არქივი

“გავაჟე” – მავრიტანული ტრადიცია

7b486eb1f937
ეს გადაცემა გუშინ გავიდა Nationalgeographic -ზე და ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

ყოველ ერსა და სახელმწიფოს თავისი ტრადიციები, წეს–ჩვეულებები, შეხედულებები აქვს. შესაბამისად, სხვადასხვა ხალხების გემოვნებაც განსხვავებულია. აფრიკის ერთ–ერთი სახელმწიფო – მავრიტანია სილამაზის თავისებური აღქმით გამოირჩევა. სილამაზის მთავარი კრიტერიუმი სიმსუქნეა. რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო მიმზიდველია ყველასათვის. ისეთ ღარიბულ ქვეყანაში, როგორც მავრიტანიაა, სიმსუქნე სიმდიდრის, ჯანმრთელობის, ბევრი შვილების და პრესტიჟის ნიშანია. სიმსუქნე – წარმატებული ქორწინების წინაპირობაა.

„გავაჟე“ –ეს არის აფრიკული ტრადიცია, რომლის მიმდევრებიც თავიანთ პატარა გოგნებს ბავშვობიდანვე ასუქებენ. უმეტეს შემთხვევაში ეს იძულებით ხასიათს ატარებს. ნახევრადუდაბნო ქვეყანაში, სადაც არც ერთი „fastfood”–ის ობიექტი არ არის, გასასუქებელი ძირითადი საკვები პროდუქტი ახლამოწველილი ძროხის რძეა. გულისრევამდე მისულ ატირებულ ბავშვებს აიძულებენ ბოლომდე დალიონ საკმაოდ მოზრდილი რძიანი ჯამები. მათ მომავალზე „მზრუნველი“ დედები ხშირად აწამებენ კიდეც საკუთარ შვილებს – ჯოხებით ფეხებს უკრავენ და აუტანელ ტკივილს აყენებენ, სანამ ჯამი არ დაიცლება.

ერთ–ერთი ასეთი დედის თქმით, გოგონების გასუქება მათივე სასიკეთოდ ხდება, რათა ისინი გახდნენ მიმზიდველნი მამაკაცებისთვის და იშოვონ კარგი ქმარი, 5–7 წლიდან უნდა დაუწყონ ბავშვს გასუქება, რომ მან გათხოვებამდე მოასწროს სასურველ წონამდე ასვლა. გამხდარი ქალები შიდსის მატარებლებად ითვლებიან, ამიტომ ბავშვოვიდანვე უნდა ჩანდეს, რომ გოგონას გასუქება შეუძლია. როგორც კი გოგონა საკმარისად „ჩამრგვალდება“. შეუძლია „ბედნიერად“ გათხოვდეს. ასაკს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთ–ერთი მავრიტანიელი გოგონა დედა 10 წლის ასაკში გახდა.

“გავაჟე”-ზე გაზრდილი ქალებით ექიმები დაინტერესდნენ. გარდა იმისა, რომ ხშირია “ძვლებდამტვრეული” პაციენტები, მათ საჭმლის-მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები აქვთ. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრად მოთხოვა მავრიტანიის მთავრობას მიეღო ზომები ამ „ტრადიციის“ აღსაკვეთად. თუმცა რელიგიურ–კულტურული ზნე–ჩვეულების აღმოფხვრა არც ისე ადვილი აღმოჩნდა და გავაჟე დღესაც წარმატებით ასუქებს ხუთი წლის სარძლოებს.

პირველი ვიდეო აუცილებლად ნახეთ.

მეორეც იგივე თემაზეა და ძალიან საინტერესოა.

მსგავსი ამბები

Back to top button