტებოდა ფაჯრიდან,მიიღებდა ტაბლეტებს) დახატა ეს სურათი. ამბობენ რომ თუკი ამ ნახატის ორიგინალს 5 წუთი თვალმმოუშორებლად შეხედავ, იგი შეიცვლება- თვალები გაუწითლდება, თმები გაუშავდება, გამოუჩნდება ეშვები.

ჯერ კიდევ ძველი დროიდან და დღესაც ზოგიერთი რელიგიურ სწავლებაში იკრძალება ადამიანთა პორტრეტების ხატვა, თვლიან, რომ ადამიანსა და გამოსახულებას შორის იმდენად ძლიერია კავშირი, რომ ნახატის ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს.
ფაქტია, რომ ნახატები განსაზღვრულ ენერგეტიკას ატარებენ, სხვა საქმეა შეუძლიათ თუ არა ამ ნახატებს ადამიანთა ცხოვრებაზე იქონიონ ზეგავლენა, დაანგრიონ იგი, გამოიწვიონ სერიოზული დაავადებანი და უფრო მეტიც გამოიწვიოს სიკვდილი და რა არის ეს – შთაგონება, ზებუნებრივი ძალა თუ უბრალოდ დამთხვევა ?!

მსგავსი ამბები

Back to top button